ტაიხუ
ტაიხუ[1] — ტბა ჩინეთში. განლაგებულია მდინარე იანძიდან სამხრეთით და ჩინეთის დიდი არხიდან დასავლეთით, რომელთანაც დაკავშირებულია მცირე მდინარეების სისტემით. ვრცელდება აღმოსავლეთ ჩინეთის ზღვის სანაპიროდან 90-100 კმ-ში, ხოლო ჩინეთის დიდი არხის სამხრეთ ბოლოდან 100 კმ-ში.[2] ტაიხუ გაწოლილია ზღვის დონიდან 17 მ სიმაღლეზე. ზედაპირის ფართობი 2250 კმ², სიგრძე დაახლოებით 60 კმ, სიგანე 45 კმ-მდე. მაქსიმალური სიღრმე 12 მ. წყლიანობის პერიოდის გათვალისწინებით ტბის ზომები ძლიერ იცვლება. ზაფხულის წვიმების დროს წყალუხვია, ხოლო ზამთარში წყალმარჩხია. ტბა მტკნარია. იყენებენ ბრინჯის ნათესების მოსარწყავად. მდიდარია თევზით. არ იყინება. სანაოსნოა.[3]
ტაიხუ | |
---|---|
ტბა ტაიხუ | |
კოორდინატები: 31°14′ ჩ. გ. 120°08′ ა. გ. / 31.233° ჩ. გ. 120.133° ა. გ. | |
მდებარეობა | ჩინეთი |
სიმაღლე ზღვის დონიდან | 17 მ |
სიგრძე | 60 კმ |
სიგანე | 45 კმ |
ფართობი | 2250 კმ² |
საშუალო სიღრმე | 2 მ |
მაქსიმალური სიღრმე | 12 მ |