პარატეთისი[1] — ვეებერთელა მარჩხი შიგა ზღვა, რომელიც გადაჭიმული იყო ალპებიდან ჩრდილოეთით ცენტრალური ევროპის გავლით ვიდრე არალის ზღვის მიმართულებით ცენტრალურ აზიამდე. პარატეთისი განსაკუთრებული იყო თავისი პალეოგეოგრაფიით: იგი წარმოდგენილი იყო ღრმა აუზების სერიით, რომლებიც ჩამოყალიბდა ზედა იურულში, ოქსფორდული სართულის განმავლობაში როგორც ცენტრალური ატლანტის ოკეანის შემქმნელი რიფტის გაგრძელება.

აუზები ერთმანეთს ვიწრო და მარჩხი არხებით უკავშირდებოდნენ, რომლებიც ხშირად წყალცვლას ზღუდავდნენ და იწვედნენ ფართოდ გავრცელებულ გრძელვადიან ანოქსიას.[2]

პარატეთისი ოლიგოცენში, ქვედა და შუა მიოცენში დრო და დრო გაერთიანებული იყო ტეთისთან ან მის რელიქტებთან (ხმელთაშუა ზღვასთან ან ინდოეთის ოკეანესთან), თუმცა ზედა მიოცენური ეპოქის დასაწყისში ტექტონიკურად მომწყვდეული ზღვა შემობრუნდა მეგატბაში აღმოასავლეთი ალპებიდან ყაზახეთამდე.[3] პლიოცენური ეპოქიდან დაწყებული პარატეთისი თანდათანობით გამარჩხდა. დღევანდელი შავი ზღვა, კასპიის ზღვა, არალის ზღვა, ურმია, დარიაჩეიე-ნამაქი და სხვები პარატეთისის რელიქტებია.

პარატეთისი წარმოიქმნა ოლიგოცენის დასაწყისში, დაახლოებით 34 მლნ. წლის წინ,[4] როდესაც ტეთისის ჩრდილოეთი ნაწილი გამოეყო ტეთისის არის ხმელთაშუაზღვისპირეთის რეგიონს ალპების, კარპატების, დინარის, ტავრისა და ელბურსის წარმოშობის გამო. იურულსა და ცარცულ პერიოდებში ევრაზიის ეს ნაწილი დაფარული იყო მარჩხი ზღვებით, რომლებმაც შექმნეს ტეთისის ოკეანის ჩრდილოეთი კიდეები.

ვინაიდან პალეო-ტეთისის ოკეანის სამხრეთი საზღვარი ანატოლია წარმოადგენს კიმერიის კონტინენტის ნაწილს, პალეო-ტეთისის უკანასკნელი რელიქტი შეიძლება ყოფილიყო ოკეანური ქერქი შავი ზღვის ქვეშ. ტეთისის ოკეანე ჩამოყალიბდა ლავრაზიასა (ევრაზია და ჩრდილოეთი ამერიკა) და გონდვანას (აფრიკა, ინდოეთი, ანტარქტიდა, ავსტრალია და სამხრეთი ამერიკა) შორის, როდესაც ტრიასულში (200 მლნ. წლის წინ) დაიშალა სუპერკონტინენტი პანგეა.

  1. ჭაბუკაშვილი, მიხეილ (14–15 ივნისი, 2021). „დედამიწის ისტორიაში ყველაზე დიდი ტბა, რომელიც საქართველოსაც ფარავდა...“. საქართველოს რესპუბლიკა. 129–130: 8. დამოწმებას აქვს ცარიელი უცნობი პარამეტრ(ებ)ი: |1= და |coauthors= (დახმარება); შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |date=-ში (დახმარება)
  2. Palcu, D.V.; Krijgsman, W. (2023). „The dire straits of Paratethys: gateways to the anoxic giant of Eurasia“. Geological Society, London, Special Publications. 523 (1): 111–139. Bibcode:2023GSLSP.523...73P. doi:10.1144/SP523-2021-73. S2CID 245054442.
  3. Perkins, Sid. (June 4, 2021) The rise and fall of the world's largest lake. ციტირების თარიღი: 6 June 2021
  4. Stampfli, Gérard. 155 Ma - Late Oxfordian (an. M25). University of Lausanne. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-01-13. ციტირების თარიღი: 2024-09-23.