როჯერ უოტერსი
ჯორჯ როჯერ უოტერსი (ინგლ. George Roger Waters; დ. 6 სექტემბერი, 1943, დიდი ბუკჰემი, ინგლისი, გაერთიანებული სამეფო) — ინგლისელი როკ-მუსიკოსი, ვოკალისტი, ბას-გიტარისტი, სიმღერების ავტორი და კომპოზიტორი. იგი უფრო მეტად ცნობილია, როგორც პროგრესული როკ-ჯგუფ პინკ ფლოიდის წევრი და ლიდერი 1968–1985 წლებში.
როჯერ უოტერსი | |
---|---|
როჯერ უოტერსი 2020 წელს | |
ბიოგრაფია | |
ნამდვილი სახელი | ჯორჯ როჯერ უოტერსი |
დაბ. თარიღი | 6 სექტემბერი, 1943 |
დაბ. ადგილი | დიდი ბუკჰემი, სარის საგრაფო, ინგლისი |
ჟანრ(ებ)ი | |
საქმიანობა | |
ინსტრუმენტ(ებ)ი |
|
აქტიური | 1964–დღემდე |
ლეიბლ(ებ)ი | |
აღსანიშნავი ინსტრუმენტები | |
საიტი | roger-waters.com |
როჯერ უოტერსი ვიკისაწყობში |
1968 წელს პინკ ფლოიდი დატოვა სიმღერების ავტორმა, ვოკალისტმა და გიტარისტმა სიდ ბარეტმა და უოტერსი დროთა განმავლობაში იქცა ჯგუფის ტექსტების და მუსიკის, აგრეთვე კონცეპტუალური იდეების ძირითად ავტორად. მსოფლიო წარმატება მისი მონაწილეობით კოლექტივმა მოიპოვა 1970-იანი წლების ალბომებით The Dark Side of the Moon, Wish You Were Here, Animals და The Wall. მიუხედავად იმისა, რომ უოტერსი ძირითადად ბას-გიტარაზე უკრავდა, იგი აგრეთვე ატარებდა ცდებს სინთეზატორებთან და ფირებთან, კონცერტებსა და სტუდიურ ჩანაწერებზე კი რიტმულ გიტარასაც იყენებდა. 1985 წელს, კოლექტივის სხვა წევრებთან აზრთა სხვადასხვაობის გამო მან დატოვა პინკ ფლოიდი და ყოფილ კოლეგებთან სასამართლო დავით ეცადა, შეენარჩუნებინა უფლება ჯგუფის სახელწოდებასა და მასალაზე. 1987 წელს ეს დავა დასრულდა საავტორო უფლებების გადანაწილებით. 2010 წლის მონაცემებით პინკ ფლოიდს მსოფლიო მასშტაბით გაყიდული ჰქონდა 250 მილიონი დისკი, მათ შორის 74,5 მილიონი — მხოლოდ აშშ-ში.
უოტერსის სოლო-კარიერა მოიცავს ოთხ სტუდიურ ალბომს — The Pros and Cons of Hitch Hiking (1984), Radio K.A.O.S. (1987) და Amused to Death (1992) და Is This the Life We Really Want? (2017). მას აგრეთვე ეკუთვნის რონ გისინთან ერთად 1970 წლის ფილმისთვის „სხეული“ დაწერილი მუსიკა და სიმღერები 1986 წლის ანიმაციური ფილმისთვის „როდესაც ქარი ქრის“ (რომელიც ეფუძნება რეიმონდ ბრიგზის ამავე სახელწოდების გრაფიკულ რომანს). 1990 წელს როჯერმა დადგა მსოფლიო მუსიკის ისტორიაში ერთ-ერთი მასშტაბური როკ-შოუ, The Wall – Live in Berlin, რომელსაც დაახლოებით 200 000 მაყურებელი დაესწრო. 1996 წელს იგი, პინკ ფლოიდთან ერთად, შეიყვანეს აშშ-ის როკ-ენ-როლის დიდების, ხოლო 2005 წელს – ბრიტანეთის მუსიკის დიდების დარბაზში. 1999 წლიდან უოტერსი აქტიურად მოგზაურობს საკონცერტო ტურნეებით, რომელთა შორის პირველი იყო In the Flesh (1999-2002). 2006-2008 წლებში გაიმართა მასშტაბური ტურნე The Dark Side of the Moon Live. 2005 წელს უოტერსმა გამოსცა სამმოქმედებიანი ოპერა Ça Ira, რომელიც ეძღვნება საფრანგეთის რევოლუციის იუბილეს. 2005 წლის 2 ივლისს იგი პინკ ფლოიდის წევრებთან, ნიკ მეისონთან, რიჩარდ რაიტთან და დეივიდ გილმორთან, გაერთიანდა საქველმოქმედო მარათონზე Live 8 ერთადერთი გამოსვლისთვის.
2010 წელს დაიწყო მუსიკოსის ტურნე The Wall Live, რომელზეც ალბომის The Wall მთლიანი მასალა პირველად შესრულდა მასშტაბური სოლო-ტურნეს ფარგლებში. ამ ტურნეს მსვლელობისას, 2011 წლის 12 მაისს, ლონდონის დარბაზში O2 მასთან ერთად სიმღერის „Comfortably Numb“ შესასრულებლად პინკ ფლოიდის ვოკალისტი, სიმღერების ავტორი და გიტარისტი დეივიდ გილმორი გამოვიდა, ხოლო საბოლოო სიმღერაში „Outside the Wall“ სცენაზე ავიდა როგორც გილმორი, ასევე ნიკ მეისონი, ჯგუფის დრამერი. 2017 წელს დაიწყო მუსიკოსის კიდევ ერთი ტურნე, Us + Them.
ადრეული წლები
ჯორჯ როჯერ უოტერსი დაიბადა 1943 წლის 6 სექტემბერს, მერი (ქორწინებამდე უაიტის; 1913–2009) და ერიკ ფლეტჩერ უოტერსის ოჯახში, დიდ ბუკჰემში, სარის საგრაფოში[2]. იგი იყო ორ ვაჟს შორის უმცროსი.[3] მისი მამა ქვანახშირის საბადოს მუშაკის შვილი და ლეიბორისტული პარტიის აქტივისტი, იყო სკოლის მასწავლებული, მოკრძალებული ქრისტიანი და ასევე ბრიტანეთის კომუნისტური პარტიის წევრი.[4] მეორე მსოფლიო ომის პირველ პერიოდში ერიკმა პირადი მოსაზრებების გამო უარი თქვა აქტიურ სამხედრო სამსახურზე და საბრძოლო პირობებში, სასწრაფო დახმარების მანქანის მძღოლად მუშაობდა[4].
პაციფისტური მოსაზრებები ერიკმა მოგვიანებით შეცვალა და შეუერთდა ბრიტანეთის სამხედრო ძალებს, სამეფო ფუზილერების მერვე ლეგიონს.[1] იგი დაიღუპა 1944 წლის 18 თებერვალს, ანციოს ხიდთან სამხედრო ოპერაციის დროს[5], როდესაც როჯერი მხოლოდ ხუთი თვის ასაკის იყო.[6] ერიკ ფლეტჩერ უოტერსის მემორიალი ამჟამად აღმართულია იტალიაში, კასინოს პროვინციაში.[7] 2014 წლის 18 თებერვალს როჯერი თავად დაესწრო ამ და სხვა დაღუპული პიროვნებების ხსოვნისადმი მიძღვნილი ძეგლის გახსნას. საზეიმო ვითარებაში მუსიკოსს მიენიჭა ანციოს საპატიო მოქალაქის წოდებაც.[8]
მეუღლის გარდაცვალების შემდეგ მერი, რომელიც ასევე მასწავლებლად მუშაობდა, ორ შვილთან ერთად საცხოვრებლად კემბრიჯში გადავიდა.[9] კემბრიჯში როჯერი დადიოდა მორლის სკოლაში, მოგვიანებით კი კემბრიჯშირის უფროსკლასელთა სკოლაში გადავიდა, სადაც გაიცნო როჯერ ბარეტი, შემდგომში ცნობილი, როგორც სიდი.[10] უოტერსის მომავალი მუსიკალური კოლეგა, დეივიდ გილმორი, ცხოვრობდა ახლოს, მილ-როუდზე და პერსის სახელობის სკოლაში დადიოდა.[11] 15 წლის ასაკში უოტერსი აირჩიეს კემბრიჯის ბირთვული განიარაღების კამპანიის ახალგაზრდული ფრთის თავმჯდომარედ[12]. როჯერმა შექმნა ორგანიზაციის საჯარო პოსტერი და ორგანიზაციის საქმიანობაში აქტიურად მონაწილეობდა.[13] მიუხედავად იმისა, რომ იგი წარმატებული იყო სპორტში (განსაკუთრებით, კრიკეტისა და რაგბის განხრით)[14], სასკოლო წარმატებები უმნიშვნელო იყო. როგორც თავად უოტერსი იხსენებდა: „ამ პროცესის ყოველი წამი მეზიზღებოდა, გარდა თამაშებისა. რეჟიმი სკოლაში იყო მეტად დესპოტური; ბავშვები, რომლებიც მიჩვეულები არიან სხვა ბავშვების მხრიდან დაშინებას, ასევე მიჩვეულები არიან დაშინებას მასწავლებლების მხრიდან“.[15]
1962 წელს, სკოლის დასრულების შემდეგ, როჯერმა სწავლისგან ერთი წლით დაისვენა და იმოგზაურა ევროპასა და შუა აღმოსავლეთში. როგორც შემდგომში ამბობდა, ამან მასზე მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა. ბეირუთში იგი მიიწვიეს მოხუცმა ხეიბარმა ცოლ-ქმარმა. „დაუჯერებლად სტუმართმოყვარეები იყვნენ“, იხსენებდა უოტერსი. „სწორედ ასეთი შემთხვევითი გაცნობით ხდება, რომ შეგვიძლია სხვა ადამიანის ადგილზე ვიგრძნოთ თავი...ასეთი წამები ქმნიან ჩვენს ცხოვრებას.“[16]
მიუხედავად იმისა, რომ ბარეტს და გილმორს უკვე იცნობდა კემბრიჯიდან, პინკ ფლოიდის პირველი წევრები, ნიკ მეისონი და რიჩარდ რაიტი მან გაიცნო ლონდონში, რიჯენტ სტრიტის პოლიტექნიკურ უნივერსიტეტში, არქიტექტურის ფაკულტეტზე სწავლის პერიოდში, სადაც 1962 წელს ჩაირიცხა[17] (უნარების გამოცდების შედეგად გამოჩნდა, რომ ამ განხრისთვის მზად იყო).[18] თუმცა, თავდაპირველად დაგეგმილი ჰქონდა მექანიკურ ინჟინერიაში განათლების მიღება.[18]
1965–1985: პინკ ფლოიდი
შექმნა და ბარეტის ლიდერობის პერიოდი
1963 წლის სექტემბრისთვის როჯერმა და ნიკ მეისონმა დაკარგეს სწავლისადმი ინტერესი[19] და გადასახლდნენ სტენჰოუპ-გარდენის ტერიტორიაზე, მაიკ ლეონარდის, რიჯენტ-სტრიტის პოლიტექნიკურ უნივერსიტეტში ნახევარ განაკვეთზე მომუშავე ლექტორის კუთვნილ სახლში.[20] პირველად უოტერსმა, მეისონმა და რიჩარდ რაიტმა ერთად დაუკრეს 1963 წლის შემოდგომაზე[21], ჯგუფში, რომელიც ვოკალისტ კით ნობლისა და ბას-გიტარისტ კლაივ მეტკალფის მიერ ჩამოყალიბდა[22]. როგორც წესი, ეს კოლექტივი საკუთარ თავს Sigma 6-ს უწოდებდა, მაგრამ აგრეთვე სახელით Meggadeaths გამოდიოდა.[13] ამ კოლექტივში უოტერსი უკრავდა რიტმულ გიტარაზე, ხოლო მეისონი – დასარტყმელ საკრავებზე. რაიტი უკრავდა ნებისმიერ კლავიშებიან საკრავებზე [23], ხოლო ნობლის და, შეილა, მღეროდა. თავდაპირველად ჯგუფი ძირითადად უნივერსიტეტის სარდაფში დახურულ წვეულებებზე გამოდიოდა.[24]
1963 წლის სექტემბერში, როდესაც მეტკალფმა და ნობლმა კოლექტივი საკუთარი ჯგუფის ჩამოყალიბების მიზნით დატოვეს, დარჩენილმა წევრებმა სიდ ბარეტსა და ბობ კლოუზს დახმარება სთხოვეს[25]. 1964 წლის იანვრისთვის მათ იცნობდნენ სახელწოდებით The Abdabs (ან The Screaming Abdabs)[26]. 1964 წლის შემოდგომაზე სახელწოდებები იყო Leonard's Lodgers, The Spectrum Five და, საბოლოოდ, Tea Set.[27] მას შემდეგ, რაც ნობლმა და მეტკალფმა დატოვეს ჯგუფი და მან დაკარგა კარგი ვოკალისტები, კლოუზმა მოიყვანა კრის დენისი[28], სამეფო საჰაერო ძალების კბილის ექიმი[29]. 1964 წლის სექტემბრისთვის მეისონი გადავიდა ლეონარდის სახლიდან, მას კი კლოუზი ჩაენაცვლა. მოგვიანებით, 1964 წლის ზამთარში ლეონარდის სახლში ბარეტიც[30], უოტერსის ბავშვობის დროის ნაცნობი გამოჩნდა.[4].
