კოლონოკი (ლათ. Mustela sibirica) — მტაცებელი ძუძუმწოვარი კვერნისებრთა ოჯახისა. მისი სხეულის სიგრძე 40 სმ აღწევს. მასა — 650-820 გ. აქვს ღია წითური ფერის ხშირი ბეწვი, თეთრი ტუჩები და ნიკაპი. გავრცელებულია აზიაში. ყოფილ სსრკ-ში ციმბირში, ურალზე, შირეულ აღმოსავლეთში. ბინადრობს ტაიგაში, ნაწილობრივ ტყე-ველის ზონაში. იკვებება წვრილი მღრღნელებით, აგრეთვე ფრინველებით, ნაყოფით, კენკრით. მაკეობა 30 დღემდე გრძელდება. შობს 2-10 ნაშიერს. ძვირფასბეწვიანი ცხოველია. კუდის ბალნისაგან ამზადებენ მაღალხარისხოვან სამხატვრო ფუნჯებს.

კოლონოკი
კოლონოკი
კოლონოკი
მეცნიერული კლასიფიკაცია
ლათინური სახელი
Mustela sibirica
დაცვის სტატუსი
საჭიროებს ზრუნვას
ყველაზე ნაკლები საფრთხის ქვეშ
IUCN 3.1 Least Concern : 41659
გავრცელება

ლიტერატურა

რედაქტირება