გიორგი ბერიძე
(გადამისამართდა გვერდიდან ბერიძე, გიორგი)
გიორგი ივანეს ძე ბერიძე (დ. 28 იანვარი [ძვ. სტ. 15 იანვარი], 1909, სოფ. ქსოვრისი, ახლანდელი მცხეთის მუნიციპალიტეტი ― გ. 6 ივნისი, 1983, თბილისი) — ქართველი მეცნიერი მეღვინეობის დარგში, ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორი (1955), პროფესორი (1956), საქართველოს მეცნიერებისა და ტექნიკის დამსახურებული მოღვაწე (1961).
ბიოგრაფია
რედაქტირება1933 წელს დაამთავრა საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტი. საქართველოს მებაღეობის, მევენახეობისა და მეღვინეობის ინსტიტუტის ღვინის ტექნოლოგიის განყოფილების გამგე (1976-მდე). ბერიძის შრომები ეხება ქართული ღვინის ტექნოლოგიისა და ენოქიმიის საკითხებს. დაჯილდოებულია ლენინის ორდენით, აგრეთვე სხვა ორდენებითა და მედლებით.
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 2, თბ., 1977. — გვ. 322.
- ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 1, თბ., 1997. — გვ. 404.