მეისონის თქმით, ჯგუფის პირველი ხმისჩამწერი სესია გაიმართა 1964 წლის დეკემბერში[31]. ამ დროისთვის მასში გიტარაზე კლოუზი უკრავდა, კოლექტივის სახელწოდება კი Tea Set იყო. რაიტის მეგობრის დახმარებით მათ უფასოდ იქირავეს Decca-ს სტუდია და ჩაწერეს რამდენიმე სიმღერა. მათ შორის იყო სლიმ ჰარპოს „I'm a King Bee“-ს ვერსია, ბარეტის ორი ორიგინალური კომპოზიცია („Butterfly“ და „Lucy Leave“) და ჯგუფის ერთობლივი ნამუშევარი „Double O Bo“ - მეისონის თქმით, ეს იყო ბო დიდლისა და ჯეიმზ ბონდის მელოდიების შეხამება. წლების შემდეგ ეს ჩანაწერები პირველად გამოიცა ჯგუფის კომპილაციური ბოქს-სეტ The Early Years 1965–1972-ის შემადგენლობაში.
კლოუზმა შემადგენლობა 1965 წლის ზაფხულში დატოვა[32], მეისონის თქმით, მამისა და მასწავლებლების მოთხოვნით.[33] დენისი კვლავაც ჯგუფში რჩებოდა და სწორედ მაშინ ბარეტმა მოიფიქრა ახალი სახელწოდება, Pink Floyd Sound[34] — ამის მთავარი მიზეზი იყო ის, რომ Tea Set-ის სახელწოდებით კიდევ ერთი ჯგუფი არსებობდა, რომელიც მათთან ერთად უნდა გამოსულიყო.[35] დენისი 1965 წლის იანვარში გაემგზავრა ბაჰრეინში, ბარეტის იმიჯი კი ჯგუფში უფრო გამყარდა 1965 წლის შემოდგომაზე. Pink Floyd Sound იქცა ჯგუფის მუდმივ სახელწოდებად. მოგვიანებით იგი შეიცვალა და გახდა The Pink Floyd Sound, ხოლო 1966 წლის პირველ თვეებში — უბრალოდ Pink Floyd.[36]
1966 წლისთვის ბარეტი იყო ჯგუფის ლიდერი, გიტარისტი და სიმღერების ავტორი[37]. მან დაწერა პინკ ფლოიდის სადებიუტო ალბომის The Piper at the Gates of Dawn თითქმის ყველა სიმღერა.[38] ამ ალბომში აგრეთვე შეიტანეს უოტერსის პირველი საავტორო ნამუშევარი „Take Up Thy Stethoscope and Walk“.[39] თუმცა, 1967 წლის ბოლოს ბარეტის ცვალებადი ფსიქიკური მდგომარეობა არასტაბილური იყო, რამაც იგი ჯგუფის განვითარებისთვის არახელსაყრელ პიროვნებად აქცია. ვინაიდან ბარეტთან მუშაობა რთული იყო, 1968 წლის მარტში პინკ ფლოიდი შეხვდა თავის მენეჯერებს, რათა განეხილა კოლექტივის მომავალი. სიდი დათანხმდა ჯგუფიდან წასვლაზე[40]. 1968 წლის აპრილში ჯგუფში მოვიდა დეივიდ გილმორი, რასაც ახლდა ახალი მენეჯერის, სტივ ო’რურკის განცხადება ბარეტის წასვლისა და ახალი გიტარისტის მოსვლის შესახებ[41].
უოტერსის ლიდერობის პერიოდი
ბარეტის წასვლის შემდეგ უოტერსი დროთა განმავლობაში ჯგუფის მუსიკალური მიმართულების ხელმძღვანელი გახდა. იგი იქცა სიმღერების ძირითად და ტექსტების ავტორად, თანავოკალისტად და 1985 წელს წასვლამდე რჩებოდა პინკ ფლოიდის დომინირებად ფიგურად.[42] მას ეკუთვნის ჯგუფის ხუთი ალბომის მთლიანი ტექსტები, დაწყებული The Dark Side of the Moon-ით (1973) და დამთავრებული ალბომით The Final Cut-ით (1983) და ამ წლების განმავლობაში იგი თანდათან სულ უფრო მეტად აკონტროლებდა ჯგუფსა და მის მუსიკას.[43] უოტერსის მიერ დაწერილი ტექსტებით The Dark Side of the Moon იქცა ყველა დროის ერთ-ერთ წარმატებულ როკ-ალბომად. 2004 წლისთვის მან „ბილბორდის“ ჩარტში 723 კვირა დაჰყო და გაიყიდა 35 მილიონზე მეტი ასლის ოდენობით. 2005 წლისთვის იგი აგრეთვე ყოველ კვირას 8000-ზე მეტი ასლის ოდენობით იყიდებოდა[44]. ჯგუფის ბიოგრაფ გლენ პოვის მიხედვით, ეს არის მსოფლიოს რიგით მეორე ყველაზე გაყიდვადი და აშშ-ის ტერიტორიაზე რიგით 21-ე ყველაზე გაყიდვადი ალბომი[45].
უოტერსს ეკუთვნის ალბომების The Dark Side of the Moon (1973), Wish You Were Here (1975), Animals (1977), The Wall (1979) და The Final Cut (1983) თემატური იდეები.[46] ამ ნამუშევრებში სხვადასხვა სახით არის ნახსენები ომისა და უოტერსის მამის დაღუპვის თემა (რაც დაიწყო სიმღერით „Corporal Clegg“ (A Saucerful Of Secrets, 1968), გაგრძელდა „Free Four“-ით (Obscured By Clouds, 1972) და კულმინაცია იქონია მითითებულ ალბომებში. The Final Cut მთლიანად მიეძღვნა მისი მამის, ერიკ ფლეტჩერ უოტერსის ხსოვნას.[47] The Wall-ის თემა და ჩამოყალიბება შთაგონებულია როჯერის ინგლისურ საზოგადოებაში მეორე მსოფლიო ომის შემდეგ არსებული მამაკაცების ნაკლებობის პირობებში აღზრდით[48].
„ვფიქრობ, „Comfortably Numb“ იყო ჩემი და როჯერის ერთად თანამშრომლობის შესაძლებლობის უკანასკნელი ნაცარი.“
| |
(დეივიდ გილმორი[49])
|
ორმაგი ალბომი The Wall თითქმის მთლიანად უოტერსის მიერ არის დაწერილი და ძირითადად მისი ცხოვრების ისტორიას ეფუძნება[50]. აშშ-ში იგი 2010 წლისთვის 23 მილიონზე მეტი ასლის ოდენობით გაიყიდა და, RIAA-ს თანახმად, წარმოადგენს ამ ქვეყანაში ერთ-ერთს ყველა დროის სამი ყველაზე გაყიდვადი ალბომიდან[51]. მის თანაპროდიუსერად პინკ ფლოიდმა აიყვანა ბობ ეზრინი, ხოლო მხატვარ ჯერალდ სკარფის მიერ შემუშავდა დისკის ვიზუალური კონცეფცია[52] და შემდგომში, საკონცერტო გამოსვლების ვიზუალური გაფორმება და ფილმის „პინკ ფლოიდი: კედელი“ (1982) ანიმაციური ეპიზოდები. ლოს-ანჯელესში, ნიუ-იორკში, ლონდონსა და დორტმუნდში, ტურნეს The Wall ფარგლებში კოლექტივმა ჩაატარა რამდენიმე კონცერტი. პინკ ფლოიდის მიერ The Wall უკანასკნელად 1981 წლის 16 ივნისს შესრულდა, ერლს კორტის საგამოფენო ცენტრის სცენაზე. აღნიშნული კონცერტი იყო უკანასკნელი უოტერსის ყოფილ კოლეგებთან 2005 წლის 2 ივლისს, კონცერტზე Live 8 24 წლის შემდეგ გამოსვლამდე.[53]
1983 წელს გამოვიდა ჯგუფის უკანასკნელი სტუდიური ალბომი უოტერსის მონაწილეობით, The Final Cut. ალბომის ქვესათაური იყო „პოსტ-საომარი ოცნების რეკვიემი, დაწერილი როჯერ უოტერსის და შესრულებული პინკ ფლოიდის მიერ“[54]. უოტერსი არის მისი ყველა სიმღერის ტექსტისა და მუსიკალური კომპოზიციის ავტორი. ტექსტებში შეიმჩნევა მარგარეტ ტეტჩერის, ისევე როგორც კონსერვატიული პარტიის კრიტიკა.[55] ვინაიდან იმ პერიოდში დეივიდ გილმორს არ ჰქონდა მზად ახალი სიმღერები მომავალი ალბომისთვის, მან სთხოვა უოტერსს, ოდნავ შეეფერხებინა დისკის გამოცემა, რაზეც როჯერმა უარი უთხრა.[56] ნიკ მეისონის თანახმად, კამათის შედეგად, გილმორის სახელი ამოიშალა ალბომის თანაავტორებიდან, თუმცა მას კვლავ უხდიდნენ ანაზღაურებას შესრულებული სამუშაოსთვის[57]. Rolling Stone-ის მიერ დისკს ხუთი ვარსკვლავი მიენიჭა, ხოლო მიმომხილველი კურტ ლოდერი წერდა, რომ ეს იყო „უმაღლესი მიღწევა“[58] და „არტ-როკის დაგვირგვინება“.[59] იგი დისკს განიხილავდა, როგორც უოტერსის რჩეულ სოლო-ალბომს.[60]
ჯგუფიდან წასვლა და სარჩელი გილმორის და მეისონის წინააღმდეგ
ჯგუფში შემოქმედებითი სხვადასხვაობების გამო, უოტერსმა პინკ ფლოიდი 1985 წელს დატოვა და ყოფილ კოლეგებთან იურიდიული დავა კოლექტივის სახელწოდებისა და მუსიკალური მასალის გამოყენების თაობაზე გამართა.[61] 1985 წლის დეკემბერში მან წარადგინა განცხადება, სადაც კომპანიებს EMI და CBS ჯგუფთან კონტრაქტის დასრულებაზე აუწყებდა. 1986 წლის ოქტომბერში მან შეიტანა სარჩელი უმაღლეს სასამართლოში, რათა პინკ ფლოიდი ფორმალურად დაეშალა. თავის გადაწყვეტილებას როჯერი ასაბუთებდა იმით, რომ „ჯგუფი ამოწურულ ძალას წარმოადგენდა“.[62] გილმორი და მეისონი ამ გადაწყვეტილებას შეეწინააღმდეგნენ და განაცხადეს, რომ პინკ ფლოიდის სახელით არსებობას განაგრძობდნენ. უოტერსი ამტკიცებდა, რომ მას აიძულეს ჯგუფის დატოვება, ისევე, როგორც თავის დროზე რიჩარდ რაიტს. მან გადაწყვიტა, იურიდიულად დაეტოვებინა პინკ ფლოიდი: „ასე რომ არ მოვქცეულიყავი, ფინანსური პრობლემები სრულად გამანადგურებდნენ“[63]. 1987 წლის დეკემბერში როჯერმა და პინკ ფლოიდმა შეთანხმებას მიაღწიეს.[61] მეისონის თანახმად:
„საბოლოოდ როჯერთან ფორმალური შეხვედრის შესახებ შევთანხმდით. მან 1987 წლის შობის წინ Astoria-ში ჯერომ უოლტონის, დეივიდის ბუღალტერის მონაწილეობით ჩაიარა. ჯერომი დეტალებში ბეჭდავდა შეთანხმების დედააზრს. სინამდვილეში, იქ უფრო რთული დეტალები იყო. შეთანხმების თანახმად, როჯერს ეძლეოდა უფლება, შეენარჩუნებინა სტივი [ო’რურკი], ხოლო მე და დეივიდს შეგვეძლო კვლავ გაგრძელება პინკ ფლოიდის სახელით. საბოლოოდ, დოკუმენტი გადაეცა ჩვენს ადვოკატებს, რათა იგი იურიდიულად ეთარგმნათ. საოცარია, რომ ამას ვერაფრით მიაღწიეს, მაგრამ საბოლოოდ სასამართლომ ჯერომის ვერსია მიიღო როგორც ერთადერთი და აუცილებელი დოკუმენტი, რის შემდეგაც დაადასტურა ბეჭდებით.[64]“
|
უოტერსი საბოლოოდ გათავისუფლდა ო’რურკთან კონტრაქტით გათვალისწინებული პირობებისგან და შეინარჩუნა საავტორო უფლებები The Wall-ის კონცეფციასა და ჯგუფის გასაბერ მფრინავ ღორზე.[65] გილმორის ლიდერობით პინკ ფლოიდმა გამოსცა სამი სტუდიური ალბომი - A Momentary Lapse of Reason (1987), The Division Bell (1994) და The Endless River (2014). 2013 წლისთვის მას მსოფლიოში გაყიდული ჰქონდა 250 მილიონზე მეტი ალბომი, აქედან, RIAA-ს აღრიცხვით – 74.5 მილიონი ერთეული მხოლოდ აშშ-ში.[66] 2013 წელს უოტერსმა აღიარა, რომ ნანობდა ამ სარჩელის შესახებ: „ვცდებოდი. რა თქმა უნდა, ვცდებოდი“.[67]
1984–დღემდე: სოლო-კარიერა
1984–1989: The Pros and Cons of Hitch Hiking და Radio K.A.O.S.
