დუნტინხუ
დუნტინხუ (ჩინ.: 洞庭湖) — ტბა ჩინეთში. მდებარეობს მდინარე იანძის აუზში, ჭაობიან ვაკეზე. ფართობი სეზონის შესაბამისად ცვალებადია. აქვს დაბალი ნაპირები. ჩაერთვის რამდენიმე სანაოსნო მდინარე. შეერთებულია მდინარე იანძისთან 4 არხით. აღმოსავლეთიდან დასავლეთისაკენ გადაჭიმულია საშუალოდ 150 კმ-ზე, ჩრდილოეთიდან სამხრეთისაკენ 95 კმ-ზე. ფართობი 2,820 კმ². წყალდიდობის პერიოდში წყლის დონე მატულობს 15 მეტრით და დატბორილი ტერიტორიის ფართობი 20000 კმ²-მდე იზრდება. ზამთარში წყლის ჩამონადენი მიემართება მდინარე იანძისაკენ, რის გამოც ტბა თხელდება და წარმოიქმნება ბევრი კუნძული. დუნტინხუ წარმოადგენს ჩინეთის სიდიდით მეორე მტკნარ ტბას პოიანხუს შემდეგ. განვითარებულია თევზჭერა.
დუნტინხუ | |
---|---|
დუნტინხუ | |
კოორდინატები: 29°18′38″ ჩ. გ. 112°57′05″ ა. გ. / 29.31056° ჩ. გ. 112.95139° ა. გ. | |
მდებარეობა | ჩინეთი |
სიგრძე | 150 კმ |
სიგანე | 95 კმ |
ფართობი | 2,820 კმ² (წყალდიდობის პერიოდში: 20,000 კმ²) კმ² |
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- დუნტინხუ — სტატია ენციკლოპედია ბრიტანიკიდან (ინგლისური)