ვარდისუბანი (მცხეთის მუნიციპალიტეტი)
ვარდისუბანი — სოფელი აღმოსავლეთ საქართველოში (მცხეთა-მთიანეთის მხარე), მცხეთის მუნიციპალიტეტში (ქსოვრისის ადმინისტრაციული ერთეული).
სოფელი | |
---|---|
ვარდისუბანი | |
ქვეყანა | საქართველო |
მხარე | მცხეთა-მთიანეთის მხარე |
მუნიციპალიტეტი | მცხეთის მუნიციპალიტეტი |
თემი | ქსოვრისი |
კოორდინატები | 41°56′59″ ჩ. გ. 44°32′11″ ა. გ. / 41.94972° ჩ. გ. 44.53639° ა. გ. |
ცენტრის სიმაღლე | 580 მ |
მოსახლეობა | 157[1] კაცი (2014) |
ეროვნული შემადგენლობა |
ქართველები 93,0 % ოსები 5,7 % |
სასაათო სარტყელი | UTC+4 |
სატელეფონო კოდი | +995 |
მდებარეობს მუხრანის ვაკეზე, მდინარე ქსნის მარცხენა ნაპირზე, ზღვის დონიდან 580 მ-ზე, მცხეთიდან 22 კმ-ში, ქსნიდან (უახლოესი რკინიგზის სადგური) 12 კმ-ში.
ვარდისუბანი პირველად მოხსენიებულია XVII საუკუნეში. მისი მამულები ეკუთვნოდა ზევდგენიძეთა საგვარეულოს. XVI–XVIII საუკუნეებში შედიოდა სამუხრანბატონოში. XVIII საუკუნის სწავლული ვახუშტი ბატონიშვილი ვარდისუბანს მუხრანის თემის სოფლებში განიხილავს.
დემოგრაფია
რედაქტირება2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 157 ადამიანი.[1]
აღწერის წელი | მოსახლეობა |
---|---|
2002 | 98[2] |
2014 | 157 |
ლიტერატურა
რედაქტირება- გვასალია ჯ., ვარდისუბანი // ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 3, თბ., 2014. — გვ. ?.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 6 სექტემბერი 2016.
- ↑ საქართველოს მოსახლეობის 2002 წლის პირველი ეროვნული საყოველთაო აღწერის ძირითადი შედეგები. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-09-19. ციტირების თარიღი: 2012-07-05.