სიასამური (Martes zibellina) — ძვირფასბეწვიანი ცხოველი კვერნისებრთა ოჯახისა. მისი სხეულის სიგრძეა 43-53 სმ, მასა 0,9 - 1,9 კგ. წარსულში გავრცელებული იყო კარელიიდან წყნარი ოკეანის სანაპირომდე. მტაცებლური ნადირობის შედეგად მრავალგან მოისპო. ამჟამად შემორჩენილია ჩრდილოეთ ურალის, ციმბირისა და შორეული აღმოსავლეთის ზოგიერთ ადგილას. მოიპოვება აგრეთვე კორეის, ჩინეთისა და მონღოლეთის ჩრდილოეთ რაიონებში. ბინადრობს ტაიგაში. ბუდეს იკეთებს მიწაზე, ხეზე იშვიათად ადის. იკვებება პატარ-პატარა ფრინველებით, მათი კვერცხებით და მართვეებით, წვრილ-წვრილი მღრღნელებით, მეტწილად ციყვებით. ჭამს აგრეთვე კედრის თესლს, კენკრას. მძუნაობს ივლისში, მაკეობა საშუალოდ 273 დღე გრძელდება, შობს 3-4 უსუსურ, თვალებაუხილავ ნაშიერს (თვალებს ახელენ 36 დღის შემდეგ). 2 წლისა სქესობრივად მწიფდება. ცნობილია სიასამურის 14 სახეობა, რომელთაგან ყველაზე ძვირფასბეწვიანია ბარგუზინული სიასამური. უკანასკნელ ათწლეულებში გულმოდგინე დაცვის შედეგად სიასამურის რაოდენობამ საგრძნობლად იმატა. ზოგიერთ ქვეყანაში სიასამურს სარეწაო მიზნით ზოოფერმებში ამრავლებენ.

სიასამური

მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  ცხოველები
ტიპი:  ქორდიანები
კლასი:  ძუძუმწოვრები
რიგი:  მტაცებლები
ოჯახი:  კვერნისებრნი
გვარი:  კვერნა
სახეობა:  სიასამური
ლათინური სახელი
Martes zibellina
დაცვის სტატუსი
საჭიროებს ზრუნვას
ყველაზე ნაკლები საფრთხის ქვეშ
IUCN 3.1 Least Concern : 41652
გავრცელება

ლიტერატურა

რედაქტირება