ვაზიანი (მცხეთის მუნიციპალიტეტი)

სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ვაზიანი.

ვაზიანი (1945 წლამდე[2]დამპალა) — სოფელი აღმოსავლეთ საქართველოში, მცხეთა-მთიანეთის მხარის მცხეთის მუნიციპალიტეტში (ვაზიანის ადმინისტრაციული ერთეული).

სოფელი
ვაზიანი
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
მხარე მცხეთა-მთიანეთის მხარე
მუნიციპალიტეტი მცხეთის მუნიციპალიტეტი
თემი ვაზიანი
კოორდინატები 41°57′59″ ჩ. გ. 44°34′14″ ა. გ. / 41.96639° ჩ. გ. 44.57056° ა. გ. / 41.96639; 44.57056
ადრეული სახელები დამპალა (1945 წლამდე)
ცენტრის სიმაღლე 590
მოსახლეობა 526[1] კაცი (2014)
ეროვნული შემადგენლობა ქართველები 98,7 %
ოსები 0,8 %
სასაათო სარტყელი UTC+4
ვაზიანი (მცხეთის მუნიციპალიტეტი) — საქართველო
ვაზიანი (მცხეთის მუნიციპალიტეტი)
ვაზიანი (მცხეთის მუნიციპალიტეტი) — მცხეთა-მთიანეთის მხარე
ვაზიანი (მცხეთის მუნიციპალიტეტი)
ვაზიანი (მცხეთის მუნიციპალიტეტი) — მცხეთის მუნიციპალიტეტი
ვაზიანი (მცხეთის მუნიციპალიტეტი)

ვაზიანი მდებარეობს მუხრანის ვაკეზე, მდ. ქსნის მარცხენა მხარეს, ზღვის დონიდან 590 მ-ზე, მცხეთიდან 25 კმ-ში, ქსნიდან (უახლოესი რკინიგზის სადგური) 14 კმ-ში.

სოფელი დამპალას სახელწოდებით ქართულ დოკუმენტურ წყაროებში XVI საუკუნიდან იხსენიება. 1669 წლის დოკუმენტით („წილკნის ღმრთისმშობლის სამწყსოს სიგელი“) დამპალა წილკნის ეპარქიის სარგო ყოფილა. XVIII საუკუნის ქართველი სწავლული ვახუშტი ბატონიშვილი მას იხსენიებს დამპალეთის სახელწოდებით და სამუხრანოში აქცევს, სოფლის სახელწოდება უნდა უკავშირდებოდეს სოფელში სარწყავი არხების მოშლის გამო წარმოქმნილი ჭაობიანი დამპალი მიწების არსებობას. 1865 წლისთვის დამპალო შედიოდა დუშეთის უბნის ქსოვრისის სასოფლო თემში და იქ 19 კომლი ცხოვრობდა. 1945 წლის 6 სექტემბერს დამპალას ვაზიანი ეწოდა.

სოფლის მიდამოებში, სასაფლაოზე, დგას XVII საუკუნის გუმბათოვანი ეკლესია „სუმბიანი“. სოფლის შუაში XVIII საუკუნის II ნახევრის ციხე–გალავანია. ადგილ დამპალასა და სოფელ მჭადიჯვარს შორის აღმოჩენილია ნამოსახლარი.

დემოგრაფია

რედაქტირება

2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 526 ადამიანი.[1]

აღწერის წელი მოსახლეობა
2002 590[3]
2014 526  

ლიტერატურა

რედაქტირება
  • გვასალია ჯ., ვაზიანი // ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 3, თბ., 2014. — გვ. ?.
  • გვასალია ჯ., აღმოსავლეთ საქართველოს ისტორიული გეოგრაფიის ნარკვევები, თბ., 1983.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  • ვაზიანი — საქართველოს ისტორიულ ძეგლთა ბიბლიოგრაფიული ლექსიკონი.
  1. 1.0 1.1 მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 6 სექტემბერი 2016.
  2. საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის საინფორმაციო-სტატისტიკური განყოფილება, „საქართველოს სსრ ადმინისტრაციულ ტერიტორიული დაყოფა 1949 წლის 1 სექტემბრისათვის“, თბ., 1949
  3. საქართველოს მოსახლეობის 2002 წლის პირველი ეროვნული საყოველთაო აღწერის ძირითადი შედეგები. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-09-19. ციტირების თარიღი: 2012-07-05.