ჟამბილის ოლქი
ჟამბილის ოლქი (ყაზახ. Жамбыл облысы) ყოფ. ჯამბულის ოლქი — ოლქი სამხრეთ ყაზახეთში. დაარსდა 1939 წლის 14 ოქტომბერს სამხრეთ ყაზახეთის ოლქის გაყოფის შედეგად. 1993 წლის 4 მაისს უწოდეს დღევანდელი სახელი. ოლქს სახელი ეწოდება ყაზახი საბჭოთა პოეტის, მეორე ხარისხის სტალინური პრემიის ლაურეატის ჟამბილ ჟაბაევის (1846-1945 წწ.) პატივსაცემად. ოლქის ადმინისტრაციული ცენტრია ტარაზი (ჯამბული, ჟამბილი).
ოლქი | |||
---|---|---|---|
ჟამბილის ოლქი Жамбыл облысы | |||
| |||
ქვეყანა | ყაზახეთი | ||
ადმ. ცენტრი | ტარაზი | ||
კოორდინატები | 44°00′00″ ჩ. გ. 72°00′00″ ა. გ. / 44.00000° ჩ. გ. 72.00000° ა. გ. | ||
მმართველი | Karim Kokrekbayev | ||
დაარსდა | 1939 | ||
ფართობი | 144 264 კმ² | ||
მოსახლეობა | 1 071 645 კაცი (2013) | ||
სიმჭიდროვე | 7,4 კაცი/კმ² | ||
სასაათო სარტყელი | UTC+06:00 | ||
სატელეფონო კოდი | +7 (726) | ||
საფოსტო ინდექსი | 080000 | ||
საავტომობილო კოდი | H და 08 | ||
ოფიციალური საიტი | zhambyl.kz | ||
დასავლეთიდან ესაზღვრება სამხრეთ ყაზახეთის ოლქი, ჩრდილოეთიდან — ყარაღანდის ოლქი, აღმოსავლეთიდან — ალმათის ოლქი, ხოლო სამხრეთიდან — ყირგიზეთი.