მდინარე ილი (ყაზახ. Іле; რუს. Или; ჩინ.: 伊犁河; მონღ. Ил) — მდინარე ჩრდილო-დასავლეთ ჩინეთსა (სინძიანი) და სამხრეთ-აღმოსავლეთ ყაზახეთში (ალმათის ოლქი).

ილი

ილი
ქვეყანა ყაზახეთის დროშა ყაზახეთი
ჩინეთის დროშა ჩინეთი
სათავე ტიან-შანი
სიგრძე 1,439 კმ
აუზის ფართობი 140,000 კმ²

ილი და მისი შენაკადები
link=commons:Category:{{{Commons}}} ილი ვიკისაწყობში

მისი სიგრძეა 1439 კილომეტრი, საიდანაც 815 კილომეტრს გადის ყაზახეთში. სათავეს იღებს აღმოსავლეთ ტიან-შანში. ილი მოიცავს აუზს ტიან-შანსა და ბორო-ხოროს მთიანეთს შორის.

ილი ჩაედინება ბალხაშის ტბაში, სადაც ქმნის ვრცელ და ნაყოფიერ დელტას.

ეტიმოლოგია

რედაქტირება

ილი პირველად მოხსენიებულია მახმუდ ალ-კაშგარის თურქულ ენციკლოპედიაში, რომელიც დაიწერა 1072-1074 წლებში. ენციკლოპედიაში ნათქვამია, რომ მდინარე ილის ნაპირებზე ცხოვრობს რამდენიმე თურქული ტომი. მისი სახელი შეიძლება წარმოდგებოდეს უიღურული სიტყვისგან - ილ, რაც ითარგმნება როგორც - „კაუჭი“ და შეესაბამება მდინარის გეოგრაფიულ მონახაზს.[1]

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
 
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
  1. Adil Arup, Ili atalghusi heqqide (Etymology of Ili), Journal of Ili Darya, in Uyghur, 2007