ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

ტიბეტელები (ტიბეტ. བོད་མི།) — აღმოსავლეთ აზიური ეთნიკური ჯგუფი ტიბეტში. მათი რაოდენობა 6.7 მილიონს აღწევს. ტიბეტის გარდა ცხოვრობენ ჩინეთის განსუს, ცინხაის, სიჩუანისა და იუნანის პროვინციებში, ასევე ინდოეთში, ნეპალსა და ბჰუტანში.

შორეული ტერიტორია

რედაქტირება

დადებითი და უარყოფითი მხარეები მაღალი პლატოსა, ცნობილი როგორც ტიბეტი, იდენტურია. ეს ადგილი არის ძალიან რთულად მისაწვდომი, სამხრეთიდან გარშემორტყმული ჰიმალაით და ჩრდილოეთით, თითქმის იმავე სიმაღლის კონლუნის მთებით. ტერიტორია თითქმის სტუმართმოძულეა, რადგან იგი მდებარეობს ზღვის დონიდან 15 000 მეტრზე. კლიმატი არის ძალიან მკაცრი და ტემპერატურა, მთელი წლის განმავლობაში ცვალებადია დღესა და ღამეს შორის.

უარყოფითი მხარე აქვს ის, რომ ძალიან ცოტა ადამიანს შეუძლია იცხოვროს აქ. უპირატესობა კი ის არის, რომ უფრო ცოტას სურს. თანამედროვე დრომდე, უცხო პირთათვის თითქმის შეუძლებელი იყო ჩამოსულიყვნენ აქ საკმარისი ძალებით და დაემორჩილებინათ ადგილობრივი მცხოვრებლები.

ბუდისტური ტიბეტი: VII-VIII საუკუნეები[1]

რედაქტირება

ტიბეტის ისტორია იწყება VII საუკუნეში. ფერადი ლეგენდებიდან და მითებიდან - რეალურ ისტორიაში გადასვლით, სხვაობა კი ორი ინოვაციაა - დამწერლობის შექმნა და ბუდიზმი.

მთლიანობაში ტიბეტელთა ენის დამწერლობაში გადატანა როგორც ჩანს მხოლოდ და მხოლოდ ერთი კაცის ნამუშევარია. დაახლოებით 640 წელს ტიბეტთა მეფემ გააგზავნა მინისტრი ტონ მი სამბჰოტა იმ მიზნით, რომ შეესწავლა სანსკრიტული ენა აზიის ერთ-ერთ ისტორიულ რაიონში - ქაშმირში. მისი დაბრუნებისთანავე მან გამოიგონა ახალი მარცვლოვანი ანბანი, რომელიც შედგებოდა 30 თანხმოვანისა და 4 ხმოვანისგან. ამ პიროვნებამ იმის დროც კი გამონახა, რომ დაეწერა რვა ხელშეკრულება ტიბეტურ ენის გრამატიკაზე, ამ რვიდან ორი დღემდეც კი არსებობს და უვნებლადაა შემონახული.

ტიბეტის იგივე მეფეს ჰყავდა ორი ცოლი, უძლიერესი მეზობელი სამეფოებიდან. ერთი წარმოშობით ნეპალიდან იყო, ხოლო მეორე ჩინეთიდან. ორივე ბუდისტური სახელმწიფოა და ორივე მათგანმა მოიტანა ტიბეტში ბუდისტთა განსაკუთრებული და პატივსადები ნახატები. მეფემ კი ააშენა ტაძრები დედაქალაქში, ლჰასაში რათა დაებინავებინა ცოლთა წნინდა საგანძური. ეს არის პირველი თვალით აღსაქმელი სამხედრო საყრდენი წერტილი და საბრჯენი ტიბეტელთა ბუდიზმისა. შემდეგი საუკუნის ადრეულ პერიოდში ინდოეთის რეგიონი იღებს უფრო მეტ დახმარებას ვიდრე ბუდისტები ცენტრალური აზიიდან, ამის მიზეზი კი მხოლოდ ერთი რამ იყო, რომ თავი აერიდებინათ ისლამის განვითარებისთვის. მაგრამ ეს შიში მხოლოდ VIII საუკუნის ბოლომდე გაგრძელდა, როცა ბუდიზმი სახელმწიფო რელიგიად გამოცხადდა.

ტიბეტი და ჩინეთი: VII-XIII საუკუნეები[1]

რედაქტირება

VII და VIII საუკუნეებში, სრონგ-ცან გამ-პოსა და მისი მემკვიდრეების მმართველობის პერიოდში, ტიბეტი გარდაიქმნა გაერთიანებულ სამეფოდ, რომელიც ავრცელებდა მის ძალაუფლებას, როგორც ტიბეტის პლატოზე, ასევე აბრეშუმის გზის მნიშვნელოვან რეგიონებზე, როგორიცაა კაშგარი და ხოტანი. 763 წელს, ტიბეტური არმია თავს დაესხა ტანგ-ჩინეთს და დაიპყრო მისი დედაქალაქი - სიანი.

მომდევნო საუკუნეებში ტიბეტი უფრო მეტად შედგებოდა პატარა დამოუკიდებელი სამეფოებისაგან, რომლებიც განლაგებული იყვნენ პლატოზე. ისინი პატივისცემით ეპყრობოდნენ მის დიდ, ძლიერ მეზობლებს აღმოსავლეთით, თუმცა მაინც წინდახედულად და ეჭვის თვალით უყურებდნენ მათ. მცირე გამონაკლისი ხდება XIII საუკუნეში, ტიბეტურმა კავშირმა ჩინეთის მონღოლ იმპერატორებთან, ტიბეტს ფორმალური გაერთიანება მოუტანა ჩინეთის იმპერიასთან.

ადრეულ XIII საუკუნეში, როდესაც ნათელი გახდა რომ ჩინგის ხანი და მისი მონღოლი მოკავშირეები ნათლად ემუქრებოდნენ ჩინეთს, ტიბეტელებს ჰქონდათ წარმატებული და რეალური  მცდელობა, დახმარებოდნენ მათ. ისინი მონღოლებს უხდიდნენ ხარკს და ამის შედეგად ტიბეტელი ბუდისტი ბერ-მონაზვნები იძენენ დიდ გავლენას მონღოლთა სამეფო კარზე.

მას შემდეგ რაც ჩინეთში მონღოლთა დინასტია მინგთა დინასტიით იქნა ჩანაცვლებული, 1368 წელს, ტიბეტი ოფიციალურად აღიდგენს დამოუკიდებლობას და ინარჩუნებს ამას მომდევნო სამი საუკუნის განმავლობაში.

დალაი ლამა: XIV საუკუნიდან[1]

რედაქტირება

XIII საუკუნიდან სხვადასხვა ტიბეტის ბუდისტური მონასტრები იძენენ გარკვეული სახის ინდივიდუალურობას და ხდებიან არსებითად განცალკევებული სექტები ტიბეტურ ბუდიზმში. მათი აბატები (კათოლიკური მამათა მონასტრის წინამძღვრები) არიან ძალაუფლებისა და დიდი მნიშვნელობის მქონე კაცები.

XIV საუკუნეში, ერთ-ერთი მონასტრის აბატმა განაცხადა რომ მისი მომავალი ისევ აღდგებოდა. იგი გარდაიცვალა 1338 წელს. ბავშვი, რომელიც დაიბადა 1340 წელს, ფიქრობდნენ რომ იყო იმ აბატის გარდასახვა და გაზარდეს, იმ მიზნით, რომ ყოფილიყო ამ სექტის წინამძღვარი. ეს პირველი ორი სულიერი ლიდერი, თანმიმდევრობით განგრძობადები, მოგვიანებით მოცემულია დალაი ლამას საწინააღმდეგო ტიტულით. მიჩნეულია, რომ ისინი არიან Bodhisattva-ს განსახიერება.

მესამე გარდასახული აბატი არის დალაი ლამა, რომელსაც ეს სახელწოდება პირველად მიენიჭა მთელი ცხოვრების განმავლობაში. მას ეს ტიტული მიანიჭა მონღოლთა ტომების ერთ-ერთმა გაღმერთებულმა და ძლევამოსილმა ყაენმა. დალაი, მიიჩნევა რომ მონღოლურად ნიშნავს „ოკეანეს“ და ეს სახელი არჩეულ იქნა, რათა გამოეხატა ლამას სიბრძნის სიგანე და სიღრმე. ლამა ტიბეტურ ენაზე ნიშნავს ხელმძღვანელს (სუპერიორს) და გამოიყენება, როგორც მღვდელი ან ბერი.

შესაძლოა არც არის გასაკვირი, რომ ეს ხედვა მჭიდრო კავშირშია ძლიერ მონღოლებთან და ამიტომ მეოთხე დალაი ლამა აღმოაჩინეს ახალგაზრდა მონღოლი პრინცის პიროვნებაში. მთელი მისი გარდასახვის განმავლობაში, 1617 წლიდან 1682 წლამდე, როგორც მეხუთე დალაი ლამა, გვევლინება როგორც მმართველობის ფორმა, რომელიც ბოლო დრომდე დამახასიათებელი დარჩა ტიბეტისათვის.

ტიბეტის სულიერი მმართველები: 1642-1912 წლები.[1]

რედაქტირება

დაახლოებით 1562 წლიდან ტიბეტის მართვას იწყებს თავისით, საკუთარი ძალებით შექმნილი მეფეთა დინასტია, გცანგ-პა. 1642 წელს მონღოლთა არმიამ ჩაანაცვლა იგი და ყაენმა წარმოაჩინა ქვეყანა როგორც სულიერი საჩუქარი. აბატი კი საჭირო იყო იმისათვის, რომ ემართა ქვეყანა მონღოლთა ჯარის დახმარებით.

ახალი სტატუსის შესაბამისად, რიგით მეხუთე დალაი ლამას მისი ოფიციალური რეზიდენცია ლხასაში და იწყებს სასახლის მშენებლობას - Potala - ტიბეტის ისტორიული მეფის, სრონგ-ცან გამ-პოს ციხის ადგილმდებარეობაზე. დალაი ლამას მმართველობის ეს ფორმა გასტანს ჩინეთის იმპერიის აღსასრულამდე, დაახლოებით XX საუკუნემდე. იმ დრომდე, როცა მანჯუს დინასტია ითვისებს მონღოლურ როლს.

Panchen Lamas - XVII საუკუნიდან

ის წესი, რომ დალაი ლამა ინიშნებოდა განსახიერების გზით, მალე აიტაცა სხვა ბევრმა ტიბეტურმა მონასტერმა და სექტამ. საბოლოოდ რამდენიმე ასეულმა იპოვა თავიანთი ლიდერი მსგავსი გზით, მაგრამ მხოლოდ ერთი ხაზის ლიდერმა მიაღწია მსგავს წარმატებას და მიუახლოვდა ნამდვილი დალაი ლამას ავტორიტეტს. ეს არის პანჩინ ლამა, ან უფრო კონკრეტულად პან-ჩინ რინპოჩი, რაც ნიშნავს „დიდ, ძვირფას ბრძენს“.

პირველი პანჩინ ლამა არის მეხუთე დალაი ლამას მასწავლებელი. დაახლოებით 1650 წელს ერთ-ერთი მადლიერი მოსწავლე აცხადებს, (საბედნიეროდ აღმოჩენილი ტექსტით, რომელიც შეიცავს სიმართლეს) რომ მისი მასწავლებელი, მის მსგავსად არის  ცნობილი ბოდისატვას ან შემდგომ ბუდას განსახიერება.

თავიდან პანჩინ ლამა არის უბრალოდ აბატი განსაკუთრებით მნიშვნელოვანი მონასტრისა, მაგრამ ნელ-ნელა ხდებიან პროვინციების გუბერნატორები დალაი ლამას სახელით. ეს თანამდებობა მათ მოუტანს სიმდიდრესა და პოლიტიკურ პრესტიჟს, მომდევნო საუკუნეებში ისინი ხშირად გვევლინებიან დალაი ლამას კონკურენტებად.

თითოეული ამ ორი წმინდა როლისთვის და სხვა ნაკლებად მნიშვნელოვანისთვის, გარდაცვალების შემდგომ მიმდინარეობს გარდასახული ახალშობილის მკაცრი ძებნა. არჩეული ბიჭი მიჰყავთ მისი ოჯახისაგან ბუდისტურ მონასტერში, რათა მომზადებული შეხვდეს მისი ცხოვრების ახალ ეტაპს, ხოლო რეგენტი (მმართველი) ახორციელებს დროებით მოვალეობას. (გარდაუვალი თვისება ტიბეტური სისტემისა).

 მანჯუს დაცვა: 1720-1911[1]

რედაქტირება

ადრეულ XVIII საუკუნეში ომი იწყება ორ მონღოლურ დინასტიას შორის, რომლებიც კონკურენციას უწევენ ერთმანეთს ტიბეტის კონტროლისა და დალაი ლამას დაცვაში. ერთ-ერთი მხარე დასახმარებლად მიმართავს მანჯუს იმპერატორს პეკინში. შედეგად ჩინეთის იმპერიის ძალებმა 1720 წელს მიაღწიეს ლხასას (Lhasa).

დანარჩენი მანჯურიული დინასტიის პერიოდში, 1991 წლამდე, ჩინეთი იღებს იმ როლს, რომელიც ადრე მონღოლეთმა აიღო - ძალებით უზრუნველყოს დალაი ლამას დაცვა და წესრიგი აღადგინოს საჭიროების შემთხვევაში, სხვა შემთხვევაში კი დატოვოს ტიბეტი საკუთარი მოწყობილობებით.

ჩინეთის პოზიცია შუა საუკუნეების ევროპის ფეოდალების პოზიციის მსგავსია - ორაზროვანი, გაურკვეველი მდგომარეობა, რომელიც გამოიყენებოდა კომუნისტური ჩინეთის მიერ გვიან XX საუკუნეში. ამით მათ ჰქონდათ ისტორულად გასასამართლებელი საბუთი ტიბეტის ტყვეობისათვის.

თუმცა გაურკვევლობა სათავეს უფრო ადრიდან იღებს. 1861 წლიდან, როდესაც ბრიტანული ინდოეთი შთანთქავს სიკიმს (შტატი ინდოეთში), დაიწყო სასაზღვრო და სავაჭრო დავები ტიბეტთან. 1893 წლისათვის, ბრიტანეთი თვლიდა, რომ ეს საკითხი შესაძლებელი იყო მოგვარებულიყო მხოლოდ პეკინთან შეთანხმების შედეგად. თუმცა ამ საკითის ამგვარი მოწესრიგება უარყვეს  ტიბეტელებმა, რომლებიც უარს აცხადებდნენ ნებისმიერი სახის მოლაპარაკებებზე ბრიტანეთთან.

ამ ყოველივეს შედეგი კი იყო ის, რომ სიკიმის შეიარაღებული არმია 1903 წელს თავს დაესხა ბრიტანეთის სამხედრო ძალებს. 1904 წლის აგვისტოში, მას შემდეგ რაც დიდი შესვნებები მიმდინარეობდა იმ იმედით, რომ მოლაპარაკება გაიმართებოდა დიდი ბრიტანეთი შევიდა წმინდა ქალაქ ლხასაში. ხელშეკრულება გაფორმდა მომდევნო ერთი თვის განმავლობაში და ხელი მოეწერა დიდი ზეიმით და ცერემონიებით პოტალაში. ხელშეკრულების პირობები მეტად მომგებიანი იყო დიდი ბრიტანეთისათვის, მეტიც, იმის საშუალებასაც კი აძლევდა ამ უკანასკნელს ჩარეულიყო ტიბეტის შიდა საქმეებში და ზოგადად კონტრორილებადი გამხდარიყო მათ მიერ.

მანჯურიული მთავრობა, ხელშეკრულებაში ცვლილებების შეტანით, აღმოფხვრის დიდი ბრიტანეთის ნებისმიერი სახის კონტროლს ტიბეტზე. მაგრამ მანჯუს გაერთიანება ამის დასამტკიცებლად მეტად ხანმოკლე აღმოჩნდა.

რევოლუციური გადატრიალება, რომელიც ამხობს მანჯუს დინასტიას, მოითხოვდა შოლხასადან განედევნათ ჩინური სამხედრო ძალები.

ტიბეტური ბუდიზმი

რედაქტირება

ტიბეტელთა გამოხატულება ბუდიზმისა არის ლამაიზმი, რომელიც შეიცავს ადგილობრივი რელიგიის ბონის მახასიათებლებს. ის  არის ფორმა ბუდიზმისა, რომელიც ჩაისახა ტიბეტში XIV საუკუნეში - მაჰაიანასა და ტანტრიზმის, აგრეთვე ტიბეტელთა ძველი სარწმუნოების ბონ-პოს ბაზაზე, XVI საუკუნიდან ლამაიზმი გავრცელდა მონღოლებში, ხოლო XVII საუკუნეში შეაღწია რუსეთის ტერიტორიაზე - ბურიატებში, ტუველებსა და ყალმუხებში. მასში ბუდიზმი შეერწყა ადგილობრივ წარმართულ რწმენა-წარმოდგენებს, რის გამოც ლამაიზმში ძლიერაა განვითარებული სხვადასხვა წეს-ჩვეულება, მაგალითად, შამანიზმი. ლამაისტების მეთაურია დალაი-ლამა, რომელიც დიდი უფლებამოსილების მქონეა და მას, როგორც ცოცხალ (განსხეულებულ) ბუდას, ისე სცემენ თაყვანს. ტიბეტელთა ბუდიზმი არის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და სახელგანთქმული მსოფლიოსთვის დალაი ლამას მოღვაწეობით (ტიბეტელი ხალხის პოლიტიკური ლიდერი და ტიბეტური ბუდიზმის მიმდევრების სულიერი ლიდერი. ხშირად „მის უწმინდესობას“ უწოდებენ, ტიბეტელები დალაი-ლამას ეპითეტებით უხმობენ: იშინ ნორბუ, ანუ „სურვილების აღმსრულებელი მჭედელი“. „ლამა“ მასწავლებელს აღნიშნავს და ტიბეტურ-ბუდისტური რელიგიის მესვეურთა მიერ სხვადასხვა წარმომადგენელს ეძლევა).

