მენექტრიასებრნი (ლათ. Nectariniidae) — ფრინველთა ოჯახი ბეღურასნაირთა რიგისა. მათი სხეულის სიგრძეა 9-25 სმ, გავრცელებული არიან აფრიკაში, სამხრეთ აზიასა და ავსტრალიაში. ბინადრობენ ტყეებში, ბაღებში, ხშირ ბუჩქნარებში. ვერტიკალურად აღწევენ 4200 მ. ბუდეს იკეთებენ ხეთა ტოტების წვერებზე. დედალი 2-3 კვერცხს დებს. მენექტრიასებრნი იკვებებიან ობობებით, მწერებით და ყვავილების ნექტარით. მასობრივ ყვავილობასთან დაკავშირებით შეუძლიათ სეზონური ნომადობა. მენექტრიასებრნი ხელს უწყობენ მცენარეთა დამტვერვას. ცნობილია ამ ოჯახის 116 სახეობა.

მენექტრიასებრნი
Anthreptes malacensis
Anthreptes malacensis
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  ცხოველები
ტიპი:  ქორდიანები
კლასი:  ფრინველები
რიგი:  ბეღურასნაირნი
ოჯახი:  მენექტრიასებრნი
ლათინური სახელი
Nectariniidae

ლიტერატურა რედაქტირება