კალიფორნიის რესპუბლიკა

კალიფორნიის რესპუბლიკაარაღიარებული ქვეყანა ჩრდილოეთ ამერიკაში. არსებობდა ერთ თვეზე ნაკლები დროის განმავლობაში.

კალიფორნიის რესპუბლიკა
California Republic

არაღიარებული ქვეყანა
Flag of Mexico (1823-1864, 1867-1893).svg
14 ივნისი9 ივლისი, 1846 Flag of the United States (1845–1846).svg
First Bear Flag of California (1846).svg
დროშა
Alta California (location map scheme).svg
დედაქალაქი სონომა
ენა ინგლისური, ესპანური
მმართველობის ფორმა საპრეზიდენტო რესპუბლიკა
პრეზიდენტი
 - 1846 ვილიამ იდი

1846 წლის 13 მაისს დაიწყო ომი ამერიკასა და მექსიკას შორის. მეორე დღეს კალიფორნიაში მცხოვრები ამერიკელი კოლონისტები აჯანყდნენ მექსიკის წინააღმდეგ ჯონ ფრიმონტის მეთაურობით. აჯანყებულები გამაგრდნენ მექსიკის კომენდანტის ციხეში და გამოაცხადეს დამოუკიდებელი რესპუბლიკა დედაქალაქით სონომაში. რესპუბლიკის პრეზიდენტი გახდა ვილიამ იდი. 7 ივლისს კალიფორნიაში შევიდა ამერიკის შეერთებული შტატების არმია, 9 ივლისს რესპუბლიკის მესვეურებმა რესპუბლიკის ლიკვიდაცია გამოაცხადეს.

რესპუბლიკის დროშა ოდნავი სახეცვლილებით კალიფორნიის შტატის სიმბოლო გახდა, ხოლო ორიგინალი 1906 წელს სან-ფრანცისკოს მიწისძვრის შედეგად გაჩენილი ხანძრის დროს დაიწვა.

ლიტერატურარედაქტირება