In the Flesh (პინკ ფლოიდის სიმღერა)
„In the Flesh“ — ინგლისური პროგრესული როკ-ჯგუფ პინკ ფლოიდის სიმღერა[1][2]. იგი შეტანილია 1979 წლის ალბომში The Wall.
„In the Flesh“ | ||
---|---|---|
სიმღერა — პინკ ფლოიდი | ||
ალბომიდან The Wall | ||
გამომცემელი | Pink Floyd Music Publishers Ltd | |
გამოსვლის თარიღი |
30 ნოემბერი 1979 (ბრიტანეთი) 8 დეკემბერი 1979 (აშშ) | |
ჩაიწერა | აპრილი-ნოემბერი 1979 | |
ჟანრი | მძიმე როკი, პროგრესული როკი | |
ხანგრძლივობა | 4:15 | |
ხმისჩამწერი ლეიბლი |
Harvest (ბრიტანეთი) Columbia (აშშ) | |
ავტორ(ებ)ი | როჯერ უოტერსი | |
პროდიუსერი | ბობ ეზრინი, დევიდ გილმორი, ჯეიმზ გათრი და როჯერ უოტერსი | |
The Wall – სიმღერები | ||
კომპოზიცია
რედაქტირებასიმღერა ხმაურიანი და დინამიურია. შესავალი იწყება ორგანის მკვეთრი ჟღერადობით, რომელიც ჰგავს "In the Flesh?"-ს. ამის შემდეგ სიმღერა გადადის გუნდის მიერ მშვიდად ნამღერ მელოდიაზე. ბოლოს ემატება ხალხის ყვირილი - "Pink! Floyd! Pink! Floyd!".
სიუჟეტი
რედაქტირებაალბომის სიუჟეტის მიხედვით, პერსონაჟი პინკ ფლოიდი გადის სცენაზე, მაგრამ თავს წარმოიდგენს ფაშისტი დიქტატორის სახით და ერთგულ მაყურებელს ესაუბრება. ამ სიმღერაში მხოლოდ მისი წარმოსახვა ჩანს. იგი ფანებისგან მოითხოვს ერთგულების გამოხატვას და გასცემს დარბაზში თავშეყრილი ჰომოსექსუალების, ებრაელების და შავკანიანების დაჭერის და კედელთან დაყენების ბრძანებას. ბოლოს იგი ხაზს უსვამს, რომ ამ ბრბოს, საშუალება რომ ჰქონოდა, დახვრეტდა. დასასრულს ხალხი გაჰყვირის მის სახელს (Pink! Floyd!) და სიმღერა უერთდება „Run Like Hell“-ს.
დაუღალავად ვუკრავდით სტადიონებსა და დიდ დარბაზებში თაყვანისმცემელთა ბრბოთა წინაშე. და ყოველთვის გვაწუხებდა ერთი კითხვა - ვის ესმის ამ ბრბოდან ჩვენი სიმღერების, ჩვენი მუსიკისა და მასში დამალული დრამატული გზავნილების? რამდენად მოდის ხალხი იმისთვის, რომ ემოციები გამოუშვას? სულ უფრო ხშირად მეჩვენებოდა, რომ ჯგუფსა და მაყურებელს შორის იზრდებოდა კედელი, მრისხანე, ვინაიდან უხილავი იყო. გადავწყვიტე, რომ მის დასანგრევად აუცილებელია, აჩვენო, შეხებად კედლად აქციო.
სიმღერაში მეორდება პირველი ნაწილის ტექსტის ნაწილი, თუმცა შეტანილია მკვეთრი ცვლილებები. აგრეთვე ნახსენებია შემცვლელი (სუროგატული) ჯგუფი. სინამდვილეში, იგულისხმება, რომ სცენაზე ამ დროს გამოვიდა პინკის შემცვლელი ორეული, თავის ჯგუფთან ერთად. 1980-1981 წლის კონცერტები იხსნებოდა დამატებითი ჯგუფის მიერ, რომლის წევრები პინკ ფლოიდის წევრების ნიღბებს ატარებდნენ, ხოლო თავად პინკ ფლოიდი ამ დროს იმყოფებოდა კედლის მიღმა და სწორედ იქიდან ასრულებდა In the Flesh?-ს. შემცვლელი ჯგუფი მათთან ერთად ჩნდებოდა „In the Flesh“-ის შესრულების დროსაც. ეს ნიღბები გამოსახულია ალბომის Is There Anybody Out There? The Wall Live 1980–81 გარეკანზე.