ლამაიზმის კანონიკურ საფუძველს წარმოადგენს წმიდა ტექსტთა კრებულები: განჯური (108 ტომი) და დანჯური (225 ტომი). ლამაიზმისათვის დამახასიათებელია თეატრალური მისტერიები, ფუფუნებით აღსავსე მსახურებები, რომლებიც სრულდება დაცანებში (სამონასტრო დაწესებულებებში), „ათ შავ ცოდვად“ ლამაიზმი ასახელებს: მკვლელობას,  ქურდობას, „არასწორ შეერთებას“, ტყუილს, ცილისწამებას, ბოროტისმეტყველებას, ამაოდმეტყველებას, სიხარბეს, მრისხანებას, „ცრუ წარმოდგენებს“.[2]

ისტორიული აღწერა ტიბეტური ბუდიზმისა

რედაქტირება

ტიბეტელებმა შეინარჩუნეს დამოუკიდებლობა ადრეულ 1900 წლებამდე, მაშინ როცა ის იყო ოკუპირებული დიდი ბრიტანეთისა და ჩინეთის მიერ. ტიბეტელებმა დაამოწმეს თავიანთი დამოუკიდებლობა ჩინეთისგან 1912 წელს და შეინარჩუნეს ეს ყველაფერი 1951 წლამდე, როდესაც ტიბეტი „განთავისუფლებული„ იქნა ჩინეთის მიერ. დღესდღეობითაც, ჩინეთი ისევ ახდენს ტიბეტის ოკუპაციას. ამჟამინდელი დალაი ლამა, სულიერი და პოლიტიკური ლიდერი ამ ხალხისა, გადასახლებულია ინდოეთში და ჩინელი თანამდებობის პირები რიცხობრივად აჭარბებენ ტიბეტელებს საკუთარ მიწა-წყალზე. გარკვეული სახის ბუდისტური ნიშნები გავრცელდა სამხრეთ ტიბეტში, სწორედ რომ ინდოეთიდან ტიბეტის 28-ე მეფის მმართელობის პერიოდში. მესამე საუკუნის განმავლობაში წმინდა წერილები იქნა გავრცელებული ჩრდილოეთ ტიბეტშიც. თავიდან ბუდიზმის გავლენა ტიბეტში არ იყო ძალიან დიდი.

ყველაზე მნიშვნელოვანი და განსაკუთრებული მოვლენა ტიბეტელთა ბუდიზმის ისტორიაში მოხდა 641 წელს, როცა ტიბეტი გააერთიანა მეფე სონგცენ გამპომ (Songtsen Gampo) და ორი ბუდისტი ცოლი შეირთო (Princess Wencheng from China and Princess Bhrikuti Devi from Nepal). სწორედ ამ მეფემ გამოაცხადა ბუდიზმი, როგორც სახელმწიფო რელიგია და გამოაქვეყნა სია და სტრუქტურა 108 ბუდისტური ტაძრისა რეგიონის შიგნით. სამწუხაროდ, კონფლიქტი ტიბეტელთა ყოფილ ეროვნულ რელიგიასთან, ბონთან,დაიწყო და საუკუნეები გაგრძელდა.

კიდევ ერთი მოვლენა მათ ისტორიაში იყო უდიდესი ტანტრული მისტიკოსის, გურუ რინპოჩეს დაბრუნება, რომელსაც ბუდა პადმასამბჰავას ეძახიან. ეს ის ადამიანია, რომელმაც მთლიანად შთანთქა ტანტრული ბუდიზმით ადგილობრივი ბონი, რათა ჩამოეყალიბებინა რელიგია, რომელიც დღეს აღიარებულია, როგორც ტიბეტური ბუდიზმი.

ტიბეტურმა ბუდიზმა თავისი გავლენა მკვეთრად გააძლიერა XI საუკუნიდან  ცენტრალურ აზიაში, განსაკუთრებით კი მონღოლეთში. ის შედეგად მიღებულ იქნა როგორ სახელმწიფო რელიგია მონღოლთა დინასტიისა და ჩინეთის დინასტის მიერ.

ტიბეტელთა ბუდიზმი დასავლეთში გავრცელდა XX საუკუნის მეორე ნახევარში, როდესაც ბევრი ტიბეტელი ლიდერი გადასახლებული იქნა საკუთარი ქვეყნიდან.

XI საუკუნიდან XIV საუკუნის ჩათვლით ტიბეტელებმა გადათარგმნეს ყველა შესაძლო ხელმისაწვდომი ბუდისტური ტექსტი ტიბეტურზე. ამის შედეგად, დღესდღეობით ძალიან ბევრი ბუდისტური ორიგინალი ნაშრომი, რომელიც დაკარგულ იქნა კვლავ შემორჩენილია.[2]

დალაი ლამა

რედაქტირება

დალაი ლამა არის მთავარი პირი ტიბეტელთა ერთ-ერთი დომინანტი ბუდისტური სკოლისა, გელუგპა. 1642 წლიდან 1959 წლის ჩათვლით, არის ტიბეტელთა სასულიერი და საერო ლიდერი ...ამჟამინდელი დალაი ლამა ტენზინ გიაცო არის რიგით მეთოთხმეტე დალაი ლამა იმ წარმატებული ხაზისა, რომლის დამაარსებელი გენდუნ დრუპია რიგით პირველი დალაი ლამა. რიგით მეორე დალაი ლამა გენდუნ გიაცომ (1543-88) თალეს (Ta-le) ტიტული მიიღო 1578 წელს. ეს სიტყვა მონღოლური წარმოშობისაა და მისი ექვივალენტი ტიბეტურ ენაზეა სიტყვა „ოკეანე“ ანუ გამოხატულებაა დალაი ლამას ღრმა და ყოვლისმომცველი სიბრძნისა. თვითონ ტიბეტელები დალაი ლამას უწოდებენ: გაია რინპოჩე („გამორჩეული დამპყრობელი“) Gyawa Rinpoche („Precious Conqueror“), იშინ ნორბუ, ანუ „სურვილების აღმსრულებელი მჭედელი“ Yeshin Norbu („Wish-fulfilling Gem“), ან მარტივად ქუნდუნი ანუ აწმყო Kundun („The Presence“).

მეოთხე დალაი ლამა იონტენ გიაცო (1589-1617) იყო შვილიშვილი ალტა ხანის ერთადერთი არატიბეტელი დალაი ლამასი. შემდეგი დალაი ლამა ლობსანგ გიაცო ფართოდაა ცნობილი, როგორც „დიდებული მეხუთე“. მან გამოაქვეყნა სამოქალაქო კანონი ტიბეტისა. მისი მმართელობის პერიოდში დალაი ლამას ზამთრის სასახლეც კი იქნა აშენებული. მეექვსე დალაი ლამა ცანგიანგ გიაცო თავისუფლად მოაზროვნე პიროვნება იყო და ასევე მწერალი რომანტიკული ლექსებისა, რაც არ ერგებოდა რეალურად მის ფუნქციასა და პოზიციას ...ის ტახტიდან გადაყენებული იქნა მონღოლების მიერ და გარდაიცვალა ჩინეთში სამხედრო ექსკორტის მიერ გადაყვანისას. შემდეგმა დალაი ლამამ კელზანგ გიაცომ საკუთარ თავზე გამოსცადა სამოქალაქო ომები და ჩინეთის პროტექტორატის აღიარება ტიბეტზე. შემდეგი ხუთი დალაი ლამა, ანუ მერვედან - მეთორტმეტემდე, ყველა ადრეულ ასაკში გარდაიცვალა და შესაბამისად, ქვეყანა მართული იყო რეგენტების მიერ, ისინი წარმოადგენდნენ ქვეყნის მმართველებსა და ადმინისტრატორებს მონარქის არყოფნის პერიოდში. ეს ხუთი დალაი ლამაა: ჯამფელ გიაცო, ლუნგტოკ გიაცო, ცულტრიმ გიაცო, ხედრუპ გიაცო და ტრინლეი გიაცო.

რიგით მეცამეტე დალაი ლამა თუბტენ გიაცო ტიბეტს მართავდა ძალიან დიდი პერსონალური ავტორიტეტით XX საუკუნის პირველ ნახევარში. სწორედ რომ მისი მმართველობის პერიოდში, ერთ-ერთმა წარმატებულმა აჯანყებამ ჩინეთის ერთ-ერთი დინასტიის წინააღმდეგ მისცა ტიბეტელებს შესაძლებლობა, რომ გაეძევებინათ ჩინელთა სამხედრო შეიარაღება და დალაი ლამა ყოფილიყო მმართველი სუვერენული სახელმწიფოსი.

მისი უწმინდესობა ტენზინ გიაცო არის ტიბეტური ბუდიზმის მიმდევართა სულიერი ლიდერი, რომლებსაც სწამთ, რომ იგი არის ბუდისტური წმინდანის ავალოკიტეშვარას რეინკარნაცია, რათა ემსახუროს დედამიწაზე ყოველ ცოცხალ არსებას და შვება მოუტანოს მათ. დალაი ლამა აღიარებულია 1937 წელს, 1950 წელს გახდა ტიბეტის მმართველი. 1959 წლიდან დევნილია და ცხოვრობს ინდოეთში, ქალაქ დჰარამსალაში, სადაც მეთაურობს ტიბეტის დევნილ მთავრობას. 1989 წელს იგი გახდა ნობელის პრემიის ლაურეატი მშვიდობის სფეროში.

ტიბეტელთა რიტუალები

რედაქტირება

ტიბეტური ბუდიზმი მოიცავს ძალიან ბევრ განვითარებულ და პროგრესირებულ რიტუალს. ეს უკანასკნელი მხოლოდ იმ კატეგორიის ხალხისთვისაა მისაწვდომი, რომლებსაც მიღწეული აქვთ დახვეწილი და ღრმა გაგებისთვის სასულიერო ვარჯიშში. ტიბეტელ იოგას მცოდნეებს შეუძლიათ უკეთესად აკონტროლონ თავიანთი სხეული ყველა სხვა ცოცხალ არსებასთან შედარებით. ასევე მათ აქვთ უნარი აკონტროლონ სხეულის ტემპერატურა, გულის წნევა და სხვ.

