ჯეტ ლი (ნამდ. სახელი: ლი ლიანძი ჩინ.: 李連杰/李连杰 Li Lianjie; დ. 26 აპრილი, 1963, პეკინი) — ჩინელი მსახიობი, პროდიუსერი და უშუს ჩემპიონი.

ჯეტ ლი

ჯეტ ლი 2009 წელს
დაბადების სახელი ლი ლიანძი
დაბადების თარიღი 26 აპრილი, 1963 (1963-04-26) (60 წლის)
პეკინი, ჩინეთი
სხვა სახელები ლი იან ჩონი
აქტიური 1982-დღემდე
მეუღლე(ები)

ჰონ ციუიანი (1987–1990)

ნინა ლი ჩი (1999-დღემდე)
საიტი www.jetli.com

ბიოგრაფია რედაქტირება

ჯეტ ლი შვიდი წლის ასაკიდან დაინტერესდა უძველესი ჩინური ორთაბრძოლების ხელოვნებით და ცნობილ უშუს მწვრთნელთან ვუ ბინთან ვარჯიშის დაწყებიდან სამი წლის შემდეგ, მან პირველად მოიგო უშუს ნაციონალური ჩემპიონატი პეკინის უშუს გუნდთან ერთად. 1981 წელს ის მიიწვიეს ფილმის „შაოლინის ტაძრის“ გადაღებებზე, რამაც მას დიდი პოპულარობა მოუტანა მთელი ქვეყნის მასშტაბით და ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი მსახიობი გახდა ჩინურ კინობაზარზე.

განსაკუთრებული და საერთაშორისო ყურადღების ცენტრში კი ჩინეთის ეროვნული გმირის ვონ ფეი-ხუნის როლის შესრულების შემდეგ მოექცა, ფილმში „ერთხელ ჩინეთში“, რომლის შვიდი ნაწილიც გადაიღეს 1991-1997 წლებში და აქედან ჯეტ ლიმ პირველ სამ ფილმში მიიღო მონაწილეობა და შემდეგ ფინანსური შეუთანხმებლობის გამო სხვა მსახიობით შეცვალეს, თუმცა ჯეტ ლის გარეშე ფილმის მეოთხე და მეხუთე ნაწილი კინოგაქირავებაში ჩავარდა და პროდიუსერები იძულებული გახდნენ ფილმის მეექვსე და როგორც შემდეგ აღმოჩნდა უკანასკნელ ნაწილში როლზე დაებრუნებინათ.

1998 წელს ჯეტ ლიმ პირველად ითამაშა ჰოლივუდის ფილმში: მას მთავარი უარყოფითი გმირის როლი ანდეს ფილმში „სასიკვდილო იარაღი 4“, სადაც მას პარტნიორობას ჰოლივუდის ვარსკვლავები: მელ გიბსონი, დენი გლოვერი, რენე რუსო და კრის როკი უწევდნენ. მალე ჰოლივუდში ჯეტ ლიმ მთავარი როლიც მიიღო ფილმში „რომეო უნდა მოკვდეს“, რის შემდეგაც უამრავი მთავარი თუ მეორე ხარისხოვანი როლი შეასრულა ჰოლივუდურ თუ არაჰოლივუდურ ფილმებში, მათ შორის აღსანიშნავია ფილმები: „შეუტოკებელნი“ (2010) სილვესტერ სტალონესთან ერთად, „დაკარგული სამეფო“ (2008) ჯეკი ჩანთან ერთად და „მუმია: დრაკონთა იმპერატორის აკლდამა“ (2008).

ფილმოგრაფია რედაქტირება

წელი სახელწოდება ქართულად ორიგინალური სახელწოდება როლი
1982 შაოლინის ტაძარი 少林寺 ცზი იუანი
1984 შაოლინის ბავშვები 少林小子 სან ლუნი
1985 შაოლინის კუნგ-ფუ 龍行天下 ჯეტი (აგრეთვე, რეჟისორი)
1986 მცველად დაბადებული 中華英雄 ჯეტი (აგრეთვე, რეჟისორი)
1986 შაოლინის საბრძოლო ხელოვნება 南北少林 ჟი მინგი
1989 დრაკონთა დუელი 龍在天涯 ჯიმი ლი
1991 ერთხელ ჩინეთში 黃飛鴻 ვონგ ფეი ჰუნი
1992 ლეგენდა მეხანჯლეზე 笑傲江湖之東方不敗
1992 ერთხელ ჩინეთში 2 黃飛鴻之二男兒當自强 ვონგ ფეი ჰუი
1992 ოსტატი ტაი ლი 太極張三豐 კიტი
1993 ლეგენდა ფონგ საი-იუკეზე 方世玉 ფონგ საი იუკი
1993 ლეგენდა ფონგ საი-იუკეზე 2 方世玉續集 ფონგ საი იუკი
1993 ერთხელ ჩინეთში 3 黃飛鴻之三:獅王争霸 ვონგ ფეი ჰუნი
1993 ბოროტების მსახურნი 倚天屠龍記之魔教教主 ჩანგ მო კეი
1993 რკინის ბრჭყალები 黃飛鴻之鐵雞斗蜈蚣 ვონგ ფეი ჰუნი
1994 მცველი პეკინიდან 中南海保鑣 ჯონი ჩენგი
1994 ლეგენდარული მჯიღი 精武英雄 ჩენ წენი
1994 წითელი დრაკონი 洪熙官之少林五祖 კვანი
1995 რისკის ზღვარი 鼠胆龍威 კიტ ლი
1995 საიდუმლო აგენტი 給爸爸的信 გუნგ ვეი
1996 თავგადასავლების მეფე 冒險王 ჩოუ სი-კიტი
1996 შავი ნიღაბი 黑俠 ჩხიოი ჩიკი / „შავი ნიღაბი“
1997 ერთხელ ჩინეთსა და ამერიკაში 黃飛鴻之西域雄獅 ვონგ ფეი ჰუნი
1998 დაქირავებული მკვლელი 殺手之王 ფუ
1998 სასიკვდილო იარაღი 4 Lethal Weapon 4 ვა სინ კუ
2000 რომეო უნდა მოკვდეს Romeo Must Die ჰან სინ
2001 წინააღმდეგობის გაწევა The One ჰეიბ ლოუ / გაბრიელ იულოუ / ლოულესი
2001 დრაკონის კოცნა Kiss of the dragon „ჯონი“ ლიუ სიუწიანი (აგრეთვე, სცენარისტი და პროდიუსერი)
2002 გმირი 英雄 უსახელო
2003 აკვნიდან საფლავამდე Cradle 2 the Grave სუ
2005 დენი - დაბმული ძალლი Danny the Dog დენი
2006 უშიშარი 霍元甲 ჰო იუანწია
2007 ომი War მკვლელი როუგი
2007 მხედარმთავარნი 投名狀 გენერალი პან ცინ-იუნი
2008 დაკარგული სამეფო The Forbidden Kingdom მაიმუნთა მეფე / ბერი
2008 მუმია: დრაკონთა იმპერატორის აკლდამა The Mummy: Tomb of the Dragon Emperor იმპერატორი ცინ ში ხუანი
2009 ჯაშუში არჩერი Archer პირატთა კაპიტანი
2009 ქვეყნის დაარსების კეთილშობილური საქმე 建國大業]] ადმირალი ჩენ შაოკუანი
2010 შეუტოკებელნი The Expendables ინ იანი
2010 ცათა ოკეანე 海洋天堂 სემ ვონგი
2011 დრაკონის კარიბჭე 龍門飛甲 ჩოუ ვაი-უი
2011 გრძნეული და თეთრი გველი 白蛇傳說之法海 გრძნეული ბერი
2012 შეუტოკებელნი 2 The Expendables 2 ინ იანი
2013 სიბრაზის ნიშნები 不二神探 ჰუანგ ფეი
2014 შეუტოკებელნი 3 The Expendables 3 ინ იანი

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

 
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: