ტაიშანი
ტაიშანი (ჩინ. 泰山) — ისტორიული და კულტურული მნიშვნელობის მთა ჩინეთის პროვინცია შანდუნში, ქალაქ ტაიანის ჩრდილოეთით. მდებარეობს ზღვის დონიდან 1 545 მეტრზე. ტაიშანი ერთ-ერთია ჩინეთის „ხუთი წმინდა მთიდან". მის მწვერვალზე მდებარე ტაძარი ბოლო 3 000 წლის მანძილზე უამრავ პილიგრიმს იზიდავს. ამ ტერიტორიაზე აღმოჩენილია ნეოლითის ადამიანის ნასახლარები.
ტაიშანი* | |
---|---|
იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლი | |
ქვეყანა | ჩინეთი |
ტიპი | კულტურული |
კრიტერიუმები | i, ii, iii, iv, v, vi, vii |
სია | [1] |
რეგიონი** | აზია-ოკეანეთი |
კოორდინატები | 36°15′00″ ჩ. გ. 117°06′00″ ა. გ. / 36.25000° ჩ. გ. 117.10000° ა. გ. |
გაწევრიანების ისტორია | |
გაწევრიანება | 1987 (მე-11 სესია) |
ნომერი | 437 |
* იხ. ინგლ. სახელი UNESCO-ს სიაში. ** იუნესკოს მიერ კლასიფიცირებული რეგიონი. |
მსოფლიო მემკვიდრეობა UNESCO, ობიექტი № 437 ინგლ. • რუს. • ფრ. |
ტაიშანი ჩინურ კულტურაში სტაბილურობის სიმბოლოდ ითვლება. ამის მაგალითია სიტყვები, რომლებსაც მაო ძედუნი ხშირად იმეორებდა: „ურყევი, როგორც ტაიშანი".
1987 წელს, იუნესკომ ტაიშანი მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში შეიტანა. 2003 წელს, მთამ მთელი ჩინეთიდან 6 მილიონი მნახველი მიიღო.
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებარესურსები ინტერნეტში
რედაქტირებავიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
- ოფიციალური საიტი დაარქივებული 2010-11-18 საიტზე Wayback Machine. (ინგლისური)
- WCMC Description დაარქივებული 1997-07-10 საიტზე Archive.isCategory:Webarchive template archiveis links