Each Small Candleბრიტანელი როკ-მუსიკოს როჯერ უოტერსის სიმღერა, შეტანილი ალბომში In the Flesh (2000)[1]. სიმღერის ტექსტის ნაწილი ეფუძნება ამბავს კოსოვოში დაღუპულ სერბ ჯარისკაცზე რომელიც დაეხმარა დაჭრილ ალბანელ ქალს.

„Each Small Candle“
სიმღერაროჯერ უოტერსი
ალბომიდან In the Flesh
ენა ინგლისური ენა
ჩაიწერა 2000
ჟანრი როკ მუსიკა
ხანგრძლივობა 9:18
ხმისჩამწერი ლეიბლი Columbia Records
ავტორ(ებ)ი ჰალფდან რასმუსენი, როჯერ უოტერსი
კომპოზიტორი როჯერ უოტერსი,
პროდიუსერი ჯეიმზ გათრი

სიმღერაში ასევე შეტანილია დანიელ პოეტ ჰალფდან რასმუსენის ლექსის Ikke Bødlen სტრიქონები. თავდაპირველად ამ სტრიქონების ავტორად შეცდომით უთითებდნენ წამების მსხვერპლ ერთ-ერთ არგენტინელს.

სიმღერა სრულდებოდა უოტერსის 2000 და 2002 წლების კონცერტებზე.

სქოლიო რედაქტირება

  1. Manning, Toby (2006). „Which One's Pink?“, The Rough Guide to Pink Floyd, 1st, London: Rough Guides, გვ. 145. ISBN 1-84353-575-0. ციტირების თარიღი: 30 December 2012.