საგურამოს ქედი
საგურამოს ქედი, კუხეთის მთა — საშუალო სიმაღლის განედური ქედი, იალნოს ქედის დასავლეთი გაგრძელება. უმაღლესი ადგილია მთა საგურამო (1392 მ). აგებულია ნეოგენური ნალექი ქანებით (კონგლომერატებით, ქვიშაქვებით, თიხებით). იალნოს ქედთან შეერთების ადგილზე გადაკვეთილია თბილის-თიანეთის საავტომობილო გზით. კალთებზე შერეული ფოთლოვანი ტყეებია (შემონახულია რელიქტური კოლხური ქვეტყის — ჭყორი, სურო, ბზა), თხემზე — მეორეული სუბალპური მდელოები. საგურამოს ქედზე დგას ზედაზნის მონასტერი.
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
ლიტერატურარედაქტირება
- ჩანგაშვილი მ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 8, თბ., 1984. — გვ. 620.