ტეტუანი (ბერბერ. Tiṭṭawin; არაბ. تطوان; ესპ. Tetuán; ფრანგ. Tétouan) — ქალაქი ჩრდილოეთ მაროკოში. მისი ბერბერული სახელი ლიტერატურულად „თვალებს" ნიშნავს, ხოლო ფიგურულად „წყაროებს". ტეტუანი ერთ-ერთია მაროკოს ორი უმთავრესი ხმელთაშუაზღვიური ნავსადგურიდან. მდებარეობს გიბრალტარის სრუტიდან რამდენიმე მილით სამხრეთით. 2004 წლის მონაცემებით, მისი მოსახლეობა 320 539 ადამიანს შეადგენდა. ქალაქიდან 6 კმ-ით აღმოსავლეთით მდებარეობს სამოქალაქო, სანია-რამელის აეროპორტი.

ქალაქი
ტეტუანი
تطوان
დროშა გერბი

ქვეყანა მაროკოს დროშა მაროკო
კოორდინატები 35°34′00″ ჩ. გ. 5°22′00″ დ. გ. / 35.56667° ჩ. გ. 5.36667° დ. გ. / 35.56667; -5.36667
ფართობი 118 კმ²
ცენტრის სიმაღლე 57
მოსახლეობა 320 539 კაცი (2004)
სასაათო სარტყელი UTC0, ზაფხულში UTC+1
საფოსტო ინდექსი 93000
ოფიციალური საიტი tetouan.ma
თეტუანი — მაროკო
თეტუანი

მიუხედავად იმისა, რომ არაბული ოფიციალური ენაა, ის ყოველდღიურ საუბარში არ გამოიყენება, ქალაქს არაბულის საკუთარი დიალექტი გააჩნია,[1][2] რომელიც ჯებლი არაბულისგან მნიშვნელოვნად განსხვავდება.[3][4] ეს უკანასკნელი დომინირებდა XX საუკუნის იმ პერიოდში, როდესაც მიმდებარე სასოფლო დასახლებებიდან ხალხი ტეტუანში გადმოდიოდა საცხოვრებლად. ფართოდ რჩება გავრცელებული ესპანური და ფრანგული, განსაკუთრებით ბიზნეს და ინტელექტუალურ წრეებში. მთავარი რელიგიაა ისლამი, თუმცა ქალქიში ცხოვრობს ქრისტიანული უმიცრესობაც.

ტეტუანი მდებარეობს ქალაქ ტანგიედან 60 კმ-ით აღმოსავლეთით, და 40 კმ-ით სამხრეთით ესპანურ ანკლავ სეუტადან და გიბრალტარის სრუტიდან, რიფის მთების ოდნავ ჩრდილოეთით, მარტილის ხეობაში, შესაბამისად, ქალაქის სამხრეთით და დასავლეთით მთებია განლაგებული. ტეტუანი განლაგებულია ხეხილის ბაღების სარტყელის შუაგულში, რომელიც მოიცავს ფორთოხალს, ნუშს, ბროწეულს და კვიპაროზის ხეებს.

ქალაქის ქუჩები საოცრად ფართო და სწორია. ბევრი სახლი მიკეუთვნება არისტოკრატთა ოჯახებს, რომლებიც ესპანეთის რეკონკისტის დროს ანდალუსიიდან გამოქცეულთა შთამომავლები არიან.

ქალაქი დაარსდა ძვ. წ. III საუკუნეში. არქეოლოგიური გათხრების შედეგად აღმოჩენილია როგორც რომაული, ისე ფინიკიური არტეფაქტები.

დაახლოებით 1305 წელს, ამ ადგილას ქალაქი ააშენა მარინიდმა მეფე აბუ-ტჰაბიტმა. ის წარმოადგენდა სეუტაზე იერიშების მისატან ბაზას. 1400 წელს, ქალაქი კასტილიელებმა დაანგრიეს, რადგან მას მეკობრეები იყენებდნენ მათზე თავდასხმებისთვის. XV საუკუნის დასასრულს, ქალაქი აღადგინეს ესპანეთის რეკონკისტის დროს ანდალუსიიდან გამოქცეულებმა. იმის გამო, რომ ქალაქს მეკობრული რეპუტაცია ჰქონდა მისი ისტორიის სხვადასხვა დროს, 1860 წლის 4 თებერვალს ის ესპანელებმა აიღეს ლეოპოლდო ო'დონელის მეთაურობით და გარდაქმნეს მთლიანად ევროპულ სტილში, სანამ 1862 წლის 2 მაისს ისინი ევალუაციას მოახდენდნენ. ამის შემდეგ, ადგილობრივებმა ასე საძულველი ცვლილებებსი ყველანაირი კვალი დაანგრიეს, სრულიად წაშალეს და ქალაქს ყოფილი იერსახე დაუბრუნეს.

1997 წლიდან, ტეტუანის მედინა შესულია იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში.

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. L. Messaoudi, Cahiers de Sociolinguistique n°6 (2001), Variations linguistiques: images urbaines et sociales, pp.87-98
  2. S. Levy, EDNA n°1 (1996), Reperes pour une histoire linguistique du Maroc, pp.127-137
  3. Dominique Caubet, Questionnaire de dialectologie du Maghreb დაარქივებული 2009-03-06 საიტზე Wayback Machine.
  4. (ფრანგული)Jordi Aguadé, Patrice Cressier, Ángeles Vicente : Peuplement et arabisation au Maghreb occidental, Casa de Velázquez, 1998 (ISBN 8486839858)[1]
  მსოფლიო მემკვიდრეობა UNESCO, ობიექტი № 837
ინგლ.რუს.ფრ.