Stop (პინკ ფლოიდის სიმღერა)
„Stop“ — ინგლისური პროგრესული როკ-ჯგუფ პინკ ფლოიდის სიმღერა. მისი ავტორია როჯერ უოტერსი.[1][2] სიმღერა შეტანილია 1979 წლის ორმაგ ალბომში The Wall.
„Stop“ | ||
---|---|---|
სიმღერა — პინკ ფლოიდი | ||
ალბომიდან The Wall | ||
გამომცემელი | Pink Floyd Music Publishers Ltd | |
გამოსვლის თარიღი |
30 ნოემბერი 1979 (ბრიტანეთი) 8 დეკემბერი 1979 (აშშ) | |
ჩაიწერა | აპრილი-ნოემბერი 1979 | |
ჟანრი | არტ-როკი | |
ხანგრძლივობა | 0:30 | |
ხმისჩამწერი ლეიბლი |
Harvest (ბრიტანეთი) Columbia (აშშ) | |
ავტორ(ებ)ი | როჯერ უოტერსი | |
პროდიუსერი | ბობ ეზრინი, დევიდ გილმორი, ჯეიმზ გათრი და როჯერ უოტერსი | |
The Wall – სიმღერები | ||
სიუჟეტი
რედაქტირებაალბომის პერსონაჟი პინკი დაღლილია ფაშისტის როლით და მისი ჰალუცინაციას დასასრულს უახლოვდება. მას საკუთარი თავი სასამართლოზე გაჰყავს.
აზრი ის არის, რომ ნარკოტიკის ეფექტი იკარგება და „Waiting for the Worms“-ში იგი აქეთ-იქით ისვრის საკუთარ თავს - რეალური პიროვნებიდან სხვა პიროვნებაში, რომელიც ელოდება ჭიების გამოჩენას, რათა გაანადგუროს ყოველივე, პასუხად იმაზე, თუ როგორ მოექცნენ და სრულ ილოზაციაზე. საბოლოოდ კი ეს ტირანია მისთვის ზედმეტია და იგი ამბობს - „შეჩერდით“.
ფილმის ვერსი
რედაქტირებაფილმში „პინკ ფლოიდი: კედელი“ სიმღერის სტრიქონებს ასრულებს ბობ გელდოფი, გამოკეტილი საპირფარეშოში. თავისი წიგნიდან იგი კითხულობს კიდევ ორ ლექსს - „Your Possible Pasts“ (ალბომიდან The Final Cut) და „5:11 AM (The Moment of Clarity)“ (უოტერსის პირველი სოლო-ალბომიდან The Pros And Cons Of Hitch Hiking).
საკონცერტო ვერსიები
რედაქტირებაროგორც ჯგუფის, ასევე როჯერ უოტერსის 2010-2013 წლების კონცერტებზე სიმღერის შესრულებისას სცენა ბნელდებოდა და რჩებოდა მხოლოდ თოჯინა, რომელიც პინკს განასახიერებდა. The Wall-ის 1990 წლის დადგმაზე, ბერლინში, როჯერ უოტერსმა უბრალოდ გაიძრო უნიფორმა, შებრუნდა და დაიმალა კედლის მიღმა.
პერსონალი
რედაქტირება- როჯერ უოტერსი — ვოკალი[3]
- რიჩარდ რაიტი — ფორტეპიანო[3]
ბიბლიოგრაფია
რედაქტირება- ფიტჩი, ვერნონ (2005). The Pink Floyd Encyclopedia (მესამე გამოცემა). ISBN 1-894959-24-8.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ სტრონგი, მარტინ ჩ. (2004). The Great Rock Discography, მეშვიდე, ედინბურგი: Canongate Books, გვ. 1177. ISBN 1-84195-551-5.
- ↑ მებეტი, ენდი (1995). The Complete Guide to the Music of Pink Floyd. ლონდონი: Omnibus Press. ISBN 0-7119-4301-X.
- ↑ 3.0 3.1 ფიტჩი, ვერნონ და მეიონი, რიჩარდ, Comfortably Numb — A History of The Wall 1978–1981, 2006, p. 109.