One of My Turns“ — ინგლისური პროგრესული როკ-ჯგუფ პინკ ფლოიდის სიმღერა ალბომზე The Wall[1][2]. იგი გამოიცა სინგლის „Another Brick in the Wall (Part 2)“ b-მხარეზე.

„One of My Turns“
სინგლიპინკ ფლოიდი
ალბომიდან The Wall
A-მხარე „Another Brick in the Wall, Part II“
გამოსვლის თარიღი 23 ნოემბერი 1979
ჩაიწერა აპრილი-ნოემბერი 1979
ჟანრი პროგრესული როკი, მძიმე როკი
ხანგრძლივობა 3:35
ხმისჩამწერი ლეიბლი Harvest (ბრიტანეთი)
Columbia (აშშ)
ავტორ(ებ)ი როჯერ უოტერსი
პროდიუსერი ბობ ეზრინი, დევიდ გილმორი და როჯერ უოტერსი
პინკ ფლოიდი — სინგლების ქრონოლოგია
„Have a Cigar“
(1975)
One of My Turns
(1979)
„Comfortably Numb“
(1979)
The Wall — სიმღერების სია

კომპოზიცია

რედაქტირება

სიმღერა სამი ნაწილისგან შედგება. პირველში ჟღერს დიალოგის ფრაგმენტები. მას მოჰყვება მშვიდი ტექსტი, ბოლოს კი ყველაფერი სრულდება ხმაურიანი ტექსტით. იგი დაახლოებით 3 წუთისა და 41 წამის ხანგრძლივობის არის. მასში ჟღერს როჯერ უოტერსის ერთ-ერთი ყველაზ დაძაბული ვოკალი, შესრულებული მაღალ ტონალობაში.

დევიდ გილმორი:

„One of My Turns“-ში სესიური გიტარისტი დამჭირდა, ვინაიდან არ ვიცოდი, როგორ დამეკრა. ლი რიტენაურმა მეორე ნახევარში დაუკრა.

გრუპის მონოლოგი

რედაქტირება

კომპოზიციის დასაწყისში გოგონა გრუპი პინკს მიმართავს:

ო, ღმერთო, რა არაჩვეულებრივი ოთახია
ეს გიტარა ყველა შენია?
ეს ადგილი ჩვენს ოფისზე ბინაზე დიდია.
დასალევი ხომ არ გინდა?
მოგიტანო?
ოჰ, შეხედე ამ აბაზანას. გინდა აბაზანის მიღება?
რას უყურებ?
ჰეი?
კარგად გრძნობ თავს?

ფილმში „პინკ ფლოიდი: კედელი“ გოგონას მონოლოგი მკვეთრად არ განსხვავდება, მაგრამ დემო-ვერსიაში ჟღერს შემდეგი ტიპის საუბარი:

ო, ღმერთო, რა არაჩვეულებრივი ოთახია. ო, ეს გიტარა ყველა შენია? ო, რა ხედია! შეიძლება, ჩამოვჯდე და ვუყურო? ო! შენ ნამდვილი ხარ? ნამდვილი? ო, ეს პატარა მაგნიტოფონი ძალიან ლამაზია. იაპონურია? ჰეი, იქ რა არის? შენი ჯგუფი აქ ადრე ყოფილა? არ მახსოვხარ. რამე ხომ არ მივირთვათ? გშია? გშია? ტელეფონით რამე შევუკვეთო? ო, რაღაც არ გიყვარს საუბარი, არა? ინგლისელები ძალიან ჩუმები ხართ. კარგად გრძნობ თავს? წყალი მოგიტანო? კარგად არ გამოიყურები.

დემო-ვერსიაში აგრეთვე ოდნავ განსხვავდება სიმღერის ტექსტი.

The Wall არის ამბავი პინკის შესახებ, რომელიც არის საზოგადოებისგან გაუცხოებული როკ-ვარსკვლავი. იგი საზოგადოებისგან ფსიქოლოგიურ ბარიერს ქმნის, წარმოსახვითი კედლის სახით.

„One of My Turns“-ში პინკი ოთახში გრუპის მიიწვევს, შეიტყობს რა თავისი მეუღლის ურთიერთობაზე სხვა მამაკაცთან. გრუპი ცდილობს მისი ყურადღების მიქცევას, მაგრამ პინკი მას არ უყურებს, იგი წუწუნებს თავის ურთიერთობებზე მეუღლესთან. უკანა ფონზე ისმის ტელევიზორის ხმები და დიალოგები, შერეული გრუპის საუბართან.

გრუპი კვლავ ცდილობს პინკის ყურადღების მიქცევას, მაგრამ მთავარი პერსონაჟი გრძნობს, რომ იგი „ცივია, როგორც სამართებლის პირი / მკვრივია, როგორც ტურნიკეტი / გულგრილია, როგორც სამგლოვიარო დოლი“. ამას მოჰყვება მისი მხრიდან ძალადობის მოზღვავება. პინკი ანგრევს ოთახს, აშინებს ქალს და საბოლოო კვლავ მარტო რჩება. დამწუხრებული იგი გაჰკივის - „Why are you running away?“ (ქართ. რატომ გარბიხარ?).

როჯერ უოტერსი:

„One of My Turns“ არის პინკის რეაქცია ცხოვრების გაუარესებაზე. იგი შორდება ცოლს და ამის შემდეგ ნომერში ვიღაც გოგონა მიჰყავს. ეყო, უკვე აღარ შეუძლია და „One of My Turns“-ში იგი ვერც ამ გოგონასთან იჭერს კავშირს, ამიტომ უბრალოდ ტელევიზორს უყურებს. ოთახში შედიან და გოგონა გაოცებულია მისი ნივთებით, ის კი მხოლოდ ტელევიზორთან ზის და არ ესაუბრება.

1975 წელს, ნებუორთში ჯგუფის კონცერტისთვის მზადებისას როი ჰარპერმა ვერ იპოვა თავისი სასცენო ჩაცმულობა და გაღიზიანებულმა, ფურგონი აწეწა. შემდგომში, როგორც ამბობენ, ეს მოვლენა გამოყენებული იქნა, როგორც შთაგონება ფილმის „პინკ ფლოიდი: კედელი“ სცენარის იმ ეპიზოდის შექმნისას, როდესაც პინკი სასტუმროს ნომერს ანგრევს. საგულისხმოა, რომ გადაღებების დროს ბობ გელდოფმა, პინკის როლის შემსრულებელმა, ნამდვილად გაიჭრა ხელი - იმ სცენის გადაღებისას, როდესაც პერსონაჟი სასტუმროს ფანჯარს ამსხვრევს და დარჩენილ ნამსხვრევებს ხელით ეხება.

  1. სტრონგი, მარტინ ჩ. (2004). The Great Rock Discography, მეშვიდე, ედინბურგი: Canongate Books, გვ. 1177. ISBN 1-84195-551-5. 
  2. მებეტი, ენდი (1995). The Complete Guide to the Music of Pink Floyd. ლონდონი: Omnibus Press. ISBN 0-7119-4301-X.