Vera (სიმღერა)
„Vera“ — ინგლისური პროგრესული როკ-ჯგუფ პინკ ფლოიდის სიმღერა. იგი შეტანილია 1979 წლის ორმაგ ალბომში The Wall.[1][2]
„Vera“ | ||
---|---|---|
სიმღერა — პინკ ფლოიდი | ||
ალბომიდან The Wall | ||
გამომცემელი | Pink Floyd Music Publishers Ltd | |
გამოსვლის თარიღი |
30 ნოემბერი 1979 (ბრიტანეთი) 8 დეკემბერი 1979 (აშშ) | |
ჩაიწერა | აპრილი-ნოემბერი 1979 | |
ჟანრი | პროგრესული როკი, არტ-როკი | |
ხანგრძლივობა | 1:35 | |
ხმისჩამწერი ლეიბლი |
Harvest (ბრიტანეთი) Columbia (აშშ) | |
ავტორ(ებ)ი | როჯერ უოტერსი | |
პროდიუსერი | ბობ ეზრინი, დევიდ გილმორი, ჯეიმზ გათრი და როჯერ უოტერსი | |
The Wall – სიმღერები | ||
სათაური
რედაქტირებასიმღერის სახელწოდებაში იგულისხმება ვერა ლინი, ბრიტანელი მომღერალი, რომელმაც სახელი გაითქვა მეორე მსოფლიო ომის პერიოდში, განსაკუთრებით - სიმღერით „We'll Meet Again“ (ქართ. კვლავ შევხვდებით). ეს მინიშნება ირონიულია, ვინაიდან როჯერ უოტერსს ფაქტობრივად, არ უნახავს მამა, რომელიც ომში დაიღუპა. სტრიქონი „Vera, what has become of you?“ (ქართ. ვერა, რა ბედი გეწია?) აღნიშნავს, რომ ვერაც, როგორც მისი დაპირება, გაუჩინარდა.
სიმღერის დასაწყისში ჟღერს დიალოგი 1969 წლის ფილმიდან „ბრიტანეთის ბრძოლა“.
საკონცერტო ვერსიები
რედაქტირებაროჯერ უოტერსის 2010-2013 წლების ტურნეების დროს სცენაზე პროექციის სახით გამოიყენებოდა ვერა ლინის ფოტოსურათები.
2016-2017 წლებში როჯერი სიმღერას აკუსტიკურად ასრულებდა.
პერსონალი
რედაქტირება- როჯერ უოტერსი — ვოკალი[3], აკუსტიკური გიტარა.
- დევიდ გილმორი — ელექტრონული გიტარა, ბას-გიტარა, აკუსტიკური გიტარა[3].
- რიჩარდ რაიტი — სინთეზატორი Prophet-5[3].
აგრეთვე:
ბიბლიოგრაფია
რედაქტირება- ფიტჩი, ვერნონ (2005). The Pink Floyd Encyclopedia (მესამე გამოცემა). ISBN 1-894959-24-8.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ სტრონგი, მარტინ ჩ. (2004). The Great Rock Discography, მეშვიდე, ედინბურგი: Canongate Books, გვ. 1177. ISBN 1-84195-551-5.
- ↑ მებეტი, ენდი (1995). The Complete Guide to the Music of Pink Floyd. ლონდონი: Omnibus Press. ISBN 0-7119-4301-X.
- ↑ 3.0 3.1 3.2 3.3 ფიტჩი, ვერნონ და მეიონი, რიჩარდ, Comfortably Numb — A History of The Wall 1978–1981, 2006, p. 96.