Pigs (Three Different Ones)“ — მესამე სიმღერა ინგლისური პროგრესული როკ-ჯგუფ პინკ ფლოიდის ალბომზე Animals[1][2]. მისი ავტორია როჯერ უოტერსი. სიმღერაში საუბარია საზოგადოების იერარქიის თავში მყოფ ღორებზე, რომლებიც მანიპულირებენ ამ საზოგადოებით და ყველა ძალას იყენებენ, რათა შეინარჩუნონ საკუთარი ადგილი და ძალაუფლება. როჯერ უოტერსი ამ სიმღერით გამოხატავს ვარაუდს, რომ ღორები მართავენ ძაღლებს, რომლებიც თავის მხრივ, ჩაგრავენ ყველა დანარჩენ ცხოველს. ბრაზილიაში სიმღერა პრომო სინგლის სახით გამოიცა.[3]

„Pigs (Three Different Ones)“

პრომო-სინგლის გარეკანი
სიმღერაპინკ ფლოიდი
ალბომიდან Animals
ენა ინგლისური
გამოსვლის თარიღი 23 იანვარი, 1977 (ინგლისი)
2 თებერვალი, 1977 (აშშ)
ჩაიწერა აპრილი-მაისი 1976
ჟანრი პროგრესული როკი
ხანგრძლივობა 11:28
ხმისჩამწერი ლეიბლი Harvest / Capitol
ავტორ(ებ)ი როჯერ უოტერსი
პროდიუსერი პინკ ფლოიდი
Animalsსიმღერები

სიმღერის პირველ სტროფში გვიამბობს ბიზნესმენზე. მეორე სტროფში ნახსენებია მარგარეტ ტეტჩერი – როგორც „მეგი“. მესამე სტროფი მერი უაიტჰაუსზეა, რომელიც 1960-იან წლებში ჯგუფის საწინააღმდეგო პროპაგანდას ეწეოდა, რადგან, მისი აზრით, ისინი „სექსსა და ნარკოტიკებს ქადაგებდნენ“. ზოგიერთმა პოლიტიკოსმა, როგორიც არის ტიპერ გორი (ელ გორის მეუღლე), გამოიყენა სტრიქონი „Hey you, WhiteHouse“, როგორც ალიბი ჯგუფის წინააღმდეგ და ისინი ანტიამერიკანიზმში დაადანაშაულა.

სტუდიაში მუშაობისას მესამე სტროფის რამდენიმე სტრიქონი შეცვალეს, რადგან უოტერსი პოლიტიკაზე საუბრისას მეტად პირდაპირი იყო. სიმღერის შუაგულში გილმორი იყენებს ტოკბოქსს - მოწყობილობას, რომელიც ხმას სპეციფიკურ ჟღერადობას ანიჭებს. იგივე ეფექტი მოგვიანებით გამოიყენეს სიმღერაში „Keep Talking“ და მის საკონცერტო შესრულებებზე.

ნომერი სრულდებოდა 1977 წლის ტურნეში In the Flesh. უოტერსის 1987 წლის ტურნეს Radio K.A.O.S. მსვლელობისას წარმოდგენილი იყო მისი შემოკლებული ვერსია.

2016 წელს, Desert Trip-ზე გამოსვლისას „Pigs“ როჯერის სოლო-კარიერის პერიოდში პირველად შესრულდა სრული სახით. სცენაზე პროექციების სახით ნაჩვენები იყო დონალდ ტრამპის სახუმარო გამოსახულებები, ენდი უორჰოლის ნახატების ფერების სტილში. ამ სურათებზე ტრამპი გამოსახული იყო ტუჩის საცხით, ქალის მკერდით, კუ-კლუქს-კლანის ქუდით, შიშველი (მომცრო ზომის სასქესო ორგანოთი), ღორის სხეულზე დამონტაჟებული თავით და სახეზე დაწერილი სიტყვით „charade“. ვიდეო-ეკრანებზე გამოტანილი იყო ტრამპის ნამდვილი ციტატები, ბოლოს კი ეწერა „Fuck Trump“.[4] სიმღერა უოტერსის სეტლისტში დარჩა 2017 წელსაც, ტურნეში Us + Them. „Fuck Trump“ მოგვიანებით შეცვალა ფრაზამ „Trump Is a Pig“. მიუხედავად იმისა, რომ გამოხმაურებები აშშ-ის პრეზიდენტის სურათების ასეთი სახით გამოყენებაზე ძირითადად აღფრთოვანებული იყო, მსმენელების ნაწილი სოციალურ ქსელებში ტოვებდა უარყოფით კომენტარებს ან პირდაპირ ტოვებდა კონცერტებს. უოტერსის პასუხი ასეთი იყო: „უცნაურია, რომ ადამიანი, რომელიც ჩემი 50 წლიანი კარიერის სიმღერებს უსმენს, გაოგნებულია, რომ მე ვმღერივარ პოლიტიკაზე. თუკი არ მოსწონს, შეუძლია კეტი პერის კონცერტზე წასვლა ან „კარდაშიანების“ ნახვა. არ მაღელვებს“. უოტერსმა აგრეთვე განაცხადა, რომ ტრამპის საწინააღმდეგო სურათების გამოყენებით დაკარგა ტურნეს სპონსორიც, მაგალითად American Express, რომელსაც არ სურდა, რომ კომპანია დაკავშირებული ყოფილიყო ამ კონცერტებთან.[5]

  1. სტრონგი, მარტინ ჩ. (2004). The Great Rock Discography, მეშვიდე, ედინბურგი: Canongate Books, გვ. 1177. ISBN 1-84195-551-5. 
  2. მებეტი, ენდი (1995). The Complete Guide to the Music of Pink Floyd. ლონდონი: Omnibus Press. ISBN 0-7119-4301-X. 
  3. Lua-ს შეცდომა in მოდული:Citation/CS1 at line 4027: bad argument #1 to 'pairs' (table expected, got nil).
  4. https://www.youtube.com/watch?v=IHznNjpMTXo
  5. Maine, Samantha. (August 5, 2017) Roger Waters tells anti-Trump tour critics to ‘go see Katy Perry’ instead. NME. ციტირების თარიღი: August 5, 2017