კბილიანი ვეშაპები

კბილიანი ვეშაპები (ლათ. Odontoceti) — ძუძუმწოვრების ქვერიგი ვეშაპების რიგისა. მათი სხეულის სიგრძე 1,2-20 მ აღწევს. აქვს 1-240 -მდე კბილი, ერთი ნესტო, რომელიც თხემზე იხსნება. მათი ორიენტაციის ძირითადი ხერხია ექოლოკაცია. გავრცელებული არიან ყველა ოკეანესა და ზღვაში. ზოგი დიდ მდინარეებშიც ბინადრობს. ქვერიგში 4 ოჯახია: კაშალოტისებრნი, მდინარის დელფინისებრნი, დინგნისკარტა ვეშაპები და დელფინისებრნი. იკვებებიან თევზით, თავფეხიანი მოლუსკებით, კიბოსნაირებით. იყენებენ მათ ცხიმს, ხორცს, სპერმაცეტს. ზოგი სახეობის რაოდენობა ძალზე შემცირებულია. ზოგი დაცულია საერთაშორისო კანონით.

კბილიანი ვეშაპები

Tursiops truncatus
მეცნიერული კლასიფიკაცია
ლათინური სახელი
Odontoceti

ლიტერატურა

რედაქტირება