ტიბეტელი ბუდისტები იყენებენ ვიზუალიზაციის მედიტაციებს და სხვა სავარჯიშოებს, რათა რაღაც მხრივ წარმოიდგინონ სიკვდილი, ანუ მოემზადნონ ბარდოსთვის (The bardo). ბარდო ეს არის (ტიბეტურ ბუდიზმში) სულის მდგომარეობა მის გარდაცვალებასა და ხელახალ დაბადებას შორის. სხვა გზა სიკვდილისთის მოსამზადებლად არის ის, რომ მიიღო მონაწილეობა იმ ადამიანების დასახმრებლად, რომლებიც გარდაიცვალნენ მათი მედიტაციის პერიოდებში ბარდოს დროს. ისინიც კი, ვისაც არ შეუძლია დააგროვოს ეს სულიერი ცოდნა თვითშეგნებისა დახმარებული არიან, რათა ჰქონდეთ გამოცდილება ამქვეყნად ყველაფერი დროებითის გამოსაყენებლად. ტიბეტელებს ასევე გააჩნიათ სიკვდილის წიგნი, რომელიც უმნიშვნელოვანესი და უდიდესი, წმიდათა წმინდა ტექსტია ტიბეტური ბუდიზმისა და ამავდროულად ფართოდ გაყიდვადი წიგნია არა მხოლოდ აღმოსავლეთში, არამედ დასავლეთშიც.[2]

საქმიანობა

რედაქტირება

დღესდღეობით, უკვე მოგვეპოვება ცნობები იმის შესახებ, რომ ტიბეტელები ორივე, როგორც ზედა ისე ქვემო ზეგანში, XVII საუკუნიდან მოყოლებული კარგად იცნობდნენ და აქტიურად ეწოდნენ ექსპორტისა და იმპორტის პრაქტიკას. შემოჰქონდათ სხვადასხვა სახეობის ნაწარმი და საზღვრებს გარეთ გაჰქონდათ ადგილობრივი წარმოების პროდუქციაც, კერძოდ, სახმელეთო გზით ჩინეთის, ინდოეთის, ნეპალის, ცენტრალური აზიის მიმართულებით აქტიურად მიმდინარეობდა ცხოველური ნაწარმის გატანა, ასევე თაფლი, მარილი, ბურა, სამკურნალო მცენარეები, ძვირფასი ქვები, მეტალი, რომელიც, როგორც წესი აბრეშუმში იცვლებოდა, ქაღალდი, ჩაი, ადგილობრივი წარმოების რკინისა და ფოლადის ნივთები. სახელმწიფოს მხრიდან ყოველწლიურად ხდებოდა სხვადასხვა მაღალშემოსავლიანი წარმოებების მონოპოლიზირება. ადგილობრივი გლეხები აწარმოებდბენ სხვადასხვა სახის საოჯახო მეურნეობის წვრილმან პროდუქტებს საკუთარი გამოყენებისთვის ან ყიდნენ ადგილობრივ მცირე ბაზარზე. XIX საუკუნის ბოლოსა და XX საუკუნის დასაწყისში, ტიბეტში წარგზავნილი ბრიტანული, რუსული და ჩინური სავაჭრო მისიები ცდილობდნენ ვაჭრობის სრულ გაკონტროლებას, ამავე მიზნით მათ დაიწყეს ბაზრის გახსნა სხვადასხვა მხარეში, მთელი ქვეყნის მასშტაბით. საბოლოოდ, 1950 წლიდან ვაჭრობა და წარმოება მთლიანად რეგულირებულია ჩინეთის რესპუბლიკის (PRC) მიერ.

ინდუსტრია

რედაქტირება

ტიბეტელები თავიანთ ყოველდღიურობაში ფლობდნენ საკმაოდ ბევრ მრავალფეროვან საქმიანობას, მათ შორის იყო წისქვილის სამუშაოები: ხორბლის დაფქვა, კანვასა და იალქნების ხატვა, ქაღალდის წარმოება, თოკის დაწვნა, მატყლის დამუშავება, სხვადასხვა ქსოვილების წარმოება, მეტალის დამუშავება - ზეინკლობა, ხალიჩების დამზადება, ხის დამუშავება და სხვადასხვა აქსესუარების დამზადება. ინდივიდუალური საოჯახო მეურნეობაც და მცირე წარმოებაც სტანდარტული ხასიათის იყო, გარდა რამდენიმე გამონაკლისისა, როგორსაც წარმოადგენდა რელიგიური მანუსკრიპტებისა და წიგნების ბეჭდვა.

ხელოვნება

რედაქტირება

კლასიკური, ტრადიციული ტიბეტური ხელოვნება, შეიძლება ითქვას, მეტწილად ორიენტირებულია რელიგიურ კულტზე და შესაბამისად, ძირითადად, მოიცავს რელიგიური ღვთაებების სხვადასხვა სახით შესრულებულ ნახატებს, სკულპტურებს, ამოკვეთილ საკურთხევლებს, რელიგიურ წარწერებს, ძვირფასი ქვისა და მეტალისაგან შექმნილ მოზაიკებს, სპეციალურ კოსტიუმების შექმნას რელიგიური რიტუალებისა და წარმოდგენებისთვის, ასევე რელიგიური ხასიათის მუსიკას. ასეთ ყოვლისმომცველ რელიგიურ ელემენტებს, განაპირობებს ისიც, რომ უმეტესობას ამ ხელობათაგან ეუფლებოდნენ და პრაქტიკაში ავითარებდნენ სწორედ წმინდა ბერები მონასტერში მოღვაწეობისას. ამას გარდა, აღსანიშნავია უძველესი ბუდისტური წმინდა წერილების კოლექციები, ტიბეტური მწერლობა და ლიტერატურა, უაღრესად მნიშვნელოვანი ფილოსოფიური, ისტორიული, სამედიცინო, სამეცნიერო, მათემატიკური თუ ასტრონომიული დისკურსის ნაშრომები, ასევე პოეზიაც და ბელეტრისტიკაც. სპეციფიკური ჩაცმულობით, ვარცხნილობითა და სამკაულებით გამოირჩეოდნენ ადგილობრივი ქალები.[3]

მედიცინა

რედაქტირება

ტიბეტურ მედიცინას წარმოშობისა და განვითარების ათასწლოვანი ისტორია აქვს. საკმაოდ სფეციფიური მკურნალობის კულტურა მთელი რიგი ინოვაციური და თანამედროვე ელემენტებით იყო გაჯერებული. დიაგნოზის დასასმელად და ორგანიზმის სრულად გამოსაკვლევად გავრცელებული მეთოდი იყო მაჯაში მოწოლილი სისხლის ნაკადის მოსმენა-ერთგვარი პულსის გაზომვა; შარდის ანალიზი და სხეულის თითქმის ყველა ნაწილის შემოწმება, გულისა და ფილტვების მოსმენა, აუცილებელი იყო პაციენტის დეტალური გამოკითხვაც. ამის შემდეგ განსაკუთრებული სიფრთხილით მზადდებოდა და ენიჭნებოდა სამკურნალო მცენარეები და ტაბლეტები. ითვლებოდა, რომ თითოეული ადამიანის სხეული შედგებოდა, ბალანსდებოდა და გავლენას განიცდიდა სხვადასხვა ფიზიკური თუ სულიერი ფაქტორების ზემოქმედებით, როგორიც იყო საკვები, რელიგიური მრწამსი და სწავლება, მენტალური მდგომარეობა, დიეტა ან მარხვა. ფიზიკური წრთობისა თუ რეაბილიტაციის პროცესები იყო საკმაოდ ხანგრძლივი და კონტროლდებოდა წმინდა ბერების მიერ.

სიკვდილი და მომავალი ცხოვრება

რედაქტირება

ბუდისტური მოძღვრებების გავლენით, ცხადია, ტიბეტში სიკვდილისა და სიცოცხლის შესახებ უჩვეულო, სპეციფიკური წარმოდგენები და შესაბამისი წეს-ჩვეულებები აქვთ. მიიჩნევა, რომ თოთოეულ ადამიანს ინდივიდუალური კარმული საწყისი გააჩნია, რომელიც გარდაცვალებიდან 49 დღის განმავლობაში ორ სამყაროს შორის ზღურბლზე იმყოფება, სადაც ამ დროის განმავლობაში სრულიად ახალ სხეულსა და სიცოცხლეს იღებს, ცხოვრების ახალი ციკლის დასაწყებად. ახალი სუბსტანცია შეიძლება წარმოადგენდეს ისევ ადამიანს, ცხოველს ან სულაც ღმერთს. სიკვდილ-სიცოცხლის ეს გამუდმებული ციკლი, შეუქცევადი, უწყვეტი პროცესია, რომელიც გრძელდება მანამ, სანამ, სული, საწყისი საბოლოოდ არ ამაღლდება და გასხივოსნდება.[4]

ოჯახური კულტურა

რედაქტირება

ტიბეტურ კულტურასა და ხალხში, მიუხედავად ყველანაირი სოციალური თუ სხვა სახის განსხვავებისა, ქორწინება ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ტრადიციად ითვლება და საკმაოდ დიდი მრავალფეროვნებითაც გამოირჩევა. რასაც ნათლად ადასტურებს ის ფაქტი, რომ ამ კულტურაში გავრცელებული იყო შვიდამდე სახის ქორწინება, რომელიც მოიცავდა ქორწინების თითქმის ყველა ძირითად ტიპსა და ფორმას.

ძმური პოლიანდრია, ნათესაური კავშირის არმქონე მამრობითი სქესის პოლიანდრია, დების პოლიანდრია ნათესაური კავშირის არმქონე მდედრობითი სქესის ქორწინება, პოლიგამია, მონოგამია.

მონოგამია ყველაზე გახშირებული ქორწინების ფორმა იყო. როგორც წესი, ტიბეტელები, ითვლიდნენ და დიდ ყურადღებას აქცევდნენ ნათესაური ხაზის სიძლიერეს ქორწინებაში, კერძოდ მათი ტრადიციის მიხედვით ნათესავებს შორის ოჯახის შექნა დასაშვები იყო მხოლოდ დედის მხრიდან 5 თაობის გასვლის, მამის მხრიდან კი 7 თაობის შემდეგ. თუმცა, ბუნებრივია ასეთი ცხოვრების წესიდან გამომდინარე გენეოლოგიის ამგვარი დეტალური გარკვევა უდიდეს სირთულეებთან იყო დაკავშირებუილი, პრაქტიკულად შეუძლებელიც კი იყო.

