ლესბოსი, მიტილენე (Lesbos, Mytilene), კუნძული ეგეოსის ზღვაში, მცირე აზიის ნახევარკუნძულის მახლობლად. ეკუთვნის საბერძნეთს. 1636 კმ2. ნაპირები შეჭრილ-შემოჭრილია. რელიეფი უმთავრესად ბორცვიან-მთიანია (სიმაღლე 967 მ-მდე, მთა ოლიმპი). ლესბოსი აგებულია კირქვებით, ფიქლებით, მარმარილოთი და ლავით. გაბატონებულია ხმელთაშუა ზღვის მცენარეულობა, მთათა ზედა სარტყელში ფიჭვნარია.მთავარი ქალაქი და ნავსადგურია მიტილენე.

კ. ლესბოსის ადგილმდებარეობა
ლესბოსი

იხილეთ აგრეთვერედაქტირება

რესურსები ინტერნეტშირედაქტირება

ლიტერატურარედაქტირება

ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: