მდინარის დელფინისებრნი
მდინარის დელფინისებრნი (ლათ. Platanistidae) — ძუძუმწოვრების ოჯახი კბილიანი ვეშაპების ქვერიგისა. მათი სხეულის სიგრძე 3 მ, მასა 225 კგ აღწევს. კარგად აქვთ განვითარებული სმენა და ექოლოკაცია, სუსტად — მხედველობა. გავრცელებული არიან სამხრეთ ამერიკისა და სამხრეთ აზიის მდინარეებში. ოჯახში 4 გვარის 4 სახეობა: განგის დელფინი ანუ სუსუკი (Platanista gangetica), ამაზონის დელფინი ანუ ბოუტო (Inia geofrensis), ჩინური ტბის დელფინი (Lipotes vexilifer) და ლაპლატის დელფინი (Pontoporia blainvillei). იკვებებიან თევზებით, მოლუსკებით, კიბოსნაირებით.
მდინარის დელფინისებრნი | |||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
Lipotes vexillifer | |||||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | |||||||||||||
| |||||||||||||
ლათინური სახელი | |||||||||||||
Platanistidae | |||||||||||||
|
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 6, თბ., 1983. — გვ. 531.