ირბისი
(გადამისამართდა გვერდიდან თოვლის ლეოპარდი)
ირბისი (ლათ. Panthera uncia) — მტაცებელი ძუძუმწოვარი კატისებრთა ოჯახისა. მისი სხეულის სიგრძე 130 სმ, მასა 26-40 კგ. ბოლისფერ-ნაცრისფერი, თითქმის თეთრი ბალანი რგოლისებრი მუქი ხალებით აქვს მოფენილი. გავრცელებულია ცენტრალურ აზიის მაღალმთის ზონაში (3000-იდან 5000 მ-მდე). ნადირობს ღამით, ზოგჯერ დღისითაც (ნისლიან ამინდში). იკვებება ჩლიქოსნებით, კურდღლებით, ფრინველებით. მაკეობა 3 თვემდე გრძელდება. შობს 3–5 ბოკვერს. მეცხოველეობას ზიანს თითქმის არ აყენებს.
ირბისი | |||||||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
| |||||||||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | |||||||||||||||||
| |||||||||||||||||
ლათინური სახელი | |||||||||||||||||
Panthera uncia | |||||||||||||||||
დაცვის სტატუსი | |||||||||||||||||
საფრთხეში მყოფი IUCN 3.1 Endangered : 22732 | |||||||||||||||||
გავრცელების არეალი | |||||||||||||||||
|
ლიტერატურა
რედაქტირება- ავალიანი რ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 5, თბ., 1980. — გვ. 218.