ცერცვეკალა (ლათ. Alhagi) — მცენარეთა გვარი პარკოსანთა ოჯახისა. ეკლიანი ბუჩქ-ბალახები ან მრავალწლოვანი ბალახებია. მათი სიმაღლე 30-80 სმ აღწევს. წვრილი მარტივი ფოთლები აქვთ.

ცერცვეკალა

მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  მცენარეები
განყოფილება:  ფარულთესლოვნები
ოჯახი:  პარკოსნები
ლათინური სახელი
Alhagi

7 სახეობა გავრცელებულია ევრაზიასა და ჩრდილოეთ აფრიკაში. საქართველოში ცნობილია 2 სახეობა. იზრდება ბარისა და მთისწინეთის უდაბნოებში, ნახევრად უდაბნოებში და სტეპებზე, ქვიშიან, თიხიან, ქვიან და სუსტად დამლაშებულ ადგილებზე, ზღვის დონიდან 700 მ-მდე.

მნიშვნელოვანი საძოვრის მცენარეა. განსაკუთრებით ეტანება აქლემი. ზოგი სახეობა გამოყოფს ტკბილ წვენს — მანანას, რომელსაც წინა აზიის მოსახლეობა ტკბილეულად იყენებს.

ლიტერატურა

რედაქტირება