მთავარი მენიუს გახსნა

კბილთეთრა (Crocidura), ძუძუმწოვრების გვარი ბიგასებრთა ოჯახისა. მათი სხეულის სიგრძეა 4-10 სმ. გავრცელებული არიან უმთავრესად აფრიკაში, აგრეთვე ევროპასა და აზიაში. საქართველოში კბილთეთრას 5 სახეობაა, რომლებიც ბინადრობენ ტყეებში, ბუჩქნარებში, ბაღებში, მთის ხევებსა და ხრემებში, ზოგჯერ ადამიანის სამოსახლოს მახლობლად. გავრცელებული არიან ზღვის დონიდან 2200 მ-მდე. იკვებებიან მწერებით, მათი მატლებით, მოლუსკებით, რითაც მნიშვნელოვანი სარგებლობა მოაქვთ.

კბილთეთრა
Brehms - Crocidura russulus.jpg
მეცნიერული კლასიფიკაცია
ლათინური სახელი
Crocidura

ლიტერატურარედაქტირება

  • ქსე, ტ, 5, გვ. 455, თბ., 1980