როჯერს ჯერ კიდევ 1970 წელს, რონ გისინის თანაავტორობით, ჩაწერილი ჰქონდა ალბომი Music from The Body, რომელშიც შეტანილია კომპოზიციები, უფრო ადრე დაწერილი ფილმისთვის „სხეული“. ალბომის The Final Cut გამოცემის შემდეგ დაიწყო მუსიკოსის სოლო-კარიერის ძირითადი ეტაპი. ამ კარიერის ფარგლებში მან გამოსცა ოთხი კონცეპტუალური სტუდიური ალბომი და საუნდტრეკი.
1984 წელს გამოვიდა პირველი ალბომი, The Pros and Cons of Hitch Hiking – პროექტი მამაკაცის სიზმრებზე, რომელზეც გავლენა იქონია უოტერსის ჯუდი ტრიმთან ქორწინების დასასრულმა. ალბომის თემებს შორის არის სექსი და მონოგამიის / ოჯახური ცხოვრების „ველურ პირობებში“ ცხოვრებასთან დაპირისპირება. ალბომის ბოლოს პერსონაჟი, რეჯი, ირჩევს სიყვარულსა და ცოლ-ქმრობის ჩვეულ სტილს და უარს ამბობს უწესრიგო ურთიერთობებზე. ალბომი ჩაიწერა გიტარისტ ერიკ კლეპტონისა და საქსოფონისტ დეივიდ სენბორნის მონაწილეობით. იგი გაფორმებულია ჯერალდ სკარფის მიერ.[68] ამჯერად კრიტიკოსმა კურტ ლოდერმა ალბომს უწოდა „საოცრად სტატიკური, საზიზღარი ჩანაწერი“[69]. ჟურნალ „Rolling Stone“-ის მიერ ალბომს ყველაზე დაბალი შეფასება, ერთი ვარსკვლავი მიენიჭა.[68] წლების შემდეგ AllMusic-ის მაიკ დეგეინი აღნიშნავდა ალბომის „გონებამახვილ სიმბოლიზმს“ და „ქვეცნობიერ რეალობაში ცნობიერების შესანიშნავი გამოყენებით“ და ალბომს ხუთიდან ხუთ ვარსკვლავს ანიჭებდა.[70]
როჯერმა The Pros and Cons of Hitch Hiking-ის გამოსვლას თან დაურთო საკონცერტო ტურნე, რომელშიც შედიოდა როგორც მუსიკოსების ახალი შემადგენლობა (კლეპტონთან ერთად), ასევე ახალი მუსიკალური მასალა და პინკ ფლოიდის რამდენიმე სიმღერა. ტურნე დაიწყო სტოკჰოლმში, 1984 წლის 16 ივნისს. ბილეთები შოუებზე არც თუ წარმატებით იყიდებოდა [71] და დიდ დარბაზებში დაგეგმილი გამოსვლები გაუქმებული იქნა. როჯერის გამოთვლებით, ამ ტურნემ მას 400 000 გირვანქა სტერლინგი დააკარგვინა [72]. 1985 წლის მარტში მან თითქმის იგივე საკონცერტო პროგრამა აშშ-ში წარადგინა. ამან ოდნავ შეუწყო ხელი მისი ალბომის პოპულარობას და შტატებში ოქროს სტატუსი მოუპოვა.[73]
1986 წელს უოტერსმა ჩაწერა სიმღერები ანიმაციურ ფილმში „როდესაც ქარი ქრის“ გამოსაყენებლად. ამ პერიოდიდან მის დამხმარე მუსიკოსების კოლექტივს (პოლ კერაკის თანამონაწილეობით) ეწოდებოდა The Bleeding Heart Band.[74] ამავე შემადგენლობით უოტერსმა 1987 წელს ჩაწერა Radio K.A.O.S. – კონცეპტუალური ალბომი, რომელიც ეფუძნება შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბილის გამოგონილ ამბავს: იგი მიჯაჭვულია ეტლზე და ეუფლება დიდ მანძილზე ელექტრომოწყობილობების გონებრივად მართვის უნარს, შეუძლია რადიოტალღებზე მომართვაც. მთელი ალბომის მსვლელობისას იგი ესაუბრება გამოგონილ სადგურ K. A. O. S.-ის წამყვან ჯიმ ლედს. გულნატკენია რა სამყაროში არსებული მდგომარეობით, იგი შეეცდება ბირთვული ომის მდგომარეობის განსახიერებას. 1987 წელს ალბომს მოჰყვა მასშტაბური საკონცერტო ტურნეც[75].
1989–1999: The Wall – Live in Berlin და Amused to Death
1989 წელს ბერლინის კედლის დაშლის შემდეგ, 1990 წლის ივლისში უოტერსმა გამართა სპეციალური წარმოდგენა ალბომის The Wall მიხედვით – The Wall – Live in Berlin. მას 200 000 ადამიანი დაესწრო.[76] ღონისძიები გაიმართა ომის ვეტერან ლეონარდ ჩეშირის თხოვნით, რომელსაც თანხა სჭირდებოდა საქველმოქმედო ფონდისთვის. უოტერსის ჯგუფს შეუერთდნენ უტე ლემპერი, The Hooters, ვენ მორისონი, შინეიდ ო’კონორი, სინდი ლოუპერი, მერიან ფეითფული, სკორპიონსი, ჯონი მიტჩელი, მსახიობი ჯერი ჰოლი, პოლ კერაკი, ტიმ კარი, თომას დოლბი და ბრაიან ადამსი. კონცერტში აგრეთვე მონაწილეობდნენ აღმოსავლეთ გერმანიის სიმფონიური ორკესტრი და გუნდი, საბჭოთა არმიის ორკესტრი და აშშ-ს სამხედრო ძალების შვეულმფრენები. მარკ ფიშერის მიერ დადგმული ამ წარმოდგენისას გამოიყენებოდა 25 მეტრის სიმაღლისა და 170 მეტრის სიგრძის მქონე კედელი. აგრეთვე გამოიყენებოდა ჯერალდ სკარფის მიერ პინკ ფლოიდის ტურნესთვის The Wall შემუშავებული მარიონეტების უფრო დიდი ვერსიები. კონცერტში მონაწილეობის მიწვევა მიიღო ბევრმა მუსიკოსმა, თუმცა მათ შორის არ იყვნენ დეივიდ გილმორი, რიჩარდ რაიტი და ნიკ მეისონი.[77] აგრეთვე გამოვიდა ღონისძიების ამსახველი აუდიო და ვიდეო ჩანაწერი, რომელიც შტატებში შემდგომში პლატინის სტატუსს ატარებდა.[73]
1990 წელს უოტერსმა მენეჯერად მარკ ფენუიკი აიყვანა და დატოვა ლეიბლი Columbia Records. მესამე სოლო-ალბომი, Amused to Death მან 1992 წელს გამოსცა. ჩანაწერის შექმნაზე გავლენა იქონიეს იმ პერიოდის მსოფლიო მოვლენებმა, რომელთა შორის იყო ომი სპარსეთის ყურეში და მოსახლეობის აზროვნებაზე ტელევიზიის მზარდი გავლენა. ალბომის სათაური მომდინარეობს ნილ პოსტმენის წიგნისგან Amusing Ourselves to Death. პატრიკ ლეონარდმა, რომელიც პინკ ფლოიდთან დისკის A Momentary Lapse of Reason ჩაწერისას თანამშრომლობდა, უოტერსის ალბომის თანაპროდიუსერად იმუშავა. ათ სხვადასხვა სტუდიაში ჩაწერილი ალბომის სიმღერების დიდ ნაწილში ჟღერს ჯეფ ბეკის მიერ გიტარაზე შესრულებული სოლოები. ჩაწერაში მონაწილეობა სხვა ცნობილმა მუსიკოსებმაც მიიღეს[78]. Amused to Death ითვლება უოტერსის შემოქმედებაში კრიტიკოსთა მიერ ყველაზე აღიარებულ სოლო-ჩანაწერად. ბევრი მას აგრეთვე ადარებს პინკ ფლოიდთან ჩაწერილ ალბომებს.[79] უოტერსის მიერ Amused to Death შეფასდა, როგორც „გამაოგნებელი ნაშრომი“, რომელიც თავისი მნიშვნელობით უტოლდება The Dark Side Of The Moon-ს და The Wall-ს და არის ერთ-ერთი საუკეთესო მის კარიერაში.[80] წარმატება ამ ალბომიდან მხოლოდ ერთ სინგლს, „What God Wants, Pt. 1“-ს ჰქონდა. ბრიტანეთში, 1992 წლის სექტემბერში მან ჩარტის #35, ხოლო შტატებში - #5 პოზიციამდე (მეინსტრიმული როკ-სიმღერების სიაში) მიაღწია.[81] Amused to Death-ს ბრიტანეთში ბრიტანეთის ფონოგრამების მწარმოებლების ასოციაციამ მიანიჭა ვერცხლის სტატუსი.[82] დისკი მხოლოდ მილიონი ასლის სახით გაიყიდა და ამიტომ გადაწყდა, რომ მას მხარდამჭერი ტურნე არ ექნებოდა. სიმღერები ალბომიდან პირველად შესრულდა ტურნეს In the Flesh მსვლელობისას, 1999 წელს.[83] 1996 წელს უოტერსი, როგორც პინკ ფლოიდის წევრი, შეიყვანეს აშშ-სა და ბრიტანეთის როკ-ენ-როლის დიდების დარბაზში[84].