სიმღერაში ორგანზე უკრავს ფრედ მენდელი, სესიური მუსიკოსი (The Who, ჯიმი ჰენდრიქსი, როლინგ სტოუნზი).
ფილმის ვერსია
რედაქტირებაფილმის ვერსიაში სიმღერა იწყება პინკის დიქტატორად გადაქცევის, სიმღერის „Comfortably Numb“ შემდეგ. ალბომთან შედარებით იგი არის ერთ-ერთი რადიკალურად განსხვავებული ვერსია, ვინაიდან ჩაწერილია ორკესტრის მეშვეობით. ვოკალს ამ ვერსიაში და ფილმის შესავალში გაჟღერებულ „In the Flesh?“-ში პინკის როლის შემსრულებელი, ბობ გელდოფი ასრულებს.
კადრებში, ფანების ერთგულების შემოწმებასთან ერთად, დიქტატორი უშვებს ძაღლებს, რომლებიც დასდევენ მის მსხვერპლებს. ხალხი გაჰყვირის "Hammer"-ს (ჩაქუჩი), რაც პინკის გამოგონილი ორგანიზაციის სიმბოლოა. გარდა ამისა, პინკი და მაყურებლები ერთმანეთს მიესალმებიან ჩაქუჩების სიმბოლოს გამოსახვით. ორმაგი ჩაქუჩის სიმბოლოები ყველგან არის ჩამოკიდებული. შემდეგ სიმღერა გადადის „Run Like Hell“-ზე.
საკონცერტო ვერსიები
რედაქტირებაჯგუფი სიმღერას 1980-1981 წლის ტურნეს The Wall ფარგლებში ასრულებდა. როჯერ უოტერსი თავისი ტურნეს The Wall Live ფარგლებში სიმღერის ბოლოს იღებდა სათამაშო ავტომატს და მაყურებლებს „ესროდა“.
პერსონალი
რედაქტირება- დევიდ გილმორი — სეკვენსერი ARP quadra, გიტარები<[3]
- ნიკ მეისონი — დასარტყმელი საკრავები
- როჯერ უოტერსი — წამყვანი ვოკალი, ბას-გიტარა, EMS VCS 3[3]
- აგრეთვე
- ჯეიმზ გათრი - სეკვენსერი ARP quadra [3]
- ფრედ მენდელი — ორგანი[3]
- ბობ ეზრინი — Prophet-5[3]
- ბრიუს ჯონსტონი — ბეკ-ვოკალი[3]
- ჯო ჩიმი — ბეკ-ვოკალი[3]
- ტონი ტენილი — ბეკ-ვოკალი[3]
- სტენ ფარბერი — ბეკ-ვოკალი[3]
- ჯიმ ჰაასი — ბეკ-ვოკალი[3]
- ჯონ ჯოისი — ბეკ-ვოკალი[3]
ბიბლიოგრაფია
რედაქტირება- ფიტჩი, ვერნონ (2005). The Pink Floyd Encyclopedia (მესამე გამოცემა). ISBN 1-894959-24-8.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ სტრონგი, მარტინ ჩ. (2004). The Great Rock Discography, მეშვიდე, ედინბურგი: Canongate Books, გვ. 1177. ISBN 1-84195-551-5.
- ↑ მებეტი, ენდი (1995). The Complete Guide to the Music of Pink Floyd. ლონდონი: Omnibus Press. ISBN 0-7119-4301-X.
- ↑ 3.00 3.01 3.02 3.03 3.04 3.05 3.06 3.07 3.08 3.09 3.10 ფიტჩი, ვერნონ და მეიონი, რიჩარდ, Comfortably Numb — A History of The Wall 1978–1981, 2006, p. 104.