დიდი ბელტი (დან. Store Baelt) — ბალტიის ზღვისა და კატეგატის სრუტის დამაკავშირებელ სრუტეთაგან ცენტრალური სრუტე ლოლანის და ზელანდიის კუნძულებს (აღმოსავლეთი) და ლანგელანისა და ფიუნის კუნძულებს (დასავლეთი) შორის. სიგრძე დაახლოებით 120 კმ, მინიმალური სიგანე 11 კმ, სიღრმე 58 მ-მდე. ზამთარში ზოგჯერ იყინება. ნიუბორგიდან (კ. ფიუნი) კორსერში (კ. ზელანდია) გადის სარკინიგზო ბორანი.

დანიის სრუტეები და ბალტიის ზღვის ჩრდილო-დასავლეთი ნაწილი

იხილეთ აგრეთვე რედაქტირება

ლიტერატურა რედაქტირება