1999–2004: ტურნე In the Flesh და The Wall-ის დადგმა ბროდვეიზე
1999 წელს, თითქმის 12 წლიანი და მუსიკალური ინდუსტრიიდან გაქრობის შვიდწლიანი პაუზის შემდეგ, უოტერსი დაბრუნდა ტურნეს In the Flesh ფარგლებში, რომელიც მოიცავდა როგორც მის სოლო, ასევე პინკ ფლოიდის მასალას. აშშ-ში ტურნე ფინანსურად წარმატებული აღმოჩნდა და მიუხედავად იმისა, რომ ძირითადად როჯერი პატარა დარბაზებში გამოდიოდა, ბილეთებზე იმდენად დიდი მოთხოვნა იყო, რომ მოხდა საკონცერტო დარბაზების უფრო დიდებით ჩანაცვლება[85]. ტურნემ მოგვიანებით მოიცვა მსოფლიო და გაგრძელდა ორ წელიწადს (2000 და 2002 წლებში). საკონცერტო ფილმი და ალბომი In the Flesh – Live მოგვიანებით გამოვიდა. სამწლიანი საკონცერტო გრაფიკის ფარგლებში შესრულდა უოტერსის მხოლოდ ორი ახალი სიმღერა - „Flickering Flame“ და „Each Small Candle“. 2002 წლის ივნისში ტურნე დასრულდა 70 000 მსმენელის წინაშე, გლასტონბერის ფესტივალზე გამოსვლით, პინკ ფლოიდის თხუთმეტი და როჯერის სოლო-კარიერიდან ხუთი სიმღერის შესრულებით.[85]
2004 წელს კომპანიისგან Miramax ცნობილი გახდა, რომ ბროდვეიზე იგეგმებოდა The Wall-ის დადგმა, რაშიც უოტერსიც მონაწილეობდა. ცნობილი გახდა, რომ მიუზიკლში, რომელზეც მუშაობდნენ, გამოყენებული იქნებოდა პინკ ფლოიდის სხვა ალბომების სიმღერებიც, ისევე როგორც ახალი მასალა.[86] 2004 წლის 1 მაისს, მალტაზე გაიმართა როჯერ უოტერსის ოპერის Ça Ira ნაწყვეტების პრემიერა. 2004 წლის ივლისში უოტერსმა გამოსცა სინგლი „To Kill the Child/Leaving Beirut“ - ორი სიმღერით, რომლებზეც გავლენა იქონია ერაყში 2003 წელს აშშ-ს სამხედრო ძალების შესვლამ და მისი სკოლის შემდგომი პერიოდის აღმოსავლეთში მოგზაურობის შესახებ მოგონებებმა. სიმღერაში „Leaving Beirut“ გამოკვეთილია ტონი ბლერისა და ჯორჯ ბუშ უმცროსის პოლიტიკის მკაცრი კრიტიკა[87].
2005–2015: გაერთიანება Live 8-ზე, Ça Ira და შემდგომი ტურნეები
2005 წლის ივლისში უოტერსი, მეისონი, რაიტი და გილმორი გაერთიანდნენ კონცერტისთვის Live 8, რომლის ერთი ნაწილი გაიმართა ლონდონის ჰაიდ-პარკის ტერიტორიაზე. ეს იყო 24 წლიანი ინტერვალით როჯერთან პინკ ფლოიდის ერთადერთი გამოსვლა.[88] 23 წუთის განმავლობაში სულ შესრულდა ექვსი კომპოზიცია — „Speak to Me“/„Breathe“/„Breathe (Reprise)“, „Money“, „Wish You Were Here“ და „Comfortably Numb“. გამოცემასთან Associated Press საუბრისას უოტერსი აღნიშნავდა, რომ პინკ ფლოიდთან გამოსვლა მისთვის დადებითი ემოციების მატარებელი იყო, მაგრამ სრული გაერთიანება გამორიცხული იყო მასსა და დეივიდ გილმორს შორის მუსიკალური და იდეოლოგიური სხვაობების გამო.[89]
მიუხედავად იმისა, რომ უოტერსს და ჯგუფს ჰქონდათ აზრთა სხვადასხვაობა იმ სიმღერების შესახებ, რომლებიც უნდა შეესრულებინათ, იგი დათანხმდა მხოლოდ ერთ გამოსვლაზე[90]. იმავე რესურსს გილმორმა უამბო: „რეპეტიციებმა დამარწმუნა, რომ ეს არ იყო ის, რასაც უფრო ხშირად გავაკეთებდი. ბევრი ადამიანის ცხოვრებაში ყოფილა განშორების მომენტი, რომელიც მათ გაუუქმებიათ, მაგრამ სამართლიანად და კატეგორიულად ვიტყვი, რომ არ გაიმართება ტურნე და არ ჩაიწერება ალბომი, რომელშიც მე მივიღებ მონაწილეობას. ეს არ ეხება ანონიმურობას ან რამე მსგავსს. ეს არის უბრალოდ...მე იქ ვიყავი, მე ეს გავაკეთე“.[91] 2005 წლის ნოემბერში პინკ ფლოიდი პიტ ტაუნსენდის (The Who) მიერ სიდ ბარეტთან და როჯერ უოტერსთან ერთად შეიყვანეს ბრიტანეთის მუსიკის დიდების დარბაზში[92]
2005 წლის სექტემბერში გამოვიდა უოტერსის Ça Ira – სამმოქმედებიანი ოპერა, შექმნილი ეტიენ როდა-ჟილის თანაავტორობით. მისი სიუჟეტი ეფუძნება ფრანგული რევოლუციის მოვლენებს.[93] ალბომი გამოვიდა ორმაგი დისკის სახით. ჩანაწერი „ბილბორდის“ კლასიკური მუსიკის ჩარტში #5 ადგილზე მოხვდა.[94] ვოკალურ პარტიებს მასზე ასრულებენ ბრინ ტერფელი (ბარიტონი), ინ უანი (სოპრანო) და პოლ გროვეზი (ტენორი).[95] სიუჟეტით მიმდინარე მოქმედებები აღწერილია ფრანგულ ენაზე როდა-ჟილის და მის მეუღლე ნადინის მიერ. უოტერსმა ოპერის ადაპტირებაზე მუშაობა 1989 წელს დაიწყო.[96] მისივე კომენტარი: „ბეთჰოვენის ქორალები, ბერლიოზი და ბოროდინი ყოველთვის მომწონდა ... ეს უსირცხვილოდ რომანტიკულია და მომდინარეობს XIX საუკუნის ტრადიციიდან, სწორედ აქედან გამომდინარეობს ჩემი ინტერესი კლასიკური და ქორალური მუსიკისადმი“.[97] უოტერსი ხშირად ჩნდებოდა ტელევიზიის ეთერში ოპერაზე სასაუბროდ, მაგრამ მას მეტწილად კითხვებს უსვამდნენ პინკ ფლოიდთან დამოკიდებულებაზე, რაც მისთვის რთული თემა იყო. პინკ ფლოიდის ბიოგრაფი მარკ ბლეიკი წერს, რომ ეს იყო „მისი მშვიდი გვიანდელი ასაკის ან ფსიქოთერაპიაზე დახარჯული ოცი წლის ნარჩენი“.[97]
2006 წელს უოტერსმა დაიწყო საკონცერტო ტურნე The Dark Side of the Moon Live, რომელიც სამ წელიწადს გაგრძელდა და მოიცვა ჩრდილოეთ ამერიკა და ევროპა. საკონცერტო პროგრამის პირველ ნახევარში სრულდებოდა პინკ ფლოიდისა და უოტერსის მასალა, ხოლო მეორე ნახევრის ძირითადი ნაწილი შედგებოდა ალბომის The Dark Side of the Moon შესრულებისგან - უოტერსმა იგი სრული სახით სოლო-კარიერაში პირველად შეასრულა. შოუს დასასრულს წარმოდგენილი იყო სიმღერები ალბომიდან The Wall. საკონცერტო გაფორმებისას გამოიყენებოდა მარკ ბრიკმენის მიერ შემუშავებული განათების ეფექტები, ცეცხლის მფრქვევები, ფსიქოდელიური პროექციები, ბოლის მწარმოებელი მოწყობილობები და გასაბერი ფიგურები (ასტრონავტი და ღორი). ამას თან ერთვოდა 360 გრადუსიანი კვადრო-ჟღერადობა. ტურნეს რამდენიმე კონცერტზე უოტერსს The Dark Side of the Moon-ის შესრულებისას ნიკ მეისონიც შეუერთდა.[98] 2007 წლის იანვარში ტურნე გაგრძელდა ავსტრალიისა და ახალი ზელანდიის შოუებით, შემდეგ კი აზიის, ევროპის, სამხრეთ ამერიკისა და ჩრდილოეთ ამერიკის კონცერტებით დასრულდა.
2007 წლის მარტში სინგლზე გამოიცა უოტერსის ახალი სიმღერა, „Hello (I Love You)“, ფილმის „უკანასკნელი მიმზი“ საუნდტრეკიდან. პრესაში აღინიშნა, რომ „სიმღერაში გადმოცემულია ფილმის თემები, კაცობრიობის საუკეთესო და ყველა ცუდ ინსტინქტებს შორის შეჯახება და ის, თუ როგორ იმარჯვებს ბავშვის უწყინარი ბუნება“.[99] 2008 წლის აპრილში უოტერსი გამოვიდა კოაჩელას ფესტივალზე და აპირებდა მონაწილეობის მიღებას 2008 წლის საქველმოქმედო კონცერტში Live Earth 2008 (რომელიც გაუქმდა მუმბაიში მომხდარი ტერაქტების გამო).[100]
უოტერსის მიერ დადასტურდა, რომ მის შემდეგ სტუდიურ ალბომს სავარაუდოდ ეწოდებოდა Heartland და ის, რომ დაწერილი ჰქონდა უამრავი სიმღერა (რომელთა ნაწილი უკვე ჩაწერილი იყო). მათი გამოცემა, მისივე თქმით, დაგეგმილი იყო მხოლოდ მაშინ, როდესაც შედგებოდა მთლიანი ალბომი.[101] 2010 წლის ივნისში როჯერმა გამოსცა საპროტესტო სიმღერის „We Shall Overcome“ საკუთარი ვერსია, გაი კარავანის და პიტ სიგერის არანჟირებით. 2010 წლის დახურულ საქველმოქმედო ღონისძიებაზე, რომელიც გამართა ფონდმა Hoping, მან და დეივიდ გილმორმა ერთად შეასრულეს სიმღერები „To Know Him Is to Love Him“ (იგი თავის მხრივ, სრულდებოდა პინკ ფლოიდის ადრეულ რეპეტიციებზეც); „Wish You Were Here“, „Comfortably Numb“ და „Another Brick in the Wall (Part 2)“.[102]
2010 წლის სექტემბერში უოტერსმა გამოაცხადა მსოფლიო ტურნეს The Wall Live ჩატარების შესახებ, რომელიც იქნებოდა პინკ ფლოიდის ორიგინალური კონცერტების განახლებული ინტერპრეტაცია[103]. რესურსს Associated Press უოტერსმა უამბო, რომ ეს ტურნე ალბათ მის კარიერაში უკანასკნელი იქნებოდა: „მე აღარ ვარ ისეთი ახალგაზრდა. მე არ ვარ ბიბი კინგის ან მადი უოტერსის მსგავსი. არც დიდი ვოკალისტი ვარ, არც დიდი ინსტრუმენტალისტი ან სხვა ვინმე, მაგრამ ჩემში კვლავ ანთებულია ცეცხლი და სათქმელი მაქვს. ჩემში გედის სიმღერაა და ვფიქრობ, ასეც უნდა იყოს“.[104] ტურნეს მსვლელობისას, ლონდონის დარბაზში O2, 2011 წლის 12 მაისს, გილმორი და მეისონი გამოჩნდნენ უოტერსთან „Outside the Wall“-ის შესრულებისას, თუმცა სანახაობის მთავარ მომენტად იქცა კედლის თავზე სიმღერაში „Comfortably Numb“ დეივიდ გილმორის გამოჩენა და კომპოზიციაში ვოკალური და გიტარის პარტიების შესრულება. [105] 2012 წლის პირველ ნახევარში ტურნეს კონცერტებზე დასასწრები ბილეთების გაყიდვებმა 1.4 მილიონი შეადგინეს.[106] 2013 წლისთვის The Wall Live იყო მუსიკის ისტორიაში სოლო-შემსრულებლის მიერ ჩატარებული ყველაზე შემოსავლიანი ტურნე.[107] გამოცემის Daily Mail მიმომხილველ კოულ მორტონის აზრით, პინკ ფლოიდის ალბომის ახალი საკონცერტო ვერსია იყო „ყველა დროის ერთ-ერთი ყველაზე ამბიციური და რთული როკ-შოუ“.[108] ცნობილია, რომ ამ კონცერტების დადგმას დასჭირდა 37 მილიონი გირვანქა სტერლინგი.[108]
2011 წლის მაისში უოტერსმა მონაწილეობა მიიღო პროგრამაში Desert Island Discs. 2012 წლის ოქტომბერში იგი გამოვიდა კონცერტზე Love for Levon, რომელიც ლევონ ჰელმის ხსოვნას ეძღვნებოდა. იგი აგრეთვე გამოჩნდა საქველმოქმედო კონცერტზე The Concert for Sandy Relief, რომელიც ქარიშხალ „სენდისგან“ დაზარალებულთა დასახმარებლად, მედისონ-სკვერ-გარდენზე, 2012 წლის 12 დეკემბერს გაიმართა[109].
