ტურფანის ღრმული

(გადამისამართდა გვერდიდან ტურფანის ქვაბული)

ტურფანის ღრმული, ტურფანის ქვაბული — ტექტონიკური დადაბლება ტიან-შანის აღმოსავლეთ განშტოებებში, ჩინეთის დასავლეთ ნაწილში. სიგრძე დაახლოებით 200 კმ, სიგანე დაახლოებით 70 კმ, ფსკერის აბსოლუტური ნიშნული — 155 მეტრი (ცენტრალურ აზიაში ყველაზე ღრმა). უპირატესად აგებულია ქვიშაქვა-თიხური ნალექებით. ფსკერზე მდებარეობს ფართო მლაშობი ეფემერული მწარე-მლაშე ტბებით. ჰავა მკაცრი კონტინენტურია, ცხელი ზაფხულითა (ივლისის საშუალო ტემპერატურა — 33°C) და ცივი ზამთრით (იანვრის საშუალო ტემპერატურა –9,6°C); ნალექები — დაახლოებით 20 მმ წელიწადში. მცენარეულობა გვხვდება მხოლოდ დროებითი წყალსადინრების კალაპოტებთან (ნიტრარია, ცერცვეკალა და სხვ.), განაპირა მხარეებზე იშვიათი ოაზისებია. ღრმულში მდებარეობს ქალაქი ტურფანი. ევროპელთაგან ტურფანი ღრმული პირველად აღმოაჩინა გრიგოლ გრუმ-გრჟიმაილომ 1889 წელს.[1]

ტურფანის ღრმული
კოორდინატები: 42.78° ჩ. გ. 89.34° ა. გ. / 42.78° ჩ. გ. 89.34° ა. გ. / 42.78; 89.34
ქვეყანა ჩინეთის დროშა ჩინეთი
სიგრძე 200 კმ
სიგანე 70 კმ
კლიმატი კონტინენტური
აგებულება ქვიშაქვა-თიხური ნალექები
ტურფანის ღრმული — ჩინეთი
ტურფანის ღრმული
  1. Турфанская впадина // Большая российская энциклопедия. т. 32. — М., 2016. — стр. 557.