ტეთისი — ძველი ოკეანური აუზი, რომელიც მეზოზოურ ერაში აერთებდა ატლანტისა და წყნარ ოკეანეებს, ყოფდა ევროპასა და აზიის კონტინენტს აფრიკისა და ინდოსტანისაგან. საკუთრივ ტეთისის გარდა, იმავე რეგიონში პალეოზოურ ერაში არსებობდა პალეოტეთისი და მეზოზოური ერის ბოლოს კონტინენტების დრეიფის გამო ტეთისის დახშობის შედეგად წარმოქმნილი ზღვიური აუზების სისტემა პარატეთისი. პალეოგენური და ნეოგენური პერიოდების განმავლობაში არსებული ამ ზღვიური აუზების სისტემის რელიქტია თანამედროვე ხმელთაშუა, შავი და კასპიის ზღვები.

პანგეას გაყოფა
ტეთისი

ლიტერატურა რედაქტირება