ქსოვრისი

სოფელი აღმოსავლეთ საქართველოში

ქსოვრისისოფელი საქართველოში, მცხეთის მუნიციპალიტეტში. თემის ცენტრი (სოფლები: ქსოვრისი, ვარდისუბანი).[1] მდებარეობს მდინარე ქსნის მარცხენა ნაპირზე. ზღვის დონიდან 640 მეტრი. მცხეთიდან 22 კმ., ქსნის რკინიგზის სადგურიდან 15 კმ. საბჭოთა პერიოდში სოფელში მოქმედებდა მეთესლეობის საბჭოთა მეურნეობა, მეფრინველეობის ფაბრიკა. ქსოვრისის სასოფლო საბჭოში შედიოდა ასევე სოფელი ვაზიანი.

სოფელი
ქსოვრისი
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
მხარე მცხეთა-მთიანეთის მხარე
მუნიციპალიტეტი მცხეთის მუნიციპალიტეტი
თემი ქსოვრისი
კოორდინატები 41°58′40″ ჩ. გ. 44°31′21″ ა. გ. / 41.97778° ჩ. გ. 44.52250° ა. გ. / 41.97778; 44.52250
ცენტრის სიმაღლე 640
ოფიციალური ენა ქართული ენა
მოსახლეობა 1268[1] კაცი (2014)
ეროვნული შემადგენლობა ქართველები 99,6 %
სასაათო სარტყელი UTC+4
ქსოვრისი — საქართველო
ქსოვრისი
ქსოვრისი — მცხეთა-მთიანეთის მხარე
ქსოვრისი

ისტორიარედაქტირება

სოფელი ქსოვრისი ისტორიული ძეგლია მუხრანის ვაკეზე. სოფელი უძველესი დროიდანვე წარმოადგენდა ქსნის ხეობის მნიშვნელოვან დასახლებას. არაბი ისტორიკოსი ბელაძორის ცნობით, არაბებს სხვა მხარეებთან ერთად გარკვეული პირობით ქსოვრისიც დამორჩილებია. ქსოვრისის დაწინაურებაში მნიშვნელოვანი როლი შეასრულა მისმა გეოგრაფიულმა მდებარეობამ. ქსოვრისზე გადიოდა „საქალაქო გზა“. აქ იღებდა სათავეს ე. წ. საგლახო რუ, რომელიც XVIII საუკუნეშიც მოქმედებდა. XVI საუკუნიდან სოფელი წილკნელის სამწყსოში და მუხრანბატონთა სათავადოში შედიოდა. ამავე ხანიდან ქსოვრისში ყმა-მამულის გარკვეულ ნაწილს ფლობდნენ რატიშვილები, ელიზბარაშვილები და გლურჯიძეები.

VIII საუკუნეში ქსოვრისი ლეკთა თარეშის წინააღმდეგ წარმოებული ბრძოლების ერთ-ერთ ბასტიონად იქცა. XVII-XVIII საუკუნეების მიჯნაზე ლეკთა წინააღმდეგ ბრძოლებში განსაკუთრებით გამოიჩინა თავი ქსნის ერისთავთა საგვარეულო სახლის განაყოფმა, აზნაურმა ზურაბ რატიშვილმა, რისთვისაც მას სამეფო კარმა თავადობა უბოძა. 1723 წელს ქსოვრისში დაბანაკდა ვახტანგ VI, რომელიც აქედან ხელმძღვანელობდა ლეკთა წინააღმდეგ წარმოებულ ბრძოლებს. 1732 წლის დეკემბერში ქსოვრისს ლეკები დაესხნენ თავს. გივი ამილახვარმა და თარხან ლუარსაბმა მტერი დაამარცხა.

დემოგრაფიარედაქტირება

2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 1268 ადამიანი.[1]

აღწერის წელი მოსახლეობა
2002 1502[2]
2014 1268  

ისტორიული ძეგლებირედაქტირება

სოფელში შემორჩენილია XVIII საუკუნის ქართული ხუროთმოძღვრული კომპლექსი რატიშვილების ციხე-დარბაზის ნანგრევები და ეკლესია. სოფლის განაპირას აღმართულია ცილინდრული კოშკი. XIX საუკუნეში დანგრეული სასახლის ადგილზე ორსართულიანი საცხოვრებელი სახლი ააშენეს. ციხე სამიარუსიანი იყო. მისი ერთადერთი ოთხსართულიანი საბრძოლო კოშკი სამხრეთ-დასავლეთ კუთხეშია აღმართული. კოშკის ქვედა სართულში ჭაა. ზედა სართული საბრძოლო ბაქანია, მეორე და მესამე სართულები საცხოვრებლად იყო გამოყენებული.

იხელეთ აგრეთვერედაქტირება

ლიტერატურარედაქტირება

სქოლიორედაქტირება

  1. 1.0 1.1 1.2 მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 6 სექტემბერი 2016.
  2. საქართველოს მოსახლეობის 2002 წლის პირველი ეროვნული საყოველთაო აღწერის ძირითადი შედეგები. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-09-19. ციტირების თარიღი: 2012-07-05.