2014 წლის 6 და 7 სექტემბერს ტორონტოს საერთაშორისო კინოფესტივალის ფარგლებში გაიმართა როჯერის და შონ ევანზის ერთობლივი ფილმის Roger Waters: The Wall პრემიერა. იგი ეფუძნება 2010-2013 წლების ტურნეს და შეიცავს კადრებს კონცერტებიდან და როჯერ უოტერსის ცხოვრებიდან[110]. 2015 წლის 24 ივლისს როჯერი გამოვიდა ნიუპორტის ფოლკ-ფესტივალზე (ნიუპორტი, როდ-აილენდი). მასთან ერთად აგრეთვე გამოვიდნენ My Morning Jacket და ჯგუფ Lucius-ის ორი ვოკალისტი.[111] Roger Waters: The Wall კინოთეატრებში 2015 წლის 29 სექტემბერს, მხოლოდ ერთი დღით გამოვიდა. სპეციალურად კინოთეატრებისთვის გადაღებული ლიამ ნისონის მოკლე წინასიტყვაობის გარდა, პრემიერას აგრეთვე ახლდა დამატებითი ჩანაწერი, რომელშიც უოტერსი და ნიკ მეისონი პასუხობენ მოყვარულთა მიერ გამოგზავნილ კითხვებს. 2015 წლის 20 ნოემბერს ჩანაწერი გამოვიდა ალბომის სახით (ციფრული, CD, გრამფირფიტა) და ვიდეოფორმატებში (DVD, Blu-Ray, ციფრული).
2016–დღემდე: Is This the Life We Really Want?
2016 წლის 3 მაისს ცნობილი გახდა, რომ უოტერსი გამოვიდოდა ფესტივალზე Desert Trip, 9 და 16 ოქტომბერს.[112]
2016 წლის ოქტომბერში გამოქვეყნდა მომავალი ტურნეს Us + Them ანონსი. „ახალი შოუთი ვიმოგზაურებთ, რომლის შინაარსი გასაიდუმლოებულია. შესრულდება რაღაცები ჩემი მრავალწლიანი კარიერიდან, პინკ ფლოიდთან ერთად დაწერილი და ახალი სიმღერები. ალბათ, 75% შედგება ძველი მასალისგან, ხოლო ახალი იქნება 25%, მაგრამ ყველაფერი დაკავშირებული იქნება საერთო თემით. მაგარი შოუ იქნება, გპირდებით. ისეთივე საუცხოო იქნება, როგორც ყველა წინა.“[113] ტურნეს ფარგლებში გათვალისწინებულია კონცერტები აშშ-ში და კანადაში. მისი პირველი ეტაპი დაიწყო 2017 წლის 26 მაისს კანზასში და დასრულდა იმავე წლის 29 ოქტომბერს ვანკუვერში. შემდეგი ეტაპი დაგეგმილია 2018 წლისთვის. თავად პროგრამის სახელწოდება აღებულია პინკ ფლოიდის „Us and Them“-ისგან, ალბომიდან The Dark Side of the Moon.[114][115]
2017 წლის 16 თებერვალს ცნობილი გახდა, რომ გამოვიდოდა მუსიკოსის მეოთხე სოლო-ალბომი Is This the Life We Really Want?.[116] იგი გამოიცა 2017 წლის 2 ივნისს[117][118][119] და არის თითქმის 25 წლიანი შუალედით მისი პირველი როკ-ალბომი, Amused to Death-ის (1992) შემდეგ. შემდგომში გამოვიდა პრომო-ვიდეოები და თანმხლები სინგლები, რომელთაგან პირველი იყო „Smell the Roses“.
პირადი ცხოვრება
1969 წელს უოტერსმა იქორწინა ბავშვობის მეგობარ და მეზობელ გოგონა ჯუდი ტრიმთან, რომელიც მექოთნე იყო. ჯუდი შემდგომში გამოჩნდა ალბომის Ummagumma კონვერტის გაფორმების შიდა მხარეს.[120] მათ ბავშვები არ ჰყოლიათ და 1975 წელს ერთმანეთს გაეყარნენ.[3]. ჯუდიმ მოგვიანებით სხვა მამაკაცთან იქორწინა და გარდაიცვალა 2001 წლის 9 იანვარს.[121]
1976 წელს როჯერმა იქორწინა კეროლაინ კრისტისთან[122], რომელიც ლოურენს დანდასის, ზეტლენდის მარკიზას დისწული იყო. მათ ეყოლათ ვაჟი, ჰარი უოტერსი (რომელმაც მომავალში მუსიკოსის კარიერა აირჩია და უოტერსის საკონცერტო შემადგენლობასთან ერთად 2000-იანი წლებიდან გამოდიოდა) [123] და ქალიშვილი ინდია [124]. კრისტი და უოტერსი 1992 წელს დაშორდნენ.[3]
1993 წელს მან კვლავ იქორწინა - ამჯერად პრისცილა ფილიპსთან, რომელთანაც ერთი შვილი, ჯეკ ფლეტჩერი ეყოლა. ქორწინება 2001 წლამდე გაგრძელდა.[125]
2004 წელს როჯერმა გაიცნო მსახიობი და რეჟისორი ლორი დერნინგი (დ. 1963[126]). 2012 წლის 14 იანვარს მათ იქორწინეს[127], მაგრამ 2015 წლის სექტემბერში შეიტანეს განაცხადი განქორწინებაზე.[128]
აქტივიზმი და შეხედულებები
2004 წელს ინდონეზიაში მომხდარი მიწისძვრისა და ცუნამის შემდეგ უოტერსმა ტელეარხ NBC-ს მიერ მოწყობილ სპეციალურ საქველმოქმედო ტელემარათონზე ერიკ კლეპტონთან ერთად შეასრულა სიმღერა „Wish You Were Here“.[129] უოტერსი ბრიტანეთის 2004 წლის სანადირო კანონის წინააღმდეგი იყო. მან მიიღო მონაწილეობა სპეციალურ კონცერტში, რომელიც ამ კანონის გაპროტესტებას ეძღვნებოდა და განმარტა:
„„ინგლისის პოლიტიკურმა და ფილოსოფიურმა ატმოსფერომ გული ამიცრუა. ანტისანადირო კანონი უკვე ზედმეტი აღმოჩნდა და დამატოვებინა ქვეყანა. რაც შემეძლო, გავაკეთე. გავმართე კონცერტი, ერთ-ორი სტატიაც გამოვაქვეყნე. მაგრამ მრცხვენია, რომ ინგლისელი ვარ. მე ვმონაწილეობდი ჰაიდ-პარკში გარეუბნების ალიანსის მიარ გამართულ მსვლელობაში. იქ იმყოფებოდა ასობით და ათასობით ჩვენი თანამოაზრე. კარგი, სამართლიანი ინგლისელი ხალხი. ეს არის კანონმდებლობის შესახებ აზრთა სხვადასხვაობის ერთ-ერთი დიდი შემთხვევა, რაც კი ბრიტანეთში გვქონია. აქ საქმე ის კი არ არის, ვეთანხმები თუ არა მელებზე ნადირობას, მაგრამ ბოლომდე დავიცავ მათ უფლებებს ამ კამპანიაში მონაწილეობისას.[87]“
|
2005 წლის ოქტომბერში მან განმარტა: „ბრიტანეთში ხშირად ვბრუნდები. მე აქაურობა სანადირო აკრძალვების გამო პროტესტის შედეგად არ დამიტოვებია, გაყრის პერიოდში შვილს გავყევი“.[130]
ბრიტანეთის დატოვების შემდეგ როჯერი დასახლდა ლონგ-აილენდის (ნიუ-იორკი) ტერიტორიაზე, საცოლე, ლორი დერნინგთან ერთად.[131] 2007 წლის ივნისში იგი იყო უკიდურეს სიღარიბესთან და მალარიასთან მებრძოლი არასაქველმოქმედო ორგანიზაცია Millennium Promise-ის დელეგატი. ამ თემების შესახებ მან CNN-ს ღია წერილი მიწერა.[132] 2007 წლის ივლისში იგი გამოვიდა საქველმოქმედო კონცერტზე Live Earth, რომელიც Live 8-ის ერთგვარი გაგრძელება იყო და ეხებოდა გლობალური კლიმატის პრობლემებს. კონცერტზე როჯერთან ერთად გამოვიდა ტრენტონის ბავშვთა გუნდი და გამოიყენებოდა მფრინავი ღორი. ჟურნალისტ დეივიდ ფრაიკს უოტერსმა აუხსნა, თუ რატომ არის The Wall კვლავ აქტუალური:
„„მამის დაკარგვა არის ალბომის ძირითადი თემა. წლები გადის და ბავშვები კვლავ და კვლავ კარგავენ მამებს, არაფრის გამო. ახლა აშკარაა, რომ ერაყში ეს მამები, კარგი და ნამდვილი ადამიანები, არაფრის გამო დაიღუპნენ. უკანასკნელ კონცერტებზე ვასრულებდი სიმღერას „Bring The Boys Back Home“. ამჟამად უფრო აღსანიშნავი და გამართლებულია მისი შესრულება, ვიდრე 1979 წელს“.[133]“
|
2010 წელს ირანულმა ჯგუფმა Blurred Vision ჩაწერა პინკ ფლოიდის „Another Brick in the Wall, Part 2“-ს საკუთარი ვერსია. ტექსტში საუბარია ირანში არსებული პოლიტიკური რეჟიმის წინააღმდეგ პროტესტზე[134]. როჯერ უოტერსმა ღიად დაუჭირა მხარი ამ ინიციატივას: „მოხარული ვარ, რომ ეს ბიჭები იყენებენ სიმღერას ირანში რეპრესიული და სისხლიანი რეჟიმის წინააღმდეგ პროტესტისთვის. სამხრეთ აფრიკელები ამას აკეთებდნენ აპართეიდის დროს, ხოლო პალესტინელები იყენებენ ისრაელის მიერ მათი ქვეყნის ოკუპირებაზე პასუხად. ვამაყობ, რომ ამ წინააღმდეგობის მცირე ნაწილი ვარ.“[135]
2012 წელს როჯერი იყო აშშ-ის ომის ვეტერანთა მხარდასაჭერ კონცერტ Stand Up for Heroes-ის ორგანიზატორი. ომის შედეგად უნარშეზღუდულთა სამხედროების შემადგენლობა MusiCorps-თან ერთად მან შეასრულა მთელი რიგი სიმღერები.[136] 2013 წლის ივნისში უოტერსი და სხვა ცნობილი პიროვნებები გამოვიდნენ ჩელსი მენინგის მხარდასაჭერად.[137]
როჯერი აგრეთვე გამოხატავდა საკუთარ პოზიციას აღმოსავლეთში მიმდინარე მოვლენებზე და 2009 წლის ივნისში ღიად ისაუბრა ისრაელის კედლის შესახებ, უწოდა რა მას „შეურაცხმყოფელი“ და აღნიშნა, რომ „იგი უნდა დაენგრიათ“[138]. წლის ბოლოს იგი შეუერთდა ღაზის თავისუფლების მსვლელობას. 2011 წლის დასაწყისში ცნობილი გახდა, რომ როჯერი გაერთიანდა ისრაელის საწინააღმდეგო ორგანიზაციაში Boycott, Divestment and Sanctions (BDS).[139] როჯერმა აგრეთვე განაცხადა, რომ გაერთიანებული სამეფოს მხრიდან ისრაელისადმი დამოკიდებულებით უკმაყოფილო იყო.[140] 2016 წლის ოქტომბერში ცნობილი გახდა, რომ American Express-მა, მუსიკოსის ასეთი პოლიტიკური შეხედულებების გამო, უარი განაცხადა მისი ტურნეს Us + Them ფინანსურ მხარდაჭერაზე და უოტერსმა ოთხი მილიონი აშშ დოლარით იზარალა[141].
