Goodbye Cruel World (პინკ ფლოიდის სიმღერა)
„Goodbye Cruel World“ — ინგლისური პროგრესული როკ-ჯგუფ პინკ ფლოიდის სიმღერა. იგი შეტანილია 1979 წლის კონცეპტუალურ ალბომში The Wall.
„Goodbye Cruel World“ | ||
---|---|---|
სიმღერა, შემსრულებელი – პინკ ფლოიდი, ალბომიდან The Wall | ||
გამოიცა | Pink Floyd Music Publishers Ltd | |
გამოსვლის თარიღი |
30 ნოემბერი 1979 (ბრიტანეთი) 8 დეკემბერი 1979 (აშშ) | |
ჩაიწერა | აპრილი-ნოემბერი 1979 | |
ჟანრი | პროგრესული როკი | |
ხანგრძლივობა | 0:48 | |
ხმისჩამწერი ლეიბლი |
Harvest (ბრიტანეთი) Columbia (აშშ) | |
ავტორი | როჯერ უოტერსი | |
პროდიუსერი | ბობ ეზრინი, დევიდ გილმორი, ჯეიმზ გათრი და როჯერ უოტერსი | |
The Wall - სიმღერები | ||
სიუჟეტირედაქტირება
The Wall არის ამბავი პინკის შესახებ, რომელიც არის საზოგადოებისგან გაუცხოებული როკ-ვარსკვლავი. იგი საზოგადოებისგან ფსიქოლოგიურ ბარიერს ქმნის, წარმოსახვითი კედლის სახით. ამ სიმღერაში აღწერილია პინკის რეაქცია დასრულებულ ფსიქოლოგიურ კედელზე და მის მიერ საზოგადოებისგან გარიყვის აღიარება.
ჩემი კედელი ავაშენე მეორე მსოფლიო ომის გამო. მაგრამ ნებისმიერი ადამიანი თავად აშენებს მას, თუკი გრძნობს, რომ იზოლირებულია და გაუცხოებული. იგი ჩნდება მაშინ, როდესაც თავად გსურს.
საკონცერტო ვერსიებირედაქტირება
როგორც ჯგუფის (1980-1981), ასევე სოლო კონცერტებზე (1990/2010-2013) როჯერ უოტერსი თავად იხედებოდა კედელში არსებული უკანასკნელი ხვრელიდან, შემდეგ კი სიცარიელეს მის მიერ ჩადებული უკანასკნელი აგური ავსებდა.
პერსონალირედაქტირება
- როჯერ უოტერსი - ბას-გიტარა,[1] ვოკალი[2]
- რიჩარდ რაიტი - სინთეზატორი Prophet-5[2]