მემინდვრიები (ლათ. Microtinae) — ძუძუმწოვრების ქვეოჯახი მღრღნელების რიგისა. მათი სხეულის სიგრძე საშუალოდ 10-12 სმ-ია, ზოგიერთისა 36 სმ აღწევს. კუდი სხეულის სიგრძის ნახევარია, ზოგჯერ უფრო მოკლე. აქვთ მოკლე ყურები, პატარა თვალები, მომრგვალო ცხვირი. გავრცელებულია ევროპაში, აზიასა და ჩრდილოეთ ამერიკაში. აერთიანებს 15-20 გვარის 100-მდე სახეობას, რომელთაგან საქართველოში გვხვდება 8. ბინადრობენ ველზე, ტყეში, ჭაობში, მთებში და სხვა ადგილებში. მცენარეთა მიწესზედა ნაწილებით, ზოგიერთი სახეობა მარაგს იკეთებს. მრავლდებიან წლის თბილ პერიოდში. ზოგი — ზამთარშიც. უმრავლესობა სასოფლო-სამეურნეო კულტურების მავნებელია. იყენებენ ზოგიერთი მოზრდილი სახეობის (ონდატრა) ტყავს. მემინდვრიები მრავალი მტაცებელი სარეწაო ცხოველის ძირითადი საკვებია. ადამიანისა და ცხოველებისათვის ინფექციური დაავადების (შავი ჭირი, ტულარემია, ენცეფალიტი, ლეპტოსპიროზი და სხვა) რეზერვატორები არიან. მავნებლობის მხრივ, საშიშია საზოგადოებრივი (Microtus socialis) და ჩვეულებრივი (Microtus arvalis) მემინდვრიები.

მემინდვრიები
Myodes glareolus
ქარცი მემინდვრია
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  ცხოველები
ტიპი:  ქორდიანები
კლასი:  ძუძუმწოვრები
რიგი:  მღრღნელები
ქვეოჯახი:  მემინდვრიები
ლათინური სახელი
Microtinae

ბრძოლის ღონისძიებანი

რედაქტირება

ნიადაგის მოხვნა 25-30 სმ-ზე, მემინდვრიების ბუნებრივი მტრების მიზიდვა, ბაქტერიული პრეპარატის მობნევა თვითმფრინავიდან და სხვა.

ლიტერატურა

რედაქტირება