2015 წლის თებერვალში ცნობილი გახდა, რომ უოტერსს და მუსიკოს ალან პარსონსს ჰქონდათ პირადი მიმოწერა უკანასკნელის მიერ ისრაელში დაგეგმილი კონცერტის თემაზე. უოტერსი პარსონსს სთხოვდა ამ გამოსვლის გაუქმებას. მას შემდეგ, რაც მან თავად გაასაჯაროვა მიმოწერის დეტალები, უკმაყოფილო ალანმა გამოაქვეყნა საკუთარი ღია წერილიც, ამ მიმოწერის სხვა დეტალებით[142]. შემდგომში უოტერსი განაგრძობდა მცდელობებს, გავლენა ჰქონოდა სხვა შემსრულებლების ისრაელში გამოსვლებზე. 2014 წელს მან ასეთი თხოვნით მიმართა როლინგ სტოუნზს[143], ხოლო 2017 წელს, როდესაც Radiohead უნდა გამოსულიყო ისრაელში და მან კვლავ სცადა საკუთარი პოზიციის ჩვენება და კონცერტის გადადების თხოვნით მიმართვა, მასსა და ჯგუფის ლიდერ ტომ იორკს შორის ცხარე კამათი წამოიჭრა[144]. 2018 წლის იანვარში უოტერსმა, პიტერ გებრიელმა, ტომ მორელომ და ბრაიან ინომ გამოხატეს მომღერალ ლორდის მხარდაჭერა, მას შემდეგ, რაც მან გააუქმა ისრაელში დაგეგმილი კონცერტი. წერილს აგრეთვე ხელს აწერდნენ სხვა ცნობილი პიროვნებები, მათ შორის – მარკ რუფალო, ვიგო მორტენსენი და ჯონ კიუსაკი[145].
2016 წლის ნოემბერში Citibank შეუერთდა American Express-ს და გაწყვიტა ურთიერთობა უოტერსთან. მათი ოფიციალური წარმომადგენლის თქმით, „Citi არ იქნებოდა როჯერ უოტერსის მომავალი ტურნეს სპონსორი“ და „კომპანია თავდაპირველად ერთგულ მომხმარებლებს სთავაზობდა ბილეთების წინასწარ გაყიდვას...წინასწარი გაყიდვა დასრულდა და [უოტერსთან] მომავალში თანამშრომლობას აღარ ვაპირებთ.“[146]
ანტიდიფამაციური ლიგის ხელმძღვანელმა აბრაამ ფოქსმანმა როჯერი ანტისემიტიზმში დაადანაშაულა[147][148]. იგივე პოზიციას იზიარებს რაბი აბრაამ კუპერი, საიმონ ვიზენთალის ცენტრის ასოცირებული დეკანი.[149][150] უოტერსის აზრით, კუპერის განცხადება იყო ფანატიკური.[151] 2015 წლის 2 ოქტომბერს „Salon“-ზე გამოქვეყნდა უოტერსის ღია წერილი, რომელშიც იგი კრიტიკულად მიმართავდა ჯგუფ ბონ ჯოვის თელ-ავივში დაგეგმილი კონცერტის გამო[152]. ჰოვარდ სტერნმა პასუხად ასეთ განცხადებაზე, მუსიკოსი საკუთარ რადიოგადაცემაში გააკრიტიკა.[153] 2017 წლის ივნისში გაერთიანებამ, ცნობილმა სახელწოდებით We Don't Need No Roger Waters დაიწყო უოტერსის ბოიკოტი მიერ მიერ BDS-ის მხარდაჭერის გამო.[154]
ტექნიკა და ინსტრუმენტები
პინკ ფლოიდის წევრობისას უოტერსის ძირითადი ინსტრუმენტი იყო ელექტრონული ბას-გიტარა. იგი უკრავდა Höfner-ის ბას გიტარაზე, მაგრამ მოგვიანებით Rickenbacker RM-1999/4001S-ით შეცვალა. უკანასკნელი 1970 წელს, ჯგუფის სხვა ტექნიკასთან ერთად მოიპარეს[26]. 1968 წელს, Rickenbacker 4001-ის პარალელურად მან დაიწყო Fender Precision Bass-ის გამოყენება. 1970 წლის ივლისში, ჰაიდ-პარკში გამართულ კონცერტზე პირველად გამოჩნდა შავი P-Bass, რომელიც იშვიათად ჩნდებოდა 1972 წლის აპრილამდე. ამის შემდეგ იგი მუდმივად გამოიყენებოდა როჯერ უოტერსის ძირითადი სასცენო გიტარის სახით და იქცა სანიმუშო მოდელის პროტოტიპად[155]. როჯერი იყენებს RotoSound-ის მიერ წარმოებულ Jazz Bass 77-ის ტიპის სიმებს[156]. იგი აგრეთვე უპირატესობას ანიჭებს ფირმების Selmer, WEM, Hiwatt და Ashdown გამაძლიერებლებს და სხვადასხვა ეფექტს, რომელთა შორის არის ექო, ტრემოლო, შეფერხება და სხვები.[157]
უოტერსი აგრეთვე ატარებდა ცდებს EMS Synthi A და VCS 3 ტიპის სინთეზატორებთან. განსაკუთრებით ეს შეიმჩნევა კომპოზიციებში „On the Run“[158], „Welcome to the Machine“[159] და „In the Flesh?“[160]. პინკ ფლოიდის სიმღერებში იგი უკრავდა აკუსტიკურ გიტარებზე (Fender, Martin, Ovation და Washburn)[157]. სიმღერაში „Sheep“ ჟღერს მისი ელექტრონული გიტარა [161], ხოლო აკუსტიკური გიტარის მოსმენა შესაძლებელია პინკ ფლოიდის არაერთ სიმღერაში, როგორიც არის „Pigs on the Wing 1 & 2“[162], „Southampton Dock“ [163] და „Mother“. [164] კომპოზიციაში „One of These Days“ ბას-გიტარაზე უოტერსის მიერ გამოყენებულია ექოს ეფექტი Binson Echorec 2[165]. სიმღერის „Outside the Wall“ საკონცერტო შესრულებისას უოტერსი უკრავდა საყვირზე.[166]
საიტის vintagevinylnews.com თანახმად, უოტერსის ვოკალი თავისი დიაპაზონით 150 მომღერალს შორის სიაში მეცხრე ადგილზეა[167].
დისკოგრაფია
- The Pros and Cons of Hitch Hiking (1984)
- Radio K.A.O.S. (1987)
- Amused to Death (1992)
- Ça Ira (2005)
- Is This the Life We Really Want? (2017)
ლიტერატურა
- ბლეიკი, მარკ (2008). Comfortably Numb: The Inside Story of Pink Floyd, პირველი აშშ გამოცემა, რბილი ყდა, Da Capo Press. ISBN 978-0-306-81752-6. [მკვდარი ბმული]
- ფიტჩი, ვერნონ (2005). The Pink Floyd Encyclopedia, მესამე გამოცემა, ლონდონი: Collector's Guide Publishing, Inc.. ISBN 978-1-894-95924-7.
- ფიტჩი, ვერნონ; მეიონი, რიჩარდ (2006) Comfortably Numb - The Wall-ის ისტორია - პინკ ფლოიდი 1978–1981, პირველი გამოცემა, სანქტ-პეტერბურგი, ფლორიდა: PFA Publishing, Inc.. ISBN 978-0-977-73660-7.
- ფრაიკი, დეივიდ (დეკემბერი 2009). „როჯერ უოტერსი: მობრძანდით ჩემს კოშმარში. The Wall-ის მიღმა“. Mojo. ლონდონი: Emap Metro. 193: გვ.68–84.
- მებეტი, ენდი (1995). პინკ ფლოიდის მუსიკის სრული მეგზური, პირველი ბრიტანული გამოცემა, რბილი ყდა, ლონდონი: Omnibus Press. ISBN 978-0-711-94301-8.
- მებეტი, ენდი (2010). პინკ ფლოიდი: მუსიკა და იდუმალება, პირველი ბრიტანული გამოცემა, რბილი ყდა, ლონდონი: Omnibus Press. ISBN 978-1-84938-370-7.
- მენინგი, ტობი (2006). The Rough Guide to Pink Floyd, პირველი აშშ გამოცემა, რბილი ყდა, ლონდონი: Rough Guides Ltd. ISBN 978-1-843-53575-1.
- მეისონი, ნიკ (2005). Inside Out: A Personal History of Pink Floyd, პირველი აშშ გამოცემა, რბილი ყდა, სან-ფრანცისკო: Chronicle Books. ISBN 978-0-811-84824-4.
- პოვი, გლენ (2008). Echoes: პინკ ფლოიდის სრული ისტორია, მეორე ბრიტანული გამოცემა, რბილი ყდა, ლონდონი: 3C Publishing Ltd.. ISBN 978-0-955-46241-2.
- პოვი, გლენ; რასელი, იენ (1997). პინკ ფლოიდი: In the Flesh, გამოსვლების სრული ისტორია, პირველი აშშ გამოცემა, რბილი ყდა, ნიუ-იორკი: St. Martin's Press. ISBN 978-0-955-46240-5.
- სკარფი, ჯერალდ (2010). პინკ ფლოიდი: კედელი - შექმნა, პირველი აშშ გამოცემა, რბილი ყდა, ნიუ-იორკი: Da Capo Press. ISBN 978-0-306-81997-1. ციტირების თარიღი: 2011-07-29. დაარქივებული 2011-01-29 საიტზე Wayback Machine. დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-04-23. ციტირების თარიღი: 2021-01-17.
- შეფნერი, ნიკოლას (1991). Saucerful of Secrets: პინკ ფლოიდის ოდისეა, პირველი აშშ გამოცემა, რბილი ყდა, ნიუ-იორკი: Dell Publishing. ISBN 978-0-385-30684-3.
- უოტკინსონი, მაიკ; ანდერსონი, პიტ (1991) Crazy Diamond: სიდ ბარეტი და პინკ ფლოიდის გარიჟრაჟი, პირველი ბრიტანული გამოცემა, რბილი ყდა, ლონდონი: Omnibus Press. ISBN 978-1-846-09739-3.
დამატებითი ლიტერატურა
- დი პერნა, ალან (2002). Guitar World წარმოგიდგენთ პინკ ფლოიდს. მილუოკი: Hal Leonard Corporation. ISBN 978-0-634-03286-8.
- ფიტჩი, ვერნონ (2001). პინკ ფლოიდი: პრესის რეპორტაჟები 1966–1983. ონტარიო: Collector's Guide Publishing Inc. ISBN 978-1-896-52272-2.
- ჰარისი, ჯონ (2005). The Dark Side of the Moon: პინკ ფლოიდის შედევრის შექმნა. ნიუ-იორკი: Da Capo. ISBN 978-0-306-81342-9.
- ჰაიეტი, ბრაიან (სექტემბერი 2010). „დაბრუნება კედელთან“. როლინგ სტოუნი. როლინგ სტოუნი. 1114: გვ. 50–57.CS1-ის მხარდაჭერა: ref=harv (link)
- მაკდონალდი, ბრუნო (1997). პინკ ფლოიდი: ჯგუფის, მოყვარულთა, მეგობრებისა და მტრების თვალით. ნიუ-იორკი: Da Capo Press. ISBN 978-0-306-80780-0.
- მებეტი, ენდი; მებეტი, მაილზი (1994) პინკ ფლოიდი: ვიზუალური დოკუმენტი. ლონდონი: Omnibus Press. ISBN 978-0-711-91444-5.
- მაილზი, ბარი (1982). პინკ ფლოიდი: ბარი მაილზის ვიზუალური დოკუმენტი. ნიუ-იორკი: Putnam Publishing Group. ISBN 978-0-399-41001-7.
- სიმონსი, სილვი (დეკემბერი 1999). „პინკ ფლოიდი: The Wall-ის შექმნა“. Mojo. ლონდონი: Emap Metro. 73: გვ. 76–95.CS1-ის მხარდაჭერა: ref=harv (link)
რესურსები ინტერნეტში
- შეგიძლიათ იხილოთ მედიაფაილები თემაზე „როჯერ უოტერსი“ ვიკისაწყობში.
