Dogs (პინკ ფლოიდის სიმღერა)

Dogs“ (ქართ. ძაღლები) — რიგით მეორე სიმღერა ინგლისური პროგრესული როკ-ჯგუფ პინკ ფლოიდის ალბომიდან Animals. მისი ავტორები არიან როჯერ უოტერსი და დეივიდ გილმორი. სიმღერა მეტაფორულ ხასიათს ატარებს და ეხება ისეთი ბიზნესმენების თემას, რომლებიც საკუთარ თავს და სხვებს ანადგურებენ საკუთარი ეგოიზმისა და კარიერის ხარჯზე.

„Dogs“
სიმღერაპინკ ფლოიდი
ალბომიდან Animals
ენა ინგლისური
გამოსვლის თარიღი 23 იანვარი, 1977 (ინგლისი)
2 თებერვალი, 1977 (აშშ)
ჩაიწერა ნოემბერი 1976
ჟანრი პროგრესული როკი
ხანგრძლივობა 17:04
ხმისჩამწერი ლეიბლი Harvest / Capitol
ავტორ(ებ)ი როჯერ უოტერსი და დეივიდ გილმორი
პროდიუსერი პინკ ფლოიდი
Animalsსიმღერები

სიმღერა უნდა შეეტანათ ჯგუფის კომპილაციურ ალბომში Echoes: The Best of Pink Floyd, თუმცა გადაიფიქრეს.[1]

1974 წლის ტურნეში ჯგუფი უკრავდა სამ ახალ სიმღერას და მთლიანად ალბომს The Dark Side of the Moon. ეს სამი ახალი სიმღერა იყო „You Gotta Be Crazy“ (მოგვიანებით - Dogs), „Shine On You Crazy Diamond“ და „Raving And Drooling“ (მოგვიანებით - „Sheep“). „You Gotta Be Crazy-ს“ შესრულებისას დეივიდ გილმორი ოდნავ სწრაფ ტემპში ასრულებდა, ვიდრე საბოლოო ვერსიაში. 1975 წლამდე სიმღერის ტექსტი შეიცვალა, ხოლო ალბომზე მუშაობისას დაემატა სხვა სტრიქონები. სიმღერის უმეტეს ნაწილში მღერის გილმორი, უოტერსი კი - უკანასკნელ ორ სტროფს.

როჯერ უოტერსის ჩანაფიქრით, ძაღლები ამ შემთხვევაში არიან „განდიდების მანიის მქონე ბიზნესმენები, რომლებიც ანადგურებენ საკუთარ თავს და ყველას, ვინც ირგვლივ არის, მხოლოდ და მხოლოდ კარიერის გამო“.

ალბომის სხვადასხვა გამოცემების კონვერტებზე მითითებული იყო სტრიქონი „Who was given a seat in the stand“, თუმცა იგი საბოლოო სტუდიურ ვერსიაში არ ჟღერს.

საკონცერტო ვერსიები

რედაქტირება

ჯგუფის საკონცერტო ტურნეს დროს გილმორი ასრულებდა ყველა სტროფს, გარდა უკანასკნელისა და დამატებით სოლოს გიტარაზე. სიმღერის ჩაწერის დროს დეივიდის უკვე ჩაწერილი სოლო უოტერსმა შემთხვევით წაშალა და გიტარისტი იძულებული გახდა, ყველაფერი ხელახლა ჩაეწერა.

სიმღერა სრულდებოდა როგორც ჯგუფის მიერ (1977 წლის ტურნე), ასევე როჯერ უოტერსის 1999-2002 წლების ტურნეებში. იგი დაბრუნდა 2016-2017 წლების კონცერტებზეც. პაუზის მონაკვეთში, როდესაც მხოლოდ სინთეზატორი და დასარტყმელი საკრავები მუშაობდნენ, ბენდის დანარჩენი წევრები უოტერსს სცენაზე პოკერს ეთამაშებოდნენ. ჯონ კერინი გილმორის სტროფებს ასრულებდა 1999-2000 წლებში, ხოლო 2002 წელს მათ ჩესტერ კემენი მღეროდა.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. Guthrie, James. James Guthrie: Audio: Building A Compilation Album. Pink Floyd. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2 ივნისი 2010. ციტირების თარიღი: 17 June 2013.