ლუშანი (ჩინ. 廬山), ძველ დროში ცნობილი როგორც კუანგლუ — მთის მასივი და ეროვნული პარკი ჩინეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში. შედის ჩინეთის ათი ყველაზე ცნობილი მთის სიაში. ამ ოვალური ფორმის მასივის სიგრძე 25 კმ-ია, სიგანე 10 კმ, უმაღლესი მწვერვალი ზღვის დონიდან 1 474 მეტრზე მდებარეობს.

ლუშანის ეროვნული პარკი*
იუნესკოს მსოფლიო
მემკვიდრეობის ძეგლი

Mount Lushan - fog.JPG
ქვეყანა ჩინეთის დროშა ჩინეთი
ტიპი კულტურული
კრიტერიუმები ii, iii, iv, vi
სია [1]
რეგიონი** აზია-ოკეანეთი
კოორდინატები 29°34′21″ ჩ. გ. 115°58′24″ ა. გ. / 29.57250° ჩ. გ. 115.97333° ა. გ. / 29.57250; 115.97333
გაწევრიანების ისტორია
გაწევრიანება 1996  (მე-20 სესია)
ნომერი 778
* იხ. ინგლ. სახელი UNESCO-ს სიაში.
** იუნესკოს მიერ კლასიფიცირებული რეგიონი.
იუნესკოს დროშა მსოფლიო მემკვიდრეობა UNESCO, ობიექტი № 778
ინგლ.რუს.ფრ.

მასივი ასზე მეტ მწვერვალსა და უამრავ ჩანჩქერს მოიცავს. კლიმატი კონტინენტურია, ცხელი ზაფხულითა და თბილი ზამთრით. ნალექების საშუალო წლიური მაჩვენებელი 1050 მმ-ია. მწვერვალები წელიწადის 200 დღის განმავლობაში ღრუბლებშია გახვეული.

პარკის ტერიტორიაზე რამდენიმე ბუდისტური სკოლა და ტაძარი მდებარეობს.

1996 წელს, იუნესკომ ლუშანის ეროვნული პარკი მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში შეიტანა.

იხილეთ აგრეთვერედაქტირება

რესურსები ინტერნეტშირედაქტირება

ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: