დამპალას ციხე-გალავანი

არქიტექტურული ძეგლი საქართველოში

დამპალას ციხე-გალავანიარქიტექტურული ძეგლი მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაზიანის ცენტრში. აგებულია XVIII საუკუნის II ნახევარში. ნაშენია რიყის ქვით, აგური გამოყენებულია კოშკების კონსტრუქციულ ადგილებში და ქონგურებზე. ციხე-გალავანი ძლიერ დაზიანებულია: გალავანის დიდი ნაწილი და კოშკების ზედა სართულები დანგრეულია. გალავანი ორიარუსიანია, თითქმის კვადრატული (32,2X38,6 მ). შესასვლელი აღმოსავლეთ მხარესაა. ქვედა იარუსი ყრუა, ზედაში კი სათოფურებია დატანებული. საბრძოლო ბილიკი ხის ყოფილა. გალავნის ოთხივე კუთხეში ცილინდრული კოშკი დგას. კოშკების პირველი სართული ყრუკედლებიანია, შესასვლელი მეორე სართულზეა. მეორე და მესამე სართულის კედლებში თითო ბუხარი და სათოფურია. კოშკებში სართულშუა გადახურვა ხის ყოფილა.

ლიტერატურა

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  •   კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 10525