მიწის კურდღლისებრნი (ლათ. Dipodidae) — ძუძუმწოვარი ცხოველების ოჯახი მღრღნელების რიგისა. მათი სხეულის სიგრძე 5-26 სმ-ია. გავრცელებული არიან ევროპის, აზიის, ჩრდილოეთ აფრიკისა და ჩრდილოეთ ამერიკის ველებზე, ნახევრად უდაბნოებსა და უდაბნოებში. ზოგიერთი სახეობა მთაში 2000 მ-მდე ადის. ოჯახში 11 გვარის 26 სახეობაა. საქართველოში გავრცელებულია 2 სახეობა (მცირეაზიური მთიური მიწის კურდღელი და მცირე მიწის კურდღელი). აქტიური არიან ღამით. კარგად აქვთ განვითარებული სმენა, მხედველობა და შეხება. მოძრაობენ დიდი ნახტომებით, იკვებებიან მცენარის ბოლქვით, გორგლით, ნაყოფით, თესლით, ზოგჯერ მწერებითაც. ზამთარში ეძლევიან ძილქუშს. შობენ 1-8 ნაშიერს (ჩვეულებრივ 2-5-ს). მიწის კურდღლისებრნი უდაბნოს მრავალი მტაცებელი ცხოველის საკვებია.