ჰუდსონი
ჰუდსონი (ინგლ. Hudson River, მოჰიკან. Muh-he-kun-ne-tuk) — მდინარე აშშ-ის აღმოსავლეთში, ეკუთვნის ატლანტის ოკეანის აუზს. სიგრძე 507 კმ, აუზის ფართობი 36 ათ. კმ².
ჰუდსონი Hudson River | |
---|---|
ქვეყანა | აშშ |
ქალაქები | ტროა, ოლბანი, ჰუდსონი, კინგსტონი, ნიუ-იორკი |
სათავე |
ადირონდაკის მთები 44°05′28″ ჩ. გ. 74°02′21″ დ. გ. / 44.09111° ჩ. გ. 74.03917° დ. გ. |
შესართავი |
აპერ-ნიუ-ორკ-ბეი 40°42′11″ ჩ. გ. 74°01′34″ დ. გ. / 40.70306° ჩ. გ. 74.02611° დ. გ. |
შესართავის მდებარეობა | ნიუ-იორკი |
შესართავის სიმაღლე | 0 მ |
სიგრძე | 507 კმ |
აუზის ფართობი | 36 კმ² |
— სათავე, — შესართავი | |
ჰუდსონი Hudson River ვიკისაწყობში |
მდინარე სათავეს იღებს ადირონდაკის მთებში, მიედინება ძირითადად ნიუ-იორკის შტატის ტერიტორიაზე, ქვემო წელში ქმნის ვრცელ გავაკებას, რომელიც ნიუ-იორკსა და ნიუ-ჯერსის შორის საზღვარს წარმოადგენს. ჩაედინება ატლანტის ოკეანის ლოუერ-ბეის უბეში.
მდინარე სანაოსნოდ გამოიყენება ქვემო წელში, სადაც მას მთავარი შენაკადი - მდ. მოჰავკი - უერთდება. დაკავშირებულია ტბებთან ერი (ერის არხი), ონტარიო და შამპლეინი სანაოსნო არხებით, რომელიც სამდინარო გზას ქმნის მდ. წმ. ლავრენტისთან. ჰუდსონზე დგას ქალაქები ტროა, ოლბანი, ჰუდსონი, კინგსტონი, ხოლო უბის შესართავთან — ქ. ნიუ-იორკი.
ევროპელთაგან პირველმა ჰუდსონი აღმოაჩინა იტალიელმა ჯოვანი და ვერაძანომ 1524 წელს. 1609 წელს მდინარე გამოიკვლია ინგლისელმა ჰენრი ჰუდსონმა, რომლის პატივსაცემადაც მას ეს სახელი დაერქვა.
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 693.