In the Flesh?

პინკ ფლოიდის სიმღერა
ტერმინს „In the Flesh“ აქვს სხვა მნიშვნელობებიც, იხილეთ In the Flesh.

In the Flesh?“ (სამუშაო სახელწოდება - The Show) — ინგლისური პროგრესული როკ-ჯგუფ პინკ ფლოიდის პირველი სიმღერა [1][2] პირველი დისკიდან.

„In the Flesh?“
სიმღერაპინკ ფლოიდი
ალბომიდან The Wall
ენა ინგლისური
გამოსვლის თარიღი 30 ნოემბერი 1979 (ინგლისი)
8 დეკემბერი 1979 (აშშ)
ჩაიწერა აპრილი-ნოემბერი, 1979
ჟანრი პროგრესული როკი, მძიმე როკი
ხანგრძლივობა 3:19
ხმისჩამწერი ლეიბლი Harvest Records (ინგლისი), Columbia Records (აშშ)/Capitol Records (აშშ)
ავტორ(ებ)ი როჯერ უოტერსი
პროდიუსერი ბობ ეზრინი, დეივიდ გილმორი, ჯეიმზ გათრი და როჯერ უოტერსი
The Wallსიმღერები

სიმღერის სახელწოდებას პირდაპირი კავშირი აქვს ჯგუფის 1977 წლის საკონცერტო ტურნეს „In the Flesh“ სახელწოდებასთან. ამ ტურნეში როჯერ უოტერსმა, ჯგუფის ლიდერმა და სიმღერების ავტორმა იგრძნო ბარიერი მსმენელებსა და მუსიკოსებს შორის. ამ პერიოდში ჯგუფმა, მისივე თქმით, დაკარგა თავისი სახე და იქცა მხოლოდ ჯგუფის განსახიერებად. სიმღერის აკორდების ძირითადი თანმიმდევრობა აღებულია მელოდიიდან, რომელიც მეორდება უოტერსის სოლო ალბომზე The Pros and Cons of Hitch Hiking.

როჯერ უოტერსი:

მრავალი მოყვარულის წინაშე სტადიონებსა და დიდ დარბაზებში დაუღალავად გამოვდიოდით. გვაწუხებდა კითხვა - მათგან რომელს ესმის ჩვენი სიმღერების, ჩვენი მუსიკისა და მასში დამალული დრამატული გზავნილების? რამდენი მოდის, რათა ემოციები გამოუშვას? სულ უფრო ხშირად მეჩვენებოდა, რომ ჯგუფსა და მაყურებელს შორის იზრდება კედელი - სულ უფრო მრისხანე, ვინაიდან იგი უხილავი იყო. მე დასკვნა გამოვიტანე - ამ კედლის დასანგრევად აუცილებელია მისი ჩვენება.

კომპოზიცია

რედაქტირება

სიმღერა დინამიურია. პირველი 15 წამის მანძილზე ჟღერს მელოდია ალბომის ბოლო სიმღერიდან „Outside the Wall“ (რათა შეიქმნას ციკლის შეგრძნება, რომელსაც უოტერსი თავის შემოქმედებაში ხშირად იყენებს). პირველი ფრაზა, რომელიც სიმღერაში ჟღერს, არის უოტერსის გამოთქმა „... we came in?“ (მოვედით?), რომელიც ლოგიკას იძენს, როგორც კი ვუერთებთ სიმღერის „Outside the Wall“ ბოლო ფრაზას „isn't this where ...“ (ნუთუ აქ არ...).

შემდეგ სიმღერა უფრო უხეშ ხასიათს იძენს და ფინალს ქმნის ბომბდამშენის ხმა და ბავშვის ტირილი. მოსდევს ალბომის მეორე სიმღერა „The Thin Ice“.

The Wall არის ამბავი პინკის შესახებ, რომელიც არის საზოგადოებისგან გაუცხოებული როკ-ვარსკვლავი. იგი საზოგადოებისგან ფსიქოლოგიურ ბარიერს ქმნის, წარმოსახვითი კედლის სახით.

სიმღერა აღნიშნავს შოუს დასაწყისს და პინკი მსმენელს უახსნის, რომ იგი უამბობს კედლის აშენების ისტორიას. იგი განმარტავს, რომ მიუხედავად თავისი იერისა, ცივი თვალების მიღმა განსხვავებულ სახეს ატარებს. ბომბდამშენის ხმოვანი ეფექტით ჩვენ ნაწილობრივ მოგვანიშნებენ, რომ ომში ვიღაც იღუპება, თუმცა ალან პარკერის ფილმში „პინკ ფლოიდი: კედელი“ ნათლად ჩანს, რომ ეს პინკის მამაა. ბავშვის ტირილი მიანიშნებს, რომ, შესაძლოა, პინკი სწორედ იმ წამს დაიბადა.

როჯერი:

მსურდა როკ-ენ-როლსა და ომს შორის პარალელების გავლება. ასეთი დიდი მოვლენების დროს, როგორც ეტყობა, ადამიანებს სიამოვნებს უხეში მოპყრობა, რათა ყველაფერი იყოს ხმაურიანი და ზიანს გაყენებდეს. როკ-ენ-როლის მსმენელებს აფეთქებენ - ისინი ნაწილებად იქცევიან, მაგრამ ტაშს უკრავენ, სიამოვნებთ ყოველი წუთი. როგორც ნათელი იდეა, ეს მისაღებია, მაგრამ უაზრო იქნება, თუ ამას სინამდვილეში გავაკეთებთ.

საკონცერტო შესრულება

რედაქტირება

მიუხედავად იმისა, რომ პინკ ფლოიდის წევრები ამ სიმღერის შესრულებისას უკვე იმყოფებოდნენ კულისებში, სცენაზე გამოდიოდა ე.წ. „სუროგატული ჯგუფი“ (რომელიც ასევე არის ნახსენები სიმღერის მეორე ნაწილში, რომელიც მეორე დისკზეა წარმოდგენილი). თუმცა, უოტერსი ასრულებდა საკუთარ ვოკალურ პარტიას.

  1. სტრონგი, მარტინ ჩ. (2004). The Great Rock Discography, მეშვიდე, ედინბურგი: Canongate Books, გვ. 1177. ISBN 1-84195-551-5. 
  2. მებეტი, ენდი (1995). The Complete Guide to the Music of Pink Floyd. ლონდონი: Omnibus Press. ISBN 0-7119-4301-X.