შუაატლანტიკური ქედი
შუაატლანტიკური ქედი — ატლანტის ოკიანის ფსკერის უდიდესი მთის სისტემა, შუაოკეანური ქედების სისტემის ერთ-ერთი ნაწილი. მისი სიგრძე 18 000 კმ-ზე მეტია. ქედის ცალკეული მონაკვეთებია:
- კნიპოვიჩის ქედი (ჩ. გ. 81°-იდან 73°-მდე, ნორვეგია-გრენლანდიის აუზი)
- მონის ქედი (სამხრეთით)
- ისლანდია-იან-მაიენის ქედი
- რეკიანესის ქედი (ისლანდიის სამხრეთით, ჩ. გ. 52°-მდე)
- ჩრდილოატლანტიკური ქედი
- სამხრეთატლანტიკური ქედი
შუაატლანტიკური ქედი განივი რღვევებით დაყოფილია ცალკეულ სეგმენტებად, რომლებიც ჰორიზონტალური მიმართულებით ერთმანეთის მიმართ გადაადგილებულია 300–600 კმ-ით. შუაატლანტიკური ქედი აგებულია იურულ-ოლიგოცენური ამფიბოლიტები და ოფიოლითებით და ოლიგოცენ-ანთროპოგენური კარბონატული დანალექი ქანების შუაშრეებიანი ტოლეიტური ბაზალტებით. სამხრეთ ნახევარსფეროში შუაატლანტიკური ქედის კალთებზე აღმართულია წყალქვეშა ვულკანები. მათი ზოგიერთი მწვერვალი წარმოადგენს კუნძულს (ამაღლების, წმინდა ელენესი და სხვა კუნძულები). ტრისტან-და-კუნიას კუნძულების ჯგუფში არის მოქმედი ვულკანი. სამხრეთ ნახევარსფერში შუაატლანტიკური ქედის აღმოსავლეთის გაგრძელებაა აფრიკა-ანტარქტიკის ქედი.
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 49.
- Evans, Rachel. "Plumbing Depths to Reach New Heights: Marie Tharp Explains Marine Geological Maps." The Library of Congress Information Bulletin. November 2002 (ინგლისური)
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- MAR-ECO, a Census of Marine Life project on life along the Mid-Atlantic Ridge დაარქივებული 2015-04-02 საიტზე Wayback Machine. (ინგლისური)
- Plattentektonik am Beispiel Island დაარქივებული 2016-03-04 საიტზე Wayback Machine. (გერმანული)
- Drilling the Mid-Atlantic Ridge: RRS James Cook cruise JC007 დაარქივებული 2016-03-04 საიტზე Wayback Machine. – Forschungsreise zu einer Lücke in der Erdkruste im Bereich Fifteen-Twenty Fracture Zone (FTFZ) (გერმანული)