ჰანს ჰალირი

(გადამისამართდა გვერდიდან ჰალირი, ჰანს)

ჰანს ჰალირი (დ. 6 ივნისი, 1868, იენა ― გ. 10 მარტი, 1932, ლეიდენი) — გერმანელი ბოტანიკოსი. მუშაობდა ბოგორის (კუნძული იავა), ჰამბურგის, ლეიდენის ჰერბარიუმებში. ამერიკელ ბოტანიკოს ჩ. ბესისთან ერთდროულად ჰალირმა შექმნა ყვავილოვან მცენარეთა ახალი ფილოგენეზური სისტემა (ყველაზე პრიმიტიულად თვლიდა მცენარეებს, რომელთაც ჰქონდათ ორსქესიანი, მწერებით დამმტვერავი ყვავილები კარგად განვითარებული ყვავილსაფრით და სპირალურად განლაგებული ყვავილის ნაწილებით), რომელიც საფუძვლად დაედო მრავალ თანამედროვე სისტემას.

ლიტერატურა

რედაქტირება