ბიგასებრნი
ბიგასებრნი (Soricidae) — ოჯახი მწერიჭამიების რიგისა. განეკუთვნება ყველაზე პატარა ძუძუმწოვრები. სხეული შემოსილი აქვთ ნაზი ბალნით. გავრცელებული არიან ევროპაში, აზიაში, აფრიკაში, ჩრდილოეთ ამერიკაში, სამხრეთ ამერიკის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში. უმეტესად მწერებითა და მათი მატლებით იკვებებიან. ოჯახში 25 გვარია. საქართველოში 9 სახეობაა გავრცელებული, რომელთაგან მნიშვნელოვანია ჩვეულებრივი ბიგა (Sorex araneus), წყლის ბიგა, კბილთეთრა, ფუღუ და სხვა.
ბიგასებრნი | ||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
| ||||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | ||||||||||||
| ||||||||||||
ლათინური სახელი | ||||||||||||
Soricidae | ||||||||||||
|
ბიგასებრნი ანადგურებენ მავნე მწერებს, რითაც სარგებლობა მოაქვთ სოფლის მეურნეობისათვის. ბიგასს ისეთი ინტენსიური ნივთერებათა ცვლა აქვს, რომ თუ 4 ზაათზე მეტ ხანს უჭმელად დარჩა, შეიძლება მოკვდეს კიდეც.
ბიგას ფერდებზე საგანგებო ჯირკვლები აქვს, რომლებიც მყრალ სუნს გამოსცემს, ამიტომ მტაცებელი ძუძუმწოვრები, მაგალითად, კატა და კვერნა, გვერდს უვლიან. სამაგიეროდ ფრინველებს სუსტი ყნოსვა აქვთ, ამიტომ ბიგა ხშირად ხდება ბუებისა და მონადირე ფრინველების მსხვერპლი.
ლიტერატურა
რედაქტირება- ჯანაშვილი ა., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 2, თბ., 1977. — გვ. 361.