კვერნისებრნი (ლათ. Mustelidae) — ძუძუმწოვრების ოჯახი მტაცებლების რიგისა. აქვთ წაგრძელებული სხეული. შემოსილი არიან ფაფუკი და ხშირი ბალნით. ზოგს თითებს შორის საცურაცი აპკი აქვს. გავრცელებული არიან თითქმის მთელ მსოფლიოში, გარდა ავსტრალიის, მადაგასკარისა და ზოგი კუნძულისა. ცნობილია 22 გვარი, 8 ქვეოჯახი და დაახლოებით 56-60 სახეობა. ცხოვრობენ ნაირგვარ გარემოში. ზოგი კარგად დაძვრება ხეებზე. მაჩვს თითები მომარჯვებული აქვს სოროს სათხრელად, წავსა და ზღვის წავს თითებს შორის საცურავი აპკი აქვთ. კვერნისებრთა უმრავლესობა სარეწაოა.