პოიანხუ
პოიანხუ (ჩინ.: 鄱阳湖) — ტბა ჩინეთში, მდინარე იანძის ხეობაში. ტბიდან წყლის ნაკადი მდინარე იანძიში ჩადის, ზაფხულის წყალდიდობის დროს კი პირიქით — წყალი მდინარიდან ტბას ერთვის. ამის გამო პოიანხუს სიდიდე მკვეთრ სეზონურ ცვალებადობას განიცდის. ტბის ფართობი რთულად განისაზღვრება, იგი ტბათა სისტემებისა და ჭაობებისაგან შედგება. ჩრდილოეთიდან სამხრეთისაკენ გადაჭიმულია 150 კმ-ზე, აღმოსავლეთიდან დასავლეთისაკენ 31 კმ-ზე. წვიმიან პერიოდში ტბის ფართობი 4400 კმ² აღწევს, მშრალ სეზონში 1000 კმ²-ს. ზამთარში დიდ ჭაობად იქცევა. მაქსიმალური სიღრმე 25 მ. ტბა ვიწრო ყელით 2 ნაწილად იყოფა. ბევრია გადამფრენი ფრინველი. სანაოსნოა. თევზჭერა აკრძალულია. 1363 წელს ტბასთან გაიმართა ბრძოლა.
პოიანხუ | |
---|---|
კოორდინატები: 29°04′ ჩ. გ. 116°23′ ა. გ. / 29.067° ჩ. გ. 116.383° ა. გ. | |
მდებარეობა | ჩინეთი |
ფართობი | 4400 კმ² (წვიმიან სეზონში) 1000 კმ² (მშრალ სეზონში) კმ² |
საშუალო სიღრმე | 8.4 მ |
მაქსიმალური სიღრმე | 25.1 მ |
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- პოიანხუ — სტატია ენციკლოპედია ბრიტანიკიდან (ინგლისური)