ტიბეტში ფართოდ გავრცელებული და ამ კულტურისთვის განუყოფელი სხვადასხვა ასტროლოგიური თუ კოსმიური ძალებისა და მატერიებს გავლენის მიუხედავად, ქორწინება აქ არ განიხილებოდა რელიგიურ კონტექსტში, შესაბამისი რიტუალებიც დაცლილია ყოველგვარი მსგავსი შინაარსის დეტალებისგან, ოჯახის შექმნა უკავშირდებოდა მხოლოდ მხარეთა მხრდან ინდივიდუალური ნების არსებობასა და შესაბამისად გამოვლენას. საქორწინო შეთანხმების საფუძველზე, ახლად შექმნილი ოჯახის საცხოვრებელ ადგილად, ძირითადად, ქმრის მშობლიური სახლი ითვლებოდა.

ქორწინებები ენდოგამიურ ხასიათს ატარებდა. სამამულო ყმებსა და უბრალო გლეხებს არ შეეძლოთ სხვა სოციალური წრის წარმომადგენელზე ქორწინება, ასევე, მათ ქორწინებისთვის აუცილებლად სჭირდებოდათ მეპატრონის შესაბამისი თანხმობა.

რაც შეეხება წმინდა ბერებს, ლამას წმინდა სექტას, მათ შორის მხოლოდ, ერთ - ყვითელი ლამას ჯგუფს ეკრძალებოდა ოჯახის შექმნა, დანარჩენი წევრები სრულიად თავისუფალნი იყვნენ ამ რეგულაციისგან, თუმცა, მაინც იშვიათი იყო მათი ქორწინების ფაქტი.

ტიბეტში, ყველა სხვა კულტურისგან განსხვავებით, თავიდავნე საგრძნობლად დაბალანსებული იყო გენდერული საკითხები, მაგალითად, ბევრი სხვა კულტურისგან განსხვავებით ტიბეტში, დასაშვებია, რომ როგორც ქალმა ისე მამაკცმა მიიღოს მამული მემკვიდრეობით. ასევე, პირადი საკუთრება მემკვიდრეობით შეიძლება გადავიდეს ოჯახის ნებისმიერ წევრზე. როგორც წესი, დედებისგან შვილები იღებდნენ მემკვიდრეობის ან მზითვის სახით სამკაულებს, ტანსაცმელს და სხვა პირად აქსესუარებს.

ბერ-მონაზვნები მემკვიდრეობას არ იღებდნენ.

შვილების აღზრდის თვალსაზრისითაც ტიბეტში განსაკუთრებული მიდგომა ჰქონდათ. მიუხედავად იმისა, რომ მშობლები შვილების განსაკუთრებული სიყვარულითა და გაფეტიშებით გამოირჩეოდნენ, ისინი მაინც ამჯობინებდნენ მათ აღზრდას მკაცრი დისციპლინითა და რელიგიური დოგმატიკის ფარგლებში. ტრადიციული ტიბეტური აღმზრდელობითი მეთოდი მდგომარეობდა იმაში, რომ შვილები აღზრდილიყვნენ და დაუფლობოდნენ ზუსტად მშობლების მსგავს საქმიანობას, მანამ სანამ ისინი მზად იქნებოდნენ აერჩიათ საკუთარი ცხოვრებს გზა, იქნებოდა ეს ვაჭრობა თუ თავი მიეძღვნათ რელიგიისთვის - ამ შემთხვევაში, ისინი, სამუდამოდ ტოვებდნენ ოჯახს[5]

ტიბეტური ენა მთლიანად გამიჯნული და დამოუკიდებელია ჩინურისგან, ამას ადასტურებს სრულიად განსხვავებული ანბანიცა და დამწერლობაც. თუმცა, ტიბეტური კულტურა გამუდმებით დგას იმ მოსალოდნელი საფრთხის წინაშე, რომ ჩინეთი მთლიანად ჩაანაცვლებს და მოიცავს მის ენას, ეკონომიკას, განათლებას თუ სრულიად სახელმწიფოს.

ტიბეტი ზოგადად მნიშვნელოვნად განსხვავდება ჩინეთისგან, ამ განსხვავებას განაპირობებს ეთნიკური ფაქტორებიც, კერძოდ, როგორც ცნობილია, ტიბეტი, ტიბეტური ენა, განეკუთვნება ე. წ. „ტიბეტო-ბურმანის“ ენათა ოჯახს. ასევე ზოგიერთი ლინგვისტი მას „სინო-ტიბეტურ“ ჯგუფსაც უკავშირებს. ერთი შეხედვით, უმნიშვნელო ტერმინოლოგიურ დეტალებს, საბოლოოდ საკმაოდ მნიშვნელოვან განსხვავებამდე მივყავართ. ჩინური იწერება იდეოგრამებით, იგი ერთმარცვლიანია, უწყვეტობა და განსაკუთრებული ტონალობა ახასიათებს. ტიბეტური, ანბანური დამწერლობაა, მრავალმარცვლიანი, ბრუნვა-უღლებისა და სქესის განმსაზღვრელი გრამატიკული ფორმები მეტწილად ადაპტირებული და გადმოღებულია სანსკრიტიდან, რაც შეეხება ტონალობას - სემანტიკურად არც ისე ჟღერადია. ტიბეტურ მეტყველებაში საკმაოდ ხშირია, ე. წ. „ნასესხები სიტყვები“ სხვადასხვა ენებიდან, მათ შორის ინდური, ნეპალური, მონღოლური და ჩინურიც კი. ნიშანდობლივია, რომ 30-წლიანი ოკუპაციის შემდეგ, დღესდღეობით, თანამედროვე ჩინელი მოსახლეობის მხოლოდ უმნიშვნელო ნაწილს შეუძლია ტიბეტურად საუბარი, მაშინ როცა, ახალგაზრდა თაობას ტიბეტში იძულებით ასწავლიან ჩინურ ენას.

რაც შეეხება განათლებას, დაწყებითი და საშუალო კურსის სწავლებით განსაკუთრებით გამოირჩევა ცნობილი მანდარინის რეგიონი, სადაც ტიბეტური ენა მეორე ოფიციალურ ენად მიიჩნევა და ასევე ისწავლება. საშუალო მონაცემებით, ახალგაზრდების უმეტესობა ამ ეტაპზე წყვეტს განათლების მიღებას. ხშირია შემთხვევები, როცა მთლიანად უხდებათ სწავლაზე, მათ შორის წერა-კითხვის ათვისებაზეც უარის თქმა. სწორედ ამიტომ, ბევრი ტიბეტელი დღესდღეობით დაკავებულია ადგილობრივ დონეზე ენის სწავლებით, რათა ხელი შეუწყოს საკუთარი ქვეყნის კულტურის გადარჩენასა და განვითარებას.[6][7]

ენა და განათლება

რედაქტირება

განათლება არის ყველაზე მძლავრი იარაღი, ამიტომ მკაფიოდ ჩამოყალიბებული და ფართე განათლების სისტემა არის ის, რისთვისაც თითქმის ყველა ქვეყანა ისწრაფვის. ისინი ცდილობენ თავიანთ ხალხში გაზარდონ კონკურენციის დონე, როგორც ადგილობრივ ისე გლობალურ მასშტაბებზე. მომავალში ნებისმიერი ადამიანი/კულტურა დამოკიდებული იქნება მის ახალგაზრდებზე და რა ზეგავლენას თუ გადატრიალებას მოახდენენ ისინი სოციალურ და საგანმანათლებლო სტრუქტურებზე. ტიბეტელი დევნილი ხალხი განსაკუთრებით მიმართულია კულტურის გადარჩენაზე და ცდილობენ მომავალმა თაობებმა არ დაივიწყონ თავიანთი კულტურა და ტრადიციული განათლება, რადგან მათ უწევთ მუდმივი ბრძოლა კულტურული გადარჩენისა.

ტიბეტში განათლებაზე პასუხისმგებელია "ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის განათლების სამინისტრო", ეთნიკური ტიბეტელების განათლება სუბსიდირებულია მთავრობის მიერ, დაწყებითი და საშუალო განათლება სავალდებულოა. მთავარი პრობლემა, რის წინაშეც ტიბეტელი მასწავლებლები დგანან ეხება ბალანსის დაცვას ტიბეტურ და ჩინურ ენებს შორის, რადგან ბავშვები ვალდებული არიან ისწავლონ ორი სრულიად განსხვავებული ენა და გამოიყენონ ორი განსხვავებული სკრიპტი. ბევრი მასწავლებელი ამტკიცებს, რომ ტიბეტელი სტუდენტები რომლებიც სწავლობენ საკუთარ მშობლიურ ენას, უკეთესი შედეგები აქვთ გამოცდებში ვიდრე მათ, ვინც ჩინური ისწავლეს. მეორეს მხრივ ზოგიერთი ხაზს უსვამს იმ პრობლემებს რომლებსაც ტიბეტელი ენის მცოდნეები პირისპირ უმკლავდებიან, როდესაც ეს სტუდენტები იძულებულები არიან უმაღლესი განათლება მიიღონ ჩინურ ენაზე და მათთვის სტრესია გამოცდები, როდესაც მათი კონკურენტია ადამიანი, რომლის მშობლიური ენა ჩინურია. ტიბეტის ტერიტორიაზე ბავშვს შესაძლებლობა აქვს დაწყებითი კლასი გაიაროს ტიბეტურ ენაზე, ხოლო საშუალო სკოლის განათლება ჩინურს დაუთმოს. ეს ცვლილებები სირთულეებს უქმნის ტიბეტელ სტუდენტებს, მას შემდეგ რაც უმაღლესი განათლების მიღება მხოლოდ ჩინურ ენაზე არის შესაძლებელი. იმ ხალხთა კატეგორია, რომელსაც სურვილი აქვს ისწავლოს კოლეჯში და დაამთავროს უნივერსიტეტი, უმეტესად მიმართულნი არიან ჩინური ენის სწავლებაზე და ზოგჯერ უკანა ფლანგზე ინაცვლებს მშობლიური ენა. შედეგად არსებობს ბევრი ტიბეტელი რომელმაც საკუთარი ენა არ იცის.

გაუნათლებლობაც ტიბეტელ ხალხში მწვავედ დგას. ბევრი ტებეტელი არაერთ დაბრკოლებას ხვდება განათლების ნაკლებობის გამო. საკვირველია რაოდენობა ხალხისა, რომლებსაც არ შეუძლიათ კითხვა, წერა, ლაპარაკი ჩინურად და უბრალო მათემატიკაც. ტიბეტი აჩვენებს გაუნათლებლობის უმაღლეს მაჩვენებელს ჩინეთში: 42 % 2005 წლის მაჩვენებლით, რომელიც საბედნიეროდ ბევრად ჩამოუვარდება მის წინამორბედებს 72 %-1990 წ. და 95 %-1950 წ. ის ხალხიც რომლებიც მცირე ბიზნესს აწარმოებენ, იძულებულნი არიან, დაეყრდნონ შუამავლებს, მუსლიმების სახით, რომლებიც აწარმოებენ ანგარიშს, ახდენენ სხვადასხვა მასების აწონვას და პროდუქტის ბაზარზე გატანას.

ბავშვების მხოლოდ 78 % ხვდება დაწყებით სკოლაში და მხოლოდ 35 % საშუალო სკოლაში, ყველაზე ღარიბი ოჯახიც აანალიზებს განათლების უდიდეს მნიშვნელობას, სწორედ ის ღარიბი ოჯახები, რომლებიც განათლებას აფასებენ, დიდი წვალებით სამწუხაროდ მხოლოდ ერთი შვილის განათლებას ახერხებენ. სხვებმა ხშირად არც წერა და არც კითხვა არ იციან.

დალაი ლამას მე-14 ფრენის შემდეგ ტიბეტში 1959 წ, მოხდა ტიბეტის საგანმანათლებლო სტრუქტურის საფუძვლიანი რეკონსტრუქცია. ბევრი დაბრკოლებებისა თუ წინააღმდეგობების მიუხედავად, ტიბეტური და არატიბეტური არასამთავრობო ორგანიზაციების დახმარებით, მოხდა დევნილი ტიბეტელი ბავშვებისათვის სათანადო განათლების მინიჭება. დღეს ტიბეტელი დევნილები დადიან პრესტიჟულ უნივერსიტეტებში და მონაწილეობას იღებენ სხვადასხვა აქტივობებში მსოფლიოს მასშტაბით, რომლებიც ეხმარებათ საკუთარი თავისა და მომავალი პროფესიის საპოვნელად. ზოგიერთ წინსვლას მოჰყვება ახალი დაბრკოლებები, მთავარ უთანხმოებას ამჟამინდელ ტიბეტელ ხალხს შორის წარმოადგენს უმუშევრობის პრობლემა, ქვეყანა დგას მაღალი უმუშევრობის ზღვარის წინაშე, რომელსაც ტიბეტელი სტუდენტები პირისპირ ეჯახებიან, სწორედ ისინი რომლებსაც დამთავრებული აქვთ უნივერსიტეტები და მიღებული აქვთ უმაღლესი განათლება. ისეთი პრობლემის მოგვარება როგორც უმუშევრობაა და მით უმეტეს მათთვის, ვინც განათლებულია არ არის მარტივი.

„სოფლის განათლებას ტიბეტის ავტონომიურ რეგიონში ჰყავს რამდენიმე დამფინანსებელი“ - აცხადებს ტიბეტის არსებული ადამიანის უფლებების და დემოკრატიის ცენტრი. დაწყებითი განათლება სავალდებულოა, მაგრამ არა უფასო. აქედან გამომდინარე მაღალია საჯარო სკოლებიდან გამოგდებული ბავშვების რიცხვი. მაგალითად საშუალო შემოსავალი ლითანგურ ქვეყანაში 2001 წლის მონაცემებით არის 590 იუანი წლიურად, და კერძო დაწყებითი სკოლის სწავლის საფასურია 600 იუანი წელიწადში. ეს შუძლებელს ხდის ბევრი ოჯახისათვის მისცენ შვილებს განათლება და ასევე გადაიხადონ მასწავლებლის ფული. გარდა ამისა, ტიბეტელების მომთაბარე ცხოვრების სტილი ართულებს ბავშვის სკოლაში სიარულს. 4900 ბავშვიდან მხოლოდ 2800 ბავშვი დადის სკოლაში ლითანგის ქვეყნებში. ეს არის დამახასიათებელი ამ ქვეყნისათვის ჰონიგუას ქვეყნის მთიან ნაწილში ამდო კინუაის პროვინციაში 14,7 % 39,9 % ბავშვებისა ესწრება სკოლას[8][9]

ტიბეტური ენა

რედაქტირება

ტიბეტურ ენაზე ლაპარაკობენ ტიბეტში, ბუტანში, ნეპალში და ნაწილობრივ ჩრდილოეთ ინდოეთში. ლინგვისტების მიერ ის კლასიფიცირებულია ტიბეტო-ბურმანის ქვეჯგუფში ჩინურ-ტიბეტურ ენებში.

ჩინური არის დომინანტური ენა, რომელსაც ასწავლიან ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში. ტიბეტელ დევნილებში ითვლება, რომ ტიბეტური ენა არის ტიბეტური კულტურის ქვაკუთხედი. TCHRD (Tibetan Centre for Human Rights and Democracy) გამოხატა საკუთარი მწუხარება ბოლო წლიური ანგარიშების გამოქვეყნების შემდეგ, რომელშიც ეწერა, რომ ტიბეტელები ჩინური იურისდიქციის ქვეშ იძულებულები არიან არჩევანი გააკეთონ დამოუკიდებელ მშობლიური კულტურული სისტემისა და ფინანსურად დამოუკიდებლობას შორის, უკანასკნელი კი ჩინური ენის დომინირებაზე მიგვანიშნებს. მიუხედავად იმისა, რომ 121-ე მუხლი ჩინეთის კონსტიტუციისა საშუალებას აძლევს „ეროვნულ უმცირესობების დასაქმება მოხდეს წერილობითი და სალაპარაკო ენის ხმარება, რომელიც გავრცელებულად გამოიყენება“ ტიბეტელები, რომლებიც ინდოეთში ცხოვრობენ ამტკიცებენ, რომ ტიბეტის ენა ითვლება გამოყენებად ენად ისინი შეზღუდული არიან ენობრივ ბარიერში.

1987 წელს მიიღეს რეგულაცია „ტიბეტური ენის გამოყენების წესდება“, რომელმაც მიიღო ტებტური ენის განთავსება სამთავრობო სამუშაო ადგილებში. გარდა ამისა, კანონმდებლობამ შეიმუშავა გეგმა ტიბეტური საშუალო ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების აშენების და ყველა უნივერსიტეტში ტიბეტურ ენაზე მიმართულების არსებობის, 2000 წლისათვის. ამ დაპირების მიუხედავად TCHRD აცხადებს, რომ ამ ეტაპზე უმაღლესი განათლება მიმდინარეობს ჩინურ ენაზე. ლჰასაში ტიბეტის დედაქალაქში, პირველი საშუალო სკოლის ერთ ნახევრიდან ორ მესამედამდე სტუდენტებისა ჩინურ ჯგუფში შესაძლოა იყოს წარმომავლობით ტიბეტელი. ზოგიერთი მშობელი ვერ ხედავს ეკონომიკურ უპირატესობას ტიბეტური ენის დაუფლებისა. „ეს არის მხოლოდ ტვირთი, რომ შეისწავლო ორივე — ტიბეტური და ჩინური, რადგან უნივერსიტეტის მისაღებ გამოცდებში ითხოვენ მხოლოდ ჩინურს ან ინგლისურს, მაგრამ არა ტიბეტურს“ მოსახლეობის უმეტესობა ესე ფიქრობს. ინგლისური ენის საფუძვლიანად დანერგვა უნივერსიტეტში გაზარდა სირთულე ბავშვებს შეესწავლათ ტიბეტური, როგორც მეორადი ენა. თუკი სტუდენტი აირჩევს ჩინური და ტიბეტური ენის სწავლას ის გამოტოვებს ინგლისური ენის კურსებს, რის გამოც ჩამორჩებიან სხვა სტუდენტებს, ისინი კი დაწინაურებულები იქნებიან მხოლოდ ჩინურის და ინგლისურის არჩევით.

რეალურად ენას, რომელზეც დღეს ლაპარაკობენ დასავლეთის მეცნიერებმა კოლოქუალი ტიბეტური შეარქვეს. არსებობს ოთხი ძირითადი დიალექტი, ამის გამო განცალკევებულ რეგიონებს უჭირთ ერთმანეთთან კონტაქტის დამყარება. „სტანდარტული“ დიალექტი არის დედაქალაქ ლჰასის ირგვლივ გამოყენებული ლაპარაკის მანერა, არის კიდევ ერთი დიალექტი, რომელიც დღეისათვის არსებულ წერის მანერაში გამოიყენება, მას უწოდებენ თანამედროვე ლიტერატურულ ტიბეტურ ენას.

არასაკმარისი დაფინანასება არის მთავარი დაბრკოლება ორენოვანი სწავლებისა ტიბეტში. თუმცა ბოლო წლებში საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციებმა, მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს ტიბეტური ენის სწავლების სფეროში, განსაკუთრებით ტიბეტის ავტონომიური რესპუბლიკის ფარგლებს გარეთ. ამ ორგანიზაციებმა ფინანსური მხარდაჭერით სპეციალური ორენოვანი სკოლებისათვის დააარსეს სტიპენდიები და არაერთ ხელმოკლე ოჯახის სტუდენტებს გაუწიეს სპონსორობა.[8][10]

ტიბეტელები დღეს

რედაქტირება

დღევანდელი კრიზისი

რედაქტირება

ტიბეტი არის ოკუპირებული  ქვეყანა - ეს არის დღევანდელი მწარე რეალობა. მანამდე, სანამ ჩინეთი დაიპყრობდა ტიბეტს 1949 წელს, ის იყო დამოუკიდებელი ქვეყანა, რომელსაც გააჩნდა საკუთარი მთავრობა, ენა, ვალუტა, საკუთარი საფოსტო და ლეგალური სისტემა.[11][12]

უფლებების დარღვევა

რედაქტირება

თითქმის 1,2 მილიონი ადამიანი დაიღუპა ჩინეთის მიერ ტიბეტის არალეგალური ოკუპაციის შედეგად და მას შემდეგ ადამიანთა უფლებები რჩება მძიმე მდგომარეობაში. ტიბეტში დღეს არ არსებობს სიტყვის თავისუფლება, არ არის საკანონმდებლო თავისუფლება, არ არის პრესის თავისუფლება და არ არის რელიგიური თავისუფლება.

ჩინეთის მთავრობა ორიენტირებულია იმაზე, რომ გაანადგუროს ძველი ტიბეტის ნაკვალევი და ტიბეტელების ეროვნულობა, ისინი ცდილობენ ტიბეტელებში ჩაახშონ ნებისმიერი განსხვავებული აზრი, რაც მათთვის მიუღებელია. თუმცა,ნახევარი საუკუნის შემდეგაც კი, ტიბეტელთა სულისკვეთება და წინააღმდეგობის გაწევის უნარი ისევ ძლიერია. ჩინელი ავტორიტეტების მიერ გატარებულმა უხეშმა რეპრესიებმა თითქოს ჩაახშო პოლიტიკური უკმაყოფილება ტიბეტში და შეამცირა სახალხო დემონსტრაციები მათ წინააღმდეგ, თუმცა უფრო მშვიდი და ფარული წინააღმდეგობები ხშირია. მიუხედავად ჩინელთა დიდი მცდელობისა, ჩაეკლათ ტიბეტელებში დალაი ლამას მიმართ კეთილგანწყობა და სიყვარული, ბევრი ტიბეტელი მაინც აღიარებს დალაი ლამას, როგორც ერთადერთ ლეგიტიმურ სასულიერო და პოლიტიკურ ლიდერს, ისინი იმედს იტოვებენ, რომ ერთ მშვენიერ დღეს ის ისევ დაბრუნდება ტიბეტში სამართლიანობის აღსადგენად და დაიკავებს თავის საპატიო ადგილს.

ტიბეტელთა სულისკვეთება უძლიერესია, თუმცა მათ უწევთ ძალიან ბევრი სირთულეების გადალახვა. რელიგიური რეპრესიებიდან დაწყებული, ეკონომიკური დისკრიმინაციით დამთავრებული, გარემოს განადგურება თუ პოლიტიკური ჩაგვრა ეს ის მცირედი ნაწილია რისი ატანაც მათ უწევთ. ჩინელთა მმართველობა გამანადგურებელია ტიბეტელი ხალხისთვისა და მათი ქვეყნისათვის. ტიბეტელი ლტოლვილები, რომლებიც ძირითადად გადასახლებულნი არიან ინდოეთში, ნეპალში, დასავლეთ ევროპასა და ჩრდილოეთ ამერიკაში, ყველანაირად ცდილობენ შეინარჩუნონ ტიბეტური კულტურა, რელიგია და ენა იმ ქვეყნებში, სადაც მათ არ ეშინიათ მკაცრი რეპრესიების.[11][12]

კულტურული და რელიგიური რეპრესიები

რედაქტირება

რისიც ყველაზე მეტად ეშინია ჩინეთის მთავრობას ტიბეტში ეს არის ტიბეტელთა ნაციონალიზმი. ტიბეტი-ქვეყანა, რომელიც ადიდებს ბუდიზმს, რომლის პოლიტიკური სტრუქტურა  და კულტურა ძლიერად იყო გადაჭდობილი ბუდიზმთან. მიუხედავად ოკუპაციისა, ნაციონალიზმი და ტიბეტელი ერის პიროვნულობა მყარად არის ფესვგადგმული ტიბეტურ კულტურასა და რელიგიაში. ამიტომ, ჩინეთის მთავრობა სისტემატიურად თავს ესხმის და ცდილობს ძირფესვიანად ამოაგდოს ტიბეტური კულტურის, რელიგიის, ენის, მონასტრული ცხოვრების, ბუდიზმისა და სოციალური სტრუქტურის ქვაკუთხედები.[11][12]

ტიბეტური ენა და მისი დავიწყების საშიშროება

რედაქტირება

ტიბეტური ენა ძალიან განსხვავდება ჩინურისაგან. ტიბეტელები წერენ ანბანით, როდესაც ჩინელები იყენებენ პიქტოგრამებს. უფრო მეტიც, გრამატიკა და გამოთქმა სრულიად განსხვავებულია. ტიბეტში დღეს სტუდენტები სწავლობენ ჩინურს, საშუალო სკოლებში კი ყველა გაკვეთილი ტარდება ჩინურად. ტიბეტური ენა ხდება უფრო და უფრო უსარგებლო და ტიბეტელები, რომლებიც არ საუბრობენ ჩინურად ძალიან უჭირთ მუშაობის დაწყება.[11][12]

ტიბეტური ბუდიზმი და შეზღუდვები დღევანდელობაში

რედაქტირება

კულტურული რევოლუციის დროს 1960-70-იან წლებში, ჩინელთა არმიამ გაანადგურა თითქმის ყველა ტიბეტური მონასტერი. 6000-ზე მეტი დედათა და მამათა მონასტერი იქნა გასწორებული მიწასთან. ტიბეტის მონასტრული სისტემა, რომელიც მთავარი კომპონენტი იყო სოციალური სტრუქტურისა, მთლიანად განადგურდა. 1979 წლისათვის მხოლოდ 13 მონასტერი იყო დარჩენილი ტიბეტში. უამრავი ბერი და მონაზონი დაიღუპა.

1980-იან წლებში, ლიბერალიზაციის დროს ბერებმა, მონაზვნებმა და უბრალო მორწმუნეებმა დაიწყეს მონასტრების აგება თავიანთი სახსრებით. ქვეყნის ზოგ ნაწილში მათ შეეძლოთ შეზღუდული მოძღვრება.

ეგრეთ წოდებული ლიბერალიზაცია შეწყდა, როდესაც ჩინელებმა გაიაზრეს, რომ სისხლიანმა კულტურულმა რევოლუციამაც კი ვერ შეძლო ჩაეხშო ტიბეტელთა პატრიოტიზმი და ნაციონალიზმი. ტიბეტელებმა როგორც კი იხელთეს დრო მაშინვე დაიწყეს სპონტანური მასობრივი დემონსტრაციები ჩინეთის წინააღმდეგ.

ბერები და მონაზვნები გახდნენ ლიდერები ამ აჯანყებებისა. იმიტომ, რომ მათ არ ჰყავდათ ოჯახები და შვილები, რომლებიც დაიტანჯებოდნენ თუ მათ რაიმე დაემართებოდათ, ისინი თავისუფლად და მამაცურად განაგრძობდნენ საპროტესტო აქციების ჩატარებას.

გვიან ოთხმოცდაათიანებში უამრავი სასულიერო პირი იყო დაპატიმრებული დემონსტრაციებში აქტიურად მონაწილეობის გამო.

1996 წელს ჩინეთმა გაამკაცრა მოთხოვნები, რათა აღმოეფხვრა ტიბეტელთა ურჩობა და თავისუფლებისაკენ სწრაფვა. ბერებსა და მონაზვნებს უნდა მიეღოთ ხელახალი განათლება პატრიოტიზმის შესახებ, დალაი ლამას სურათები აიკრძალა, ვინც არ შეასრულებდა ამ რეგულაციებს მოკვეთილი იქნებოდა მონასტრიდან, სამონასტრო ცხოვრება კი სრულად კონტროლდებოდა კომუნისტური პარტიის მიერ.

რამდენიმე ასეთი მოთხოვნა შემდეგნაირია:

1. მისი უწმინდესობის დალაი ლამას სურათების ქონა აკრძალულია. ვისაც უპოვნიან მის სურათს ის დაპატიმრებული იქნება.

2. დალაი ლამას მხარდაჭერა ისჯება თავისუფლების აღკვეთით და წამებითაც კი.

3. სასულიერო პირებმა უნდა გაიარონ პატრიოტიზმის კურსები, სადაც შეისწავლიან პატრიოტიზმის ახლებურ ხედვას. ისინი უნდა იყვნენ ლოიალურები კომუნისტური პარტიის მიმართ და უნდა აღიარონ, რომ ტიბეტი არის ჩინეთის ნაწილი.

4. ბერ-მონაზვნები არიან საიდუმლო პოლიციის მეთვალყურეობის ქვეშ.

5. სამთავრობო შენობებში შესვლა აკრძალულია ბერ-მონაზვნებისათვის.

6. რელიგიური ცერემონიები დაკავშირებული დალაი ლამასთან არის აკრძალული ყველასათვის.[11][12]

ეკონომიკური დაბეჩავება

რედაქტირება

ჩინეთის მთავრობამ შეიმუშავა 5-დან 10 წლამდე „დასავლური განვითარების გეგმა“ 1999 წელს, რომელიც ითვალისწინებდა მთელი რიგი პროვინციებისა და ავტონომიური რეგიონების დაჩქარებულ განვითარებას, სადაც შედიოდა ოკუპირებული ტიბეტი, აღმოსავლეთ თურქმენეთი და მონღოლეთი. ეს ეკონომიკური სქემა არის პოლიტიკურად მოტივირებული. ამ რეგიონების განვითარებას უზრუნველყოფს ქვეყნის პოლიტიკური და სოციალური სტაბილურობა. ბუნებრივი წიაღისეულის ექსტრაქცია, მსხვილმასშტაბიანი ინფრასტრუქტურული პროექტები, და მოსახლეობის დასაქმება არის უმთავრესი კომპონენტები ამ მულტი-მილიარდიანი გეგმისა.

თუმცა, უამრავი უარყოფითი მხარე აქვს ჩინეთის „დასავლეთისაკენ მიმართულ პოლიტიკას“, რომელსაც ქვემოთ შეხვდებით. ტიბეტელებს, რა თქმა უნდა, სურთ თავიანთი ქვეყნის განვითარება, მაგრამ არ მოსწონთ ისეთი განვითარების გზები, როგორსაც ჩინეთი სთავაზობს მათ, სადაც მათ არ შეუძლიათ საკუთარი აზრის დაფიქსირება და ვერანაირ სარგებელს ნახავენ ამ გეგმისაგან. სანამ ტიბეტელებს შესწევთ ძალა განსაზღვრონ თავიანთი პოლიტიკური მომავალი, ისინი ეწინააღმდეგებიან ჩინეთის დასავლურ გეგმას, რადგან ეს საზიანოა ხალხისათვის და ქვეყნისათვის.[11][12]

ჩინელი მოსახლეობის გადასახლება ტიბეტში

რედაქტირება

ყველაზე სერიოზული საფრთხე, რისიც ტიბეტელებს ეშინიათ ეს არის ჩინელთა გადმოსახლება მათ მიწაზე. ჩინეთის მთავრობისათვის ტიბეტი თავისი 850 000 კვადრატული კილომეტრით, წარმოადგენს ყველაზე საჭირო ადგილს, სადაც უპრობლემოდ დაასახლებს ჩინელ მოსახლეობას. მასობრივი იმიგრაცია ლჰასაში და ტიბეტის სხვა ტერიტორიებზე წახალისებულია მთავრობის მიერ, რომლებიც სთავაზობენ ეკონომიკურ სტიმულებს ახალმოსახლეებს. ტიბეტელბი დღეს წარმოადგენენ უმცირესობას საკუთარ სამშობლოში. ტიბეტში ცხოვრობს 7,5 მილიონი ჩინელი, როდესაც თვითონ ტიბეტელი 6 მილიონია. ეს არის უფლებათა უხეში დარღვევა.

ერთ-ერთი მთავარი ინფრასტრუქტურული პროექტი, რომელიც განხორციელდა ტიბეტში არის რკინიგზა, რომელიც ერთმანეთთან აკავშირებს ტიბეტსა და ჩინეთს. გარდა იმისა, რომ რკინიგზა გარემოს საფრთხეს უქმნის, ის ასევე ხელს უწყობს და აჩქარებს ჩინელთა დასახლებას ტიბეტის ტერიტორიებზე. ის ასევე ჩინეთის მთავრობას უადვილებს განათავსოს უფრო დიდი ჯარი ტიბეტში.[11][12]

დასაქმებასთან დაკავშირებული დისკრიმინაცია

რედაქტირება

გვიანი 1990-იანი წლებიდან, ჩინეთის მთავრობამ დახარჯა მილიარდობით იუანი (ჩინური ფულის ერთეული) ტიბეტის ეკონომიკურ განვითარებაში. მთავარი ქალაქები, როგორებიც არიან ლჰასა და შიგაცე წარმოადგენენ სავაჭრო ცენტრებს. ფულის უმეტესობა, რომელიც დაიხარჯა ტიბეტის განვითარებისათვის გამოყენებული იქნა ისეთ პროექტებზე, როგორებიცაა: გზატკეცილების, რკინიგზების, ნავთობსადენებისა და მაღაროების მშენებლობა და ეს ყველაფერი იმიტომ, რომ ტიბეტის ბუნებრივი წიაღისეული უმალვე ტრანსპორტირდეს ჩინეთში. ძალიან ცოტა თანხა ჩაიდო სკოლებისა და საავადმყოფოების მშენებლობაში. სამუშაო ადგილების უმრავლესობა, რომლებიც შეიქმნა მსხვილმასშტაბიანი პროექტების განხორციელების შედეგად, დაკავებულია ჩინელი ახალმოსახლეების და არა ტიბეტელთა მიერ. რადგან, ტიბეტელთა უმრავლესობას არ შეუძლია გადაიხადოს სკოლის საფასური, მოიმატა ტიბეტელთა რაოდენობამ, ვისაც განათლება არ აქვს მიღებული და შესაბამისად ისინი უმუშევრები რჩებიან, როდესაც ჩინელები ტიბეტში უამრავ ფულს აკეთებენ.[11][12]

გარემოს განადგურება

რედაქტირება

ის ტრადიციული პატივისცემა ნაზი ეკოსისტემისადმი, რაც აქამდე იყო უკვე წყალში გადაყრილია, რადგან ტერიტორიაზე დასახლდნენ ჩინელები და ტიბეტური ტრადიციული ცხოვრების მოდელი შეიცვალა სხვა მოდელებით.

1. ტყის ჩეხვა: მთავრობა სარგებლობს იმით, რომ ტიბეტში ტყეები უამრავი იყო და ამიტომ სატყეო მასალების გამოყენება ტიბეტის ტერიტორიებზე უკვე ათწლეულებია მიმდინარეობს. ტყეების გაჩეხვა არის დამანგრეველი, რადგან ტოვებს მაღლობებს ეროზიის საშიშროებით. სწრაფი და ფართოდ გავრცელებული ტყეების ჩეხვა საშიშია მოსახლეობისათვის.

2. სოფლის მეურნეობის განვითარება: მსხვილმასშტაბიანი სასოფლო-სამეურნეო პროექტები ხორციელდება ახლა ტიბეტში, რაც უგულებელყოფს ძველ ტრადიციულ პრაქტიკებს და ანგრევს დახვეწილ ეკოლოგიურ ბალანსს, რომელსაც ამდენი ხნის განმავლობაში ტიბეტელი გლეხები ქმნიდნენ. იმიტომ, რომ "გააძღონ" ჩინელი ახალმოსახლეები და შეამცირონ ძვირადღირებული ხორბლის იმპორტი, ისინი ზიანს აყენებენ ტიბეტელ მოსახლეობას.

3. სამთო მრეწველობა და წიაღისეულის ექსტრაქცია: ტიბეტი მდიდარია ბუნებრივი წიაღისეულით. ჩინეთის მთავრობა აქტიურად იპარავს ტიბეტის წიაღისეულებს, აღმოსავლეთ ჩინეთის ქალაქების ინდუსტრიალიზაციისათვის. ამის გამო, ხშირ შემთხვევაში მიწა ფუჭდება და ტიბეტური სიცოცხლის საშუალებები ნადგურდება.[11]

  1. 1.0 1.1 1.2 1.3 1.4 1.5 http://www.historyworld.net/wrldhis/PlainTextHistories.asp?historyid=aa71
  2. 2.0 2.1 2.2 French, Rebecca Redwood. 2010. “Culture Summary: Tibetans.” New Haven, Conn.: Human Relations Area Files. http://ehrafworldcultures.yale.edu/document?id=aj01-000.
  3. French, Rebecca Redwood. 2010. “Culture Summary: Tibetans.” New Haven, Conn.: Human Relations Area Files. http://ehrafworldcultures.yale.edu/document?id=aj01-000.
  4. French, Rebecca Redwood. 2010. “Culture Summary: Tibetans.” New Haven, Conn.: Human Relations Area Files. http://ehrafworldcultures.yale.edu/document?id=aj01-000.
  5. French, Rebecca Redwood. 2010. “Culture Summary: Tibetans.” New Haven, Conn.: Human Relations Area Files. http://ehrafworldcultures.yale.edu/document?id=aj01-000.
  6. http://www.exploretibet.com/tibetan-culture-arts/
  7. დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-07-05. ციტირების თარიღი: 2016-07-05.
  8. 8.0 8.1 დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-06-29. ციტირების თარიღი: 2016-07-06.
  9. http://abroad.emory.edu/_customtags/ct_FileRetrieve.cfm?File_ID=5996
  10. https://www.culturalsurvival.org/publications/cultural-survival-quarterly/china-tibet/teaching-tibetan-tibet-bilingual-education-surv
  11. 11.0 11.1 11.2 11.3 11.4 11.5 11.6 11.7 11.8 დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-07-04. ციტირების თარიღი: 2016-07-06.
  12. 12.0 12.1 12.2 12.3 12.4 12.5 12.6 12.7 http://hhdl.dharmakara.net/hhdl-tibet.html
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ტიბეტელები“-დან