- ოფიციალური საიტი
- როჯერ უოტერსი Facebook-ზე
- როჯერ უოტერსი Twitter-ზე
- როჯერ უოტერსი — არხი YouTube-ზე
- როჯერ უოტერსი - კუთვნილი კომპანიები მონაცემთა ბაზაში OpenCorporates
სქოლიო
- ↑ 1.0 1.1 Desert Island Discs, როჯერ უოტერსი. BBC Radio 4 (29 მაისი 2011). ციტირების თარიღი: 29 მაისი 2011.
- ↑ თომპსონი 2013, p. 7.
- ↑ 3.0 3.1 3.2 ფიტჩი 2005, p. 335.
- ↑ 4.0 4.1 4.2 ბლეიკი 2008, p. 13.
- ↑ CWGC დეტალები
- ↑ ბლეიკი 2008, p. 14.
- ↑ უოტერსი, ერიკ ფლეტჩერი. Commonwealth War Graves Commission. ციტირების თარიღი: 1 მარტი 2013.
- ↑ Wanted in Rome (18 თებერვალი 2014).
- ↑ მენინგი 2006, pp. 5–6.
- ↑ უოტკინსონი & ანდერსონი 1991, p. 15.
- ↑ უოტკინსონი & ანდერსონი 1991, p. 18.
- ↑ მეისონი 2005, pp. 12–13.
- ↑ 13.0 13.1 პოვი 2008, p. 13.
- ↑ უოტკინსონი & ანდერსონი 1991, p. 23.
- ↑ ბლეიკი 2008, pp. 14–19.
- ↑ მენინგი, p. 8.
- ↑ პოვი 2008, p. 320.
- ↑ 18.0 18.1 ბლეიკი 2008, p. 36.
- ↑ ბლეიკი 2008, p. 40.
- ↑ მეისონი 2005, p. 20.
- ↑ მეისონი 2005, p. 17.
- ↑ მენინგი 2006, p. 13.
- ↑ მეისონი 2005, pp. 17–18.
- ↑ მეისონი 2005, pp. 13–18.
- ↑ მეისონი 2005, p. 18: (ძირითადი წყარო); პოვი 2008, p. 14: (მეორე წყარო).
- ↑ 26.0 26.1 პოვი 2008, p. 14.
- ↑ პოვი 2007, pp. 18, 28.
- ↑ მეისონი 2005, p. 21.
- ↑ უოტკინსონი & ანდერსონი 1991, p. 34.
- ↑ მეისონი 2005, p. 24.
- ↑ მეისონი 2005, p. 26.
- ↑ პოვი 2008, p. 20.
- ↑ მეისონი 2005, p. 27.
- ↑ მეისონი 2005, p. 30.
- ↑ ბლეიკი 2008, p. 43.
- ↑ მეისონი 2005, p. 30–37: (ძირითადი წყარო); პოვი 2008, p. 32: (მეორე წყარო).
- ↑ მეისონი 2005, p. 87.
- ↑ მეისონი 2005, pp. 87–107.
- ↑ ბლეიკი 2008, p. 91.
- ↑ მეისონი 2005, p. 105.
- ↑ მეისონი 2005, p. 106.
- ↑ მეისონი 2005, pp. 106–107, 160–161, 265, 278.
- ↑ ბლეიკი 2008, pp. 3, 9, 113, 156, 242, 279, 320, 398.
- ↑ ტაიტუსი, კრისტა; უოდელი, რეი. ფლოიდის 'Dark Side' აღნიშნავს ჩარტში მნიშვნელოვან ეტაპს. ბილბორდი (2005). ციტირების თარიღი: 24 ოქტომბერი 2011.
- ↑ პოვი 2008, p. 345.
- ↑ მეისონი 2005, pp. 265–269.
- ↑ ბლეიკი 2008, p. 294.
- ↑ ბლეიკი 2008, pp. 294–295, 351.
- ↑ ბლეიკი 2008, p. 275.
- ↑ ბლეიკი 2008, p. 260.
- ↑ RIAA-ს ოქროს და პლატინის ალბომები. RIAA. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2010-01-17. ციტირების თარიღი: 17 ოქტომბერი 2010.
- ↑ ბლეიკი 2008, pp. 260–261.
- ↑ პოვი & რასელი 1997, p. 185.
- ↑ პოვი 2008, p. 230.
- ↑ ბლეიკი 2008, pp. 294–299.
- ↑ ბლეიკი 2008, p. 295.
- ↑ მეისონი 2005, pp. 264–270.
- ↑ შეფნერი 1991, p. 262.
- ↑ ბლეიკი 2008, p. 300.
- ↑ ლოდერი, კურტ. (14 აპრილი 1983) Pink Floyd: The Final Cut (Toshiba). Rolling Stone. დაარქივებულია ორიგინალიდან — 22 ივნისი 2008. ციტირების თარიღი: 6 მაისი 2012.
- ↑ 61.0 61.1 პოვი 2008, pp. 240–241.
- ↑ პოვი 2008, pp. 221, 237, 240–241, 246.
- ↑ ბლეიკი 2008, pp. 312–313.
- ↑ მეისონი 2005, pp. 293–294.
- ↑ მენინგი 2006, pp. 139.
- ↑ პინკ ფლოიდის ალბომების მსოფლიო გაყიდვები: „პინკ ფლოიდის გაერთიანების სურვილი პირველ ადგილზეა მუსიკის მსმენელთა გამოკითხვაში“. Bloomberg. 26 სექტემბერი 2007. დაარქივებულია ორიგინალიდან — 12 აგვისტო 2013. ციტირების თარიღი: 25 მაისი 2012.; პინკ ფლოიდი ოცნებაა, ზეპელინი – რეალობა. Richmond Times-Dispatch (28 სექტემბერი 2007). ციტირების თარიღი: 25 მაისი 2012.; პინკ ფლოიდის ბიოგრაფია. ოფიციალური საიტი. ციტირების თარიღი: 4 ივნისი 2012.; პინკ ფლოიდის აშშ-ის გაყიდვები: ყველაზე გაყიდვადი შემსრულებლები. Recording Industry Association of America. დაარქივებულია ორიგინალიდან — 1 ივლისი 2007. ციტირების თარიღი: 17 ოქტომბერი 2010.
- ↑ პინკ ფლოიდის ვარსკვლავი როჯერ უოტერსი ნანობს ჯგუფის წინააღმდეგ სარჩელის შეტანაზე. BBC News (19 სექტემბერი 2013). ციტირების თარიღი: 10 მარტი 2016.
- ↑ 68.0 68.1 შეფნერი 1991, pp. 272–273.
- ↑ ბლეიკი 2008, pp. 305–306.
- ↑ დეგეინი, მაიკ. The Pros and Cons of Hitch Hiking. AllMusic. ციტირების თარიღი: 17 ოქტომბერი 2010.
- ↑ ბლეიკი 2008, pp. 332–333.
- ↑ ბლეიკი 2008, p. 309.
- ↑ 73.0 73.1 RIAA-ს სერტიფიცირებები. Recording Industry Association of America. დაარქივებულია ორიგინალიდან — 24 ივლისი 2013. ციტირების თარიღი: 17 ნოემბერი 2010.
- ↑ ფიტჩი 2005, p. 36.
- ↑ მენინგი 2006, p. 131.
- ↑ ბლეიკი 2008, p. 346.
- ↑ ბლეიკი 2008, pp. 342–347.
- ↑ ბლეიკი 2008, pp. 348–349.
- ↑ ბლეიკი 2008, pp. 347–352.
- ↑ მენინგი 2006, pp. 141, 252.
- ↑ როჯერ უოტერსი: ბილბორდის სინგლები. Allmusic. ციტირების თარიღი: 20 ნოემბერი 2010.
- ↑ BPI სერტიფიცირება. BPI. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-10-06. ციტირების თარიღი: 2 ოქტომბერი 2010.
- ↑ პოვი 2008, pp. 323–324.
- ↑ როკ-ენ-როლის დიდების დარბაზი - პინკ ფლოიდი. როკ-ენ-როლის დიდების დარბაზი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2018-07-12. ციტირების თარიღი: 2 ოქტომბერი 2010.
- ↑ 85.0 85.1 პოვი 2008, pp. 329–334.
- ↑ „პინკ ფლოიდის The Wall ბროდვეიზე“. BBC News. 5 აგვისტო 2004. ციტირების თარიღი: 2 ოქტომბერი 2010.
- ↑ 87.0 87.1 ბლეიკი 2008, p. 391.
- ↑ პოვი 2008, pp. 237, 266–267.
- ↑ შეფნერი 1991, p. 308.
- ↑ ბლეიკი 2008, pp. 382–383.
- ↑ გილმორი უარს ამბობს პინკ ფლოიდის გაერთიანებაზე. MSNBC (9 სექტემბერი 2008). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2010-10-17. ციტირების თარიღი: 6 ოქტომბერი 2010.
- ↑ ბლეიკი 2008, p. 386.
- ↑ ტსიულკასი, ანასტასია (27 აგვისტო 2005) უოტერსის ახალი კონცეფცია. Billboard, გვ. 45. ციტირების თარიღი: 18 ოქტომბერი 2010.
- ↑ როჯერ უოტერსი: Ca Ira. ბილბორდი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-01-19. ციტირების თარიღი: 17 ოქტომბერი 2010.
- ↑ პოვი 2008, pp. 324–325.
- ↑ მენინგი 2006, p. 256.
- ↑ 97.0 97.1 ბლეიკი 2008, p. 392.
- ↑ პოვი 2008, pp. 319, 334–338.
- ↑ როჯერ უოტერსი იწერს სიმღერას „Hello (I Love You)“, რომელიც შეტანილია New Line Cinema-ს ფილმში „უკანასკნელი მიმზი“. Marketwire (იანვარი 2007). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-06-29. ციტირების თარიღი: 17 ოქტომბერი 2010.
- ↑ Live Earth India გაუქმებულია მუმბაის ტერაქტების შემდეგ. The Guardian (1 დეკემბერი 2008). ციტირების თარიღი: 18 ოქტომბერი 2010.
- ↑ ბრაუნი, მარკ. (25 აპრილი 2008) როჯერ უოტერსის სრული ინტერვიუ. Rocky Mountain News. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2010-04-29. ციტირების თარიღი: 17 ოქტომბერი 2010.
- ↑ კრეპსი, დეივიდ. (12 ივლისი 2010) პინკ ფლოიდის დეივიდ გილმორი და როჯერ უოტერსი აოცებენ მაყურებელს მოულოდნელი ერთობლივი გამოსვლით. როლინგ სტოუნი. ციტირების თარიღი: 30 მაისი 2011.
- ↑ ჯოუნსი, რებეკა. (27 მაისი 2010) პინკ ფლოიდის როჯერ უოტერსი უბრუნდება The Wall-ს. BBC News. ციტირების თარიღი: 19 ოქტომბერი 2010.
- ↑ ბატლერი, უილ. (12 აპრილი 2010) როჯერ უოტერსი უბრუნდება The Wall უკანასკნელი საკონცერტო ტურნესთვის. NPR. ციტირების თარიღი: 26 ნოემბერი 2010.
- ↑ პინკ ფლოიდის წევრთა გაერთიანება როჯერ უოტერსის კონცერტზე. www.viagogo.com (16 მაისი 2011). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-10-20. ციტირების თარიღი: 16 მაისი 2011.
- ↑ როჯერ უოტერსი 2012 წლის ბილეთების გაყიდვების სიის სათავეშია. BBC News. წაკითხვის თარიღი: 14 ივლისი 2012
- ↑ ალენი, ბობ (4 ოქტომბერი 2013). „როჯერ უოტერსი წინ უსწრებს მადონას ბილეთების შემოსავლით, 459 მილიონით, ტურნეთი Wall Live“. Billboard.biz. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-03-16. ციტირების თარიღი: 5 ოქტომბერი 2013.
- ↑ 108.0 108.1 მორტონი, კოულ. (7 ნოემბერი 2010) შეხვედრა როჯერ უოტერსთან კულისებს მიღმა, 60 მილიონიანი გამაოგნებელი შოუს The Wall მომზადებისას. Daily Mail. ციტირების თარიღი: 7 ნოემბერი 2010.
- ↑ 12 დაუვიწყარი ფოტოები ეპიკური კონცერტიდან 12–12–12. TIME. ციტირების თარიღი: 15 დეკემბერი 2012.
- ↑ როჯერ უოტერსის ფილმის The Wall მიმოხილვა - მსოფლიო პრემიერა. T Mak World. ციტირების თარიღი: 7 სექტემბერი 2014.
- ↑ კრეპსი, დენიელ. იხილეთ როჯერ უოტერსის გამოსვლა My Morning Jacket-თან ნიუპორტის ფოლკ-ფესტივალზე. Rolling Stone (25 ივლისი 2015). დაარქივებულია ორიგინალიდან — 12 ივნისი 2018. ციტირების თარიღი: 27 ივლისი 2015.
- ↑ გროუ, კორი. Stones, McCartney, Dylan, the Who, Waters, Young Confirm Mega-Fest. Rolling Stone (3 მაისი 2016). დაარქივებულია ორიგინალიდან — 11 იანვარი 2018. ციტირების თარიღი: 4 May 2016.
- ↑ Roger Waters – Us + Them (ოქტომბერი 2016). ციტირების თარიღი: 24 ოქტომბერი 2016.
- ↑ ჰილტონი, რობინი (13 ოქტომბერი 2016), როჯერ უოტერსმა გამოაცხადა ტურნე 'Us And Them', http://www.npr.org/sections/allsongs/2016/10/13/497692379/roger-waters-announces-us-them-live-tour. წაკითხვის თარიღი: 23 ოქტომბერი 2016
- ↑ კოენი, სენდი (13 ოქტომბერი 2016), როჯერ უოტერსმა გამოაცხადა 2017 წლის ტურნე ჩრდილოეთ ამერიკაში, 'Us + Them', https://www.washingtonpost.com/entertainment/music/roger-waters-announces-2017-north-american-us--them-tour/2016/10/13/a62ec99c-9146-11e6-bc00-1a9756d4111b_story.html. წაკითხვის თარიღი: 23 ოქტომბერი 2016 დაარქივებული 2016-10-24 საიტზე Wayback Machine.
- ↑ როჯერ უოტერსი – როჯერ უოტერსის ახალი ალბომი, "Is This... | Facebook en. ციტირების თარიღი: 16 თებერვალი 2017
- ↑ გროუ, კორი (16 თებერვალი 2017). „მოისმინეთ როჯერ უოტერსის ახალი ალბომის 'Is This the Life We Really Want?' ნაწყვეტი“. Rolling Stone. დაარქივებულია ორიგინალიდან — 17 მარტი 2017. ციტირების თარიღი: 22 მარტი 2017.
- ↑ ჯილ კაუფმანი. როჯერ უოტერსმა გამოაქვეყნა 25 წლიანი შესვენების შემდეგ პირველი სოლო როკ-ალბომის 'Is This the Life We Really Want?' ნაწყვეტი. billboard.com. ციტირების თარიღი: 22 მარტი 2017
- ↑ უიკსი, ამანდა (3 მარტი 2017). „როჯერ უოტერსის ახალი ალბომის 'Is This The Life We Really Want?' ნიმუში“. Radio.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-03-23. ციტირების თარიღი: 22 მარტი 2017.
- ↑ მებეტი 2010, p. 50.
- ↑ ბლეიკი 2008, p. 376.
- ↑ ფიტცი 2005, p. 335.
- ↑ პოვი 2008, pp. 335–339.
- ↑ ბლეიკი 2008, p. 258: ინდია უოტერსი; პოვი 2008, p. 335–339: ჰარი როჯერთან 2006 წლიდან გამოდის.
- ↑ ბლეიკი 2008, p. 348; თომპსონი 2013, p. 109: ჯეკ ფლეტჩერი.
- ↑ მარში, ჯულია. (18 დეკემბერი 2015) როჯერ უოტერსის მეუღლის მხოლოდ სურს Rolex-ის საათის დაბრუნება. Page Six. ციტირების თარიღი: 14 მარტი 2016.
- ↑ პინკ ფლოიდის როჯერ უოტერსი მეოთხედ ქორწინდება. NME (21 იანვარი 2013). ციტირების თარიღი: 6 სექტემბერი 2013.
- ↑ პინკ ფლოიდის როჯერ უოტერსი შორდება ლორი დერნინგს. Closer Weekly (28 სექტემბერი 2015). ციტირების თარიღი: 8 ოქტომბერი 2015.
- ↑ ვარსკვლავები ეხმარებიან ცუნამით დაზარალებულებს. MSNBC. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2010-10-05. ციტირების თარიღი: 2 ოქტომბერი 2010.
- ↑ როჯერ უოტერსი: საფრანგეთის რევოლუცია. The Independent (4 ოქტომბერი 2005). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2010-10-05. ციტირების თარიღი: 17 ოქტომბერი 2010.
- ↑ ბლეიკი 2008, pp. 391–392.
- ↑ უოტერსი, როჯერ (11 ივნისი 2007). „უოტერსი: უკიდურეს სიღარიბეს რამით შეიძლება გავუმკლავდეთ“. CNN. ციტირების თარიღი: 18 ოქტომბერი 2010.
- ↑ ფრაიკი 2009, p. 74.
- ↑ ტოპინგი, ალექსანდრა (27 ივლისი 2010). „პინკ ფლოიდის Another Brick in the Wall გადამუშავებულია ირანელების პროტესტის სახით“. The Guardian. ციტირების თარიღი: 10 იანვარი 2018.
- ↑ The Blurred Vision. უოტერსი, როჯერ (10 აგვისტო, 2010). ციტირების თარიღი: 10 იანვარი, 2018.
- ↑ კარუჩი, ჯონ (9 ნოემბერი 2012). „როჯერ უოტერსი და ვეტერანები გამოდიან ერთად საქველმოქმედო საღამოზე Stand Up for Heroes“. Huffington Post. ციტირების თარიღი: 19 მაისი 2013.
- ↑ გევინი, პატრიკ. (19 ივნისი 2013) ცნობილი პიროვნებების ვიდეო: „მე ვარ ბრედლი მენინგი“.. Politico.
- ↑ თილი, სკოტ. (2 ივნისი 2009) როჯერ უოტერსი ისრაელს: დაანგრიეთ კედელი. Wired News. ციტირების თარიღი: 14 ოქტომბერი 2010.
- ↑ უოტერსის მიერ BDS-ის მხარდაჭერა: როჯერ უოტერსი მხარს უჭერს ისრაელის ბოიკოტს. Haaretz (6 მარტი 2011). ციტირების თარიღი: 6 მარტი 2011.; უოტერსის მონაწილეობა ღაზის თავისუფლების მსვლელობაში: გუდმენი, ემი. (30 დეკემბერი 2009) ექსკლუზიურად...პინკ ფლოიდის როჯერ უოტერსი საუბრობს ღაზის თავისუფლების მსვლელობის შესახებ და გმობს ისრაელ-ეგვიპტის მიერ ღაზის „ოკუპირებას“.. Democracy Now!. ციტირების თარიღი: 3 მარტი 2012.
- ↑ კრონინი, დეივიდ. ისრაელის ბოიკოტი გამოსავალია, აცხადებს პინკ ფლოიდის ლეგენდა როჯერ უოტერსი. ElectronicIntifada (18 მარტი 2013). ციტირების თარიღი: 19 მარტი 2013.
- ↑ როჯერ უოტერსი „ანტი-ისრაელური რიტორიკის“ გამო 4 მილიონ აშშ დოლარს კარგავს.. Haaretz (30 ოქტომბერი 2016).
- ↑ გროუ, კორი (11 თებერვალი 2015). „როჯერ უოტერსის და ალან პარსონსის კამათი ისრაელის გამო“. Rolling Stone. დაარქივებულია ორიგინალიდან — 7 დეკემბერი 2017. ციტირების თარიღი: 10 იანვარი 2018.
- ↑ ბუთი, უილიამ; ეგლაში, რუთ (4 ივნისი, 2014). „როლინგ სტოუნზი გამოვა ისრაელში მიუხედავად პინკ ფლოიდის წევრების მხრიდან არსებული ზეწოლისა“. The Washington Post. ციტირების თარიღი: 10 იანვარი 2018. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|date=
-ში (დახმარება) - ↑ ჰოლტერმანი, ალექსანდრა (8 ნოემბერი, 2017). „როჯერ უოტერსის დარტყმა Radiohead-ის ისრაელის კონცერტზე, რომელსაც იგი უწოდებს სახელმწიფოს პოლიტიკის მხარდაჭერას“. ბილბორდი. ციტირების თარიღი: 10 იანვარი 2018. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|date=
-ში (დახმარება) - ↑ კრეპსი, დენიელ (7 იანვარი 2018). „როჯერ უოტერსი, პიტერ გებრიელი ხელს აწერენ წერილს ლორდის ისრაელის შესახებ გადაწყვეტილების მხარდასაჭერად“. Rolling Stone. დაარქივებულია ორიგინალიდან — 7 იანვარი 2018. ციტირების თარიღი: 10 იანვარი 2018.
- ↑ ნეტავ აქ არ იყოთ: Citibank უერთდება American Express-ს და როჯერ უოტერსთან ურთიერთობას წყვიტავს.
- ↑ ადლ მწუხარებით ასკვნის, რომ როჯერ უოტერსი ანტისემიტია. ციტირების თარიღი: 31 ოქტომბერი 2015.
- ↑ ადლ-ის ღია წერილი როჯერ უოტერსს. ADL (22 აგვისტო 2013). ციტირების თარიღი: 18 ოქტომბერი2015.
- ↑ ვიზენთალის ცენტრი: საკუთარ კონცერტზე დავითის ვარსკვლავიანი გასაბერი ღორის გაშვებით როჯერ უოტერსი მოხვდა ანტისემიტთა მოწინავე რიგებში. საიმონ ვიზენთალის ცენტრი (24 ივლისი 2013). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-08-06. ციტირების თარიღი: 2018-01-10.
- ↑ როჯერ უოტერსის კონცერტზე გასაბერ ღორზე გამოსახულია დავითის ვარსკვლავი; ვიზენთალის ცენტრი მას უწოდებს ებრაელების ღია მოძულეს (ვიდეო). ციტირების თარიღი: 31 ოქტომბერი 2015.
- ↑ თორპი, ვანესა; -იორკიდან, ედვარდ ჰელმორი ნიუ. პინკ ფლოიდის ყოფილი ლიდერი გაცოფებულია და ისრაელელებს ადარებს ნაცისტებს. ციტირების თარიღი: 31 ოქტომბერი 2015.
- ↑ უოტერსი, როჯერ. როჯერ უოტერსი ჯონ ბონ ჯოვის: „ამით დადგებით ახალმოსახლესთან, რომელმაც ბავშვი დაწვა“. ციტირების თარიღი: 31 ოქტომბერი 2015.
- ↑ ზილმანი, ანა. რა ჯანდაბა გინდა? ჰოვარდ სტერნი ილანძღება ბონ ჯოვისადმი Salon-ში გამოქვეყნებული როჯერ უოტერსის წერილის გამო. ციტირების თარიღი: 31 ოქტომბერი 2015.
- ↑ სპაირო, ემი (12 ივნისი 2017). „ბრძოლა BDS-ის დამცველ როჯერ უოტერსის წინააღმდეგ“. Jerusalem Post.
- ↑ Roger Waters Precision Bass. Fender.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2010-10-17. ციტირების თარიღი: 9 ოქტომბერი 2010.
- ↑ Rotosound Endorsees. Rotosound. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-02-05. ციტირების თარიღი: 23 ნოემბერი 2010.
- ↑ 157.0 157.1 ფიტჩი 2005, pp. 416–430, 441–445.
- ↑ მეისონი 2005, p. 169.
- ↑ ფიტჩი 2005, p. 324.
- ↑ ფიტჩი & მეიონი 2006, p. 71.
- ↑ ფიტჩი 2005, p. 285.
- ↑ ფიტჩი 2005, pp. 241–242.
- ↑ ფიტჩი 2005, p. 295.
- ↑ ფიტჩი 2005, p. 213.
- ↑ მებეტი 1995, p. 39.
- ↑ ფიტჩი 2005, p. 232.
- ↑ კოლინ ჯოისი. (27 მაისი 2014) მაიკ პეტონს სინამდვილეში პოპ-მუსიკაში ყველაზე დიდი ვოკალური დიაპაზონი აქვს. SPIN. ციტირების თარიღი: 14 მარტი 2016.
მუსიკის პორტალი – დაათვალიერეთ ვიკიპედიის სხვა სტატიები მუსიკაზე. |