ზაისანი
ზაისანი (ყაზახ. Зайсан) — გამდინარე ტბა სამხრეთ ალთაის, თარბაღათაისა და საურის ქედების შტოქედებს შორის მოქცეულ ქვაბულში, ყაზახეთის აღმოსავლეთ ნაწილში. ტბაში ჩაედინება მდინარე შავი ირტიში, გამოედინება მდინარე ირტიში. ბუხთარმის ჰესის აშენებამდე ზაისანის ფართობი 1810 კმ² იყო, სიგრძე 111 კმ, სიგანე დაახლოებით 30 კმ. ტბის საშუალო სიღრმეა 4-6 მ, მაქსიმალური 15 მ. ტბაში კაშხლის აგების შემდეგ ტბაში ჩამდინარე შავი ირტიში შეგუბდა და ტბის დონემ 7 მეტრით აიწია. ამჟამად ზაისანი ბუხთარმის წყალსაცავის უდიდეს ნაწილს შეადგენს.
ზაისანი | |
---|---|
ზაისანი | |
კოორდინატები: 48°00′00″ ჩ. გ. 84°00′00″ ა. გ. / 48.00000° ჩ. გ. 84.00000° ა. გ. | |
მდებარეობა | ყაზახეთი |
სიმაღლე ზღვის დონიდან | 420 მ |
სიგრძე | 105 კმ |
სიგანე | 48 კმ |
ფართობი | 1810 კმ² |
საშუალო სიღრმე | 4-6 მ |
მაქსიმალური სიღრმე | 15 მ |
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებარესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- ზაისანი — სტატია დიდი რუსული ენციკლოპედიიდან (რუსული)
- ზაისანი — სტატია ენციკლოპედია ბრიტანიკიდან (ინგლისური)