ჩინური მდინარის დელფინი

ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

ჩინური მდინარის დელფინი (Lipotes vexillifer, ასევე ცნობილი როგორც ბაიძი) — მტკნარი წყლის დელფინი, რომელიც ადამიანთამოპყრობის გამო დელფინთა შორის, პირველი მივიდა გადაშენების პირას. „იანძის ქალღმერთის“ (Cháng Jiāng nǚshén) სახელითაც მოიხსენიებენ. ბაიძი ჩინურად თეთრს ნიშნავს და „თეთრ დელფინს“ აღნიშნავს. ჩინეთიში ბაიძის იანძის დელფინად, თეთრფარფლება დელფინად და იანძის დელფინად მოიხსენიებენ. ჩინური მდინარის დელფინი განსხვავდება ჩინური თეთრი დელფინისა და მცირეფარფლება დელფინისაგან.

ჩინური მდინარის დელფინი

ინდუსტრიალიზაციისა და მდინარის სათევზაოდ, ტრანსპორტირებისა და ჰიდროექლეტროობის მისაღებად გამოყენნების შემდეგ ჩინური მდინარის დელფინის პოპულაცია მკვეთრად შემცირდა. 1980-იან წლებში მდინარე იანძის გამოკვლევებმა ცხადყო, რომ ბაიძი დელფინთა შორის პირველი სახეობა შეიძლება აღმოჩნდეს, რომელიც ადამიანთა მოპყრობის გამო გადაშენდება. ჩინეთის მთავრობამ მდინარე იანძის ვეშაპისებრთა ონსერვაციის გეგმა 2001 წელს მიიღო.[1] სახეობის დასაცავად სხვადასხვა ღონისძიებას მიმართეს, მაგრამ 2006 წლის ექსპედიციამ მდინარეში ვერცერთი ბაიძი იპოვა. ორგანიზატორებმა ჩინური მდინარის დელფინი ფუნქციურად გადაშენებულად გამოაცხადა.[2][3]

ჩინური მდინარის დელფინის გავრცელების სივრცე

შვეიცარიელმა ეკონომისტმა, ავგუსტ პფაგერმა ეროვნული საოკეანო და ატმოსფერული ადმინისტრაციისადა იაპონიის მეთევზეთა კვლევების სააგენტოს საერთაშორისო წარმომადგენლებისგან დაკომპლექტებული გუნდის ექსპედიცია დააფინანსა, რომელიც ექვსი კვირის განმავლობაში დელფინთა არსებობის ნიშნებს ეძებდა. ამ სახეობის მოსაძებნად წინა ექსპედიციიდან (1997) დაახლოებით 10 წელი იყო გასული.[4]

გავრცელებული ინფორმაციით, 2007 წლის აგვისტოში ჩინელმა მამაკაცმა ვიდეო გადაუღო იანძიში მოცურავე თეთრ ცხოველს.[5] მართალია, სავარაუდოდ ვიდეოზე აღბეჭდილი ცხოველი ბაიძია,[6] მაგრამ ერთი ან რამდენიმე ინდივიდის არსებობა არარის საკმარისი ფუნქციურად გადაშენებული სახეობის რეალური გადაშენებისგან დასაცავად. უკანასკნელი ცნობილი ბაიძი იყო Qiqi (淇淇), რომელიც 2002 წელს გარდაიცვალა. ბუნების მსოფლიო ფონდი ჩინური მდინარის დელფინის ჰაბიტატის შენარჩუნების ყველა შესაძლო ხერხის გამოყენებისკენ მოუწოდებს.[4]

ანატომია და მორფოლოგია

რედაქტირება

ჩინური მდინარის დელფინის შეჯვარების პერიოდი თებერვლიდან აპრილამდეა.[7] ორსულობის პერიოდი 10-11 თვე გრძელდება და მდედრები ერთ ახალშობილს აჩენენ. ორსულობებს შორის პერიოდი 2 წელია. ახალშობილები დაახლოებით 80-90 სმ-ის სიგრძის არიან და დედები 8-20 თვის განმავლობაში უვლიან. მამრები სექსუალურად 4 წლის ასაკში მწიფდებიან, ხოლო ქალები - 6 წლის ასაკში. ზრდასრული მამრები დაახლოებით 2.3 მეტრის სიგრძის არიან, ხოლო მდედრები- 2.5 მეტრის, ყველაზე გრძელი სახეობა 2.7 მეტრის სიგრძისაა. იწონიან დაახლოებით 135-230 კილოგრამს და საშუალოდ 24 წელს ცოცხლობენ. მდინარე იანძის დელფინი ზურგის მხარეს ღია ლურჯიდან ნაცრისფრისკენ გარდამავალი ფერისაა, ხოლო მუცლის მხარეს თეთრია. თითო ყბაზე 31-36 ცალი კონუსისებური კბილი აქვს. ზუგის ფარფლი პატარა და სამკუთხა ფორმისაა და მდინარის ზედაპირზე ცურვისას ღია ფერის დროშას ჰგავს, რის გამოც „თეთრ-დროშა დელფინსაც“ უწოდებენ. ოკეანის დელფინებთან შედარებით პატარა თვალები აქვს.[8][9][10]

  1. Wang, Ding; Zhang, Xianfeng; Wang, Kexiong; Wei, Zhuo; Wursig, Bernd; Braulik, Gillian T.; Ellis, Susie (June 2006). „Conservation of the Baiji: No Simple Solution“. Conservation Biology. Society for Conservation Biology. 20 (3): 623–625. doi:10.1111/j.1523-1739.2006.00471.x.
  2. Lovgren, Stefan (December 14, 2006). „China's Rare River Dolphin Now Extinct, Experts Announce“. National Geographic News. Washington, D.C.: National Geographic Society. ციტირების თარიღი: 2015-10-18.
  3. Baiji. IUCN SSC – Cetacean Specialist Group. დაარქივებულია ორიგინალიდან — November 21, 2015. ციტატა: „This represents not only the first documented global extinction of a 'megafaunal' vertebrate for over 50 years, but also the disappearance of an entire mammal family (Lipotidae).“ ციტირების თარიღი: 2015-10-29.
  4. 4.0 4.1 DeMoss, Jennifer (2007). Species at Risk Baiji (Lipotes vexillifer) (PDF). Endangered Species Update. University of Michigan. 24 (1): 24–25. ციტირების თარიღი: October 13, 2016.
  5. „Rare Dolphin Seen in China, Experts Say“. The New York Times. Reuters. August 30, 2007. ციტირების თარიღი: October 14, 2016.
  6. „White Dolphin Appears From the Brink“. AFP. August 29, 2007. დაარქივებულია ორიგინალიდან — September 4, 2007. ციტირების თარიღი: August 31, 2007.
  7. Culik, B.. (2003)Lipotes vexillifer, Baiji. დაარქივებულია ორიგინალიდან — December 6, 2006. ციტირების თარიღი: December 18, 2006.
  8. IWC. 2000. Report of the Standing Sub-Committee on Small Cetaceans. IWC/52/4. 52nd Meeting of the International Whaling Commission, Adelaide, Australia.
  9. Animal Info – Baiji. animalinfo.org. დაარქივებულია ორიგინალიდან — December 5, 2006. ციტირების თარიღი: December 18, 2006.
  10. NOAA Fisheries. Chinese River Dolphin / Baiji (Lipotes vexillifer)  :: NOAA Fisheries. ციტირების თარიღი: 2015-10-30.