მუხრან-საგურამოს ვაკე

მუხრან-საგურამოს ვაკევაკე აღმოსავლეთ საქართველოში, შიდა ქართლში, კავკასიონის მთისწინეთისა და სხალტბისა და საგურამოს ქედებს შორის, მდინარეების არაგვისა და ქსნის აუზებში. სიგრძე 35 კმ. მაქსიმალური სიგანე 9 კმ. სიმაღლე 480-650 მ.

მუხრან-საგურამოს ვაკე
მუხრან-საგურამოს ვაკის ხედი სოფ. გოროვნიდან
მუხრან-საგურამოს ვაკის ხედი სოფ. გოროვნიდან
კოორდინატები: 41°55′ ჩ. გ. 44°40′ ა. გ. / 41.917° ჩ. გ. 44.667° ა. გ. / 41.917; 44.667
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
სიმაღლე 480–650 
სიგრძე 35 კმ
სიგანე კმ
ჰიდროგრაფია არაგვი, ქსანი
მუხრან-საგურამოს ვაკე — საქართველო
მუხრან-საგურამოს ვაკე
მუხრან-საგურამოს ვაკე — მცხეთა-მთიანეთის მხარე
მუხრან-საგურამოს ვაკე

მუხრან-საგურამოს ვაკე საქართველოს ტექტონიკურ ბელტში შემავალი მეოთხეული მდინარეული ნაფენებით ამოვსებული ახალგაზრდა სინკლინური დეპრესიაა. რელიეფი ბრტყელია, ეროზიული ფორმები მცირე სიღრმეზეა ჩაჭრილი ვაკეში. დასერილია მდინარეების ქსნისა და არაგვის განივი და ნარეკვავის გასწვრივი ხეობებით. ჰავა ზომიერად ნოტიო სუბტროპიკულია; იცის ცხელი ზაფხული და ზომიერად ცივი ზამთარი. საშუალო წლიური ტემპერატურა 10,8 °C, იანვარი —1,1 °C, ივლისი 22,1 °C. აბსოლუტური მაქსიმალური 39 °C, აბსოლუტური მინიმალური — 29 °C. ნალექები 590 მმ წელიწადში. თითქმის მთელი ვაკე უჭირავს კულტურულ ლანდშაფტს – ბაღ-ვენახებსა და სიმინდის ყანებს. აქა-იქ შემორჩენილია მუხისა და თელის მცირე კორომები, მდინარისპირ ტუგაის ტყეები და ჯაგეკლიანი სტეპი.

ლიტერატურა